ბლოგი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ

ფეისბუქზე გაზიარება

თქვენ მოხვდით რჩეულთა რიცხვში?

 

თებერვალში ვარსკვლავებმა სამი ნიშნისთვის განსაკუთრებული საჩუქრები მოამზადეს. მათ ცხოვრებაში ყველა (ან თითქმის ყველა) სურვილის განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ . თუ რჩეულთა რიცხვში მოხვდით, გილოცავთ! თუ არა, იღბალი მაინც გაგიღიმით, ოღონდ ოდნავ მოგვიანებთ.

 

კურო

ძვირფასო კურო, ვარსკვლავები ერთმნიშვნელოვნად ამბობენ- დაანებეთ თავი ეჭვებს, შიშებს და მღელვარებას და წინ, გამარჯვებებისკენ იარეთ!

 

უკვე თებერვლის დასაწყისში ცვლილებებს არა მხოლოდ საკუთარ განწყობაში, არამედ თქვენ მიმართ ადამიანების დამოკიდებულებაში შეამჩნევთ. თქვენ წინაშე გაიღება კარი, რომელიც, როგორც გეგონათ, თქვენთვის დახურული იყო.

 

გახსოვდეთ, რომ თქვენთვის თებერვალი სიყვარულის თვეა. მარტოხელა კუროები თავის რჩეულებს შეხვდებიან, ხოლო მათთვის, ვისაც უკვე ჰყავს მეორე ნახევარი, ეს იდეალური მომენტია შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად- იქნება ეს ერთად ცხოვრება, ნიშნობა, ქორწინება ან სხვა რამ, რითი დაკავებასაც აპირებთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

 

მორიელი

ცეცხლოვანი მორიელისთვის, რომელიც ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება,  თებერვალი ბევრ ცვლილებას მოიტანს, მაგრამ სწორედ ეს გახდის მის ცხოვრებას უკეთესს. განსაკუთრებით ძლიერ ენერგიას თვის პირველი 15 დღის განმავლობაში იგრძნობს.

 

თუ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, თებერვალი, რბილად რომ ვთქვათ, თქვენთვის მოსაწყენი არ იქნება- ვარსკვლავები თქვენთვის მხიარულებასა და შესანიშნავ თავგადასავლებს მოასწავებენ.

 

ასევე შეიძლება ცვლილებები სამსახურშიც მოხდეს, თუმცა ისინი უმნიშვნელო იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი თქვენ სასარგებლოდ მოხდება. სიყვარულში ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოგწონთ,- ცეცხლით, ვნებით და ფანტაზიით.

 

თევზები

თებერვლის პირველ ნახევარში თევზები კარიერაზე უნდა კონცენტრირდნენ. თუ დაწინაურება გსურთ და ბევრს მუშაობდით, ახლა დროა, უფროსს დაელაპარაკოთ.

 

თევზებისთვის ეს თვე შეიძლება ნამდვილად ფულიანი გახდეს, მაგრამ გახსოვდეთ- ციდან არაფერი ცვივა, ძალისხმევა უნდა დაატანოთ.

 

ხოლო ცხოვრების სხვა სფეროებში უნდა მოდუნდეთ და სიამოვნება მიიღოთ! დადებითი ემოციების თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი პერიოდია- თვის მეორე ნახევარი.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ხდებიან საუკეთესო მამები
ისინი არასდროს პატიობენ: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებისთვისაც ღალატი სამყაროს დასასრულია
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის
ზოდიაქალური რეიტინგი: უფრო უხეშის მოყვარულებიდან საყვარელ რომანტიკოსებამდე
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2025 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი
ყველაფერს დახარჯავენ: სამი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ