ბლოგი

კეთილდღეობის 3 კანონი, რომელსაც მხარს უჭერს სამყარო

კეთილდღეობის 3 კანონი, რომელსაც მხარს უჭერს სამყარო

ფეისბუქზე გაზიარება

"თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი რეალობა, მაშინ უნდა შეცვალოთ თქვენი აზროვნება." - რობერტ კიოსაკი.

არსებობს გარკვეული წესები, კანონები, რომელთა დაცვის შემთხვევაში, სამყაროს კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ იზრდება. ასეთია კეთილდღეობის კანონები, რომლებიც ერთის მხრივ ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტურია:

 

კანონი 1 - საკუთარი თავი ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენე

 

გახსოვთ რას გვასწავლის თვითმფრინავის უსაფრთხოების ინსტრუქციები? - ნიღაბი პირველ რიგში თავად უნდა გავიკეთოთ, რათა შემდეგ სხვას დავეხმაროთ, განსაკუთრებით თუ ბავშვთან ერთად ვართ.

იგივე წესი მუშაობს ცხოვრებაში - თქვენ უნდა იყოთ მთავარი! შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ სამყაროსთვის ეს ლოგიკურია, რომ თქვენ იყოთ ენერგიის მთავარი გამტარი საკუთარ ცხოვრებაში. თქვენგან კი ის სხვებზეც გავრცელდება.

 

კანონი 2 - გამოიყენეთ ვაკუუმის კანონი

 

ეს კანონი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, გაცემა და მიღება ერთმანეთის ექვივალენტურია. ამ კანონს ასევე უწოდებენ "მერლინის კანონს" - შუა საუკუნეების ჯადოქარის და მეფე არტურის მრჩეველის საპატივცემულოდ, რომელმაც სახელმწიფოსა კეთილდღეობისთვის მეფეს ურჩია მოწყალების გაცემა, რის საპასუხოდაც შეძლებდა ხალხისგან სიყვარულის და მხარდაჭერის მიღებას.

ენერგეტიკული და ფიზიკური ვაკუუმის შექმნით, ჩვენ კეთილდღეობის ნაკადს საშუალებას ვაძლევთ, რომ ათჯერ მეტად დაგვიბრუნოს გაცემული და შეავსოს ჩვენი რესურსები.

"მერლინის კანონის" ძირითადი წესები:

-გაეცით იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა

-ადამიანების უანგაროდ დახმარება და დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩაყენება

-ზედმეტი საგნებისგან გათავისუფლება ფიზიკურ დონეზე ვაკუუმის შესაქმნელად

-თუ რაიმე ახალი გინდა, მოიშორე ძველი, ეს ენერგიის განახლებას ახდენს.

 

კანონი 3 - სიღარიბის რეჟიმის შეცვლა

 

თავის წიგნში „Rich Dad Poor Dad“ - რობერტ კიოსაკი წარმატებით იკვლევს განსხვავებას მდიდარი და ღარიბი ადამიანების აზროვნებაში.

მთავარი ნიშნები იმისა, რომ ღარიბი ხართ, არის:

შიში - კომფორტის ზონიდან ან მიჩვეული გარემოდან გამოსვლისა.

სტაგნაცია - სწავლისა და განვითარების დასასრული.

წუწუნი და ნეგატივი - ფოკუსირება იმაზე, რაც არ მუშაობს და ენერგიის ხარჯვა იმაზე, რაც არანაირ შედეგს არ მოიტანს.

ძუნწობაში გადასული ეკონომიურობა - დაუსაბუთებელი სურვილი მუდმივად დაზოგოთ შავი დღისთვის და მოაკლოთ საკუთარ თავს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში
სამყაროს 3 კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს
სუპერძალა, რომელიც ვარსკვლავებმა უბოძეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
სამყარომ ფავორიტად ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი აირჩია
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა ნიჭით დააჯილდოვა სამყარომ კირჩხიბი
2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი
როგორ ანგრევს გაუცნობიერებლად პირად ურთიერთობებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
12 მომაკვდინებელი ცოდვა
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?