ბლოგი

ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით

ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ყოველწლიურად, სულ უფრო მეტი ადამიანი ეკიდება მთელი სერიოზულობით ახალი წლის შეხვედრის რიტუალს, სამზადისის ორგანიზებას და სწორი განწყობის შექმნას. ეს პროცესი ნამდვილად მნიშვნელოვანია, რამდენადაც არსებობს გამოთქმა: „როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარება მას“.  მნიშვნელოვანია ყველაფერი სწორად გააკეთოთ, ამის შემდეგ, ოჯახში გამეფდება პოზიტიური ენერგია, რომელიც მოიზიდავს სიკეთეს, ბენდიერებას, წარმატებას და კეთილდღეობას!

-გენერალური დასუფთავება წინასაახალწლოდ - ეს აუცილებელი პირობაა. სწორედ ამით იწყება მთელი სამზადისი მომავალი წლისთვის. ხოლო იქედან გამომდინარე, თუ რომელი ნიშანი არის ახალი წლის მასპინძელი, გარკვეული კრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს წლიდან-წლამდე და მათ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადაგნ საჭიროა მომავალი ზოდიაქოს ნიშნის ენერგეტიკა გაიგოთ და მის მახასიათებლებზე მოეწყოთ მაქსიმალურად.

ახალი წლის აქტიური ღამე

დამდეგი ახალი წლის ღამე, ფენ-შუის პრინციპების მიხედვით, აუცილებლად უნდა იყოს აქტიური და ენერგიული. მნიშვნელოვანია, რომ არ იჯდეთ მთელი საღამო და ღამე სახლში. უმჯობესია გახვიდეთ გარეთ, გაისეირნოთ, თუ თოვლია იციგაოთ ან თხილამურებზე დადგეთ. უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად პოზიტიური ენერგეტიკა და კომფორტი შექმნათ თქვენს გარშემო, რაც დაგეხმარებათ წყლის შავი კურდღლის გულის მოგებაში - ეს მას ძალიან უყვარს.

ჯანსაღი საჩუქრები

ფენ-შუის ფილოსოფიის შესაბამისად, 2023 წელს რეკომენდირებულია ჯანსაღი საჩუქრების გაკეთება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფიტნეს-დარბაზის აბონიმენტი, აუზის აბონიმენტი, სპა-სალონის აბონიმენტი და ა.შ.

საჩუქრის სახით ასევე შესაძლებელია მოამზადოთ ეგზოტიკური საკვები, რომელიც სავსე იქნება ხილით და ბოსტნეულით - ისინიც ძალიან უყვარს დამდეგი წლის მასპინძელს. რაც შეეხება ალკოჰოლს, რეკომენდირებული არ არის ახალი წლის ღამეს მისი ჩუქება.

საახალწლო საჩუქრის სახით, ასევე შესაძლებელია მოამზადოთ სამოსი. მთავარია ის იყოს კომფორტული, პრაქტიკული და ნამდვილად საჭირო, და არა ერთი საღამოსთვის შექმნილი ლუქი, რომელსაც ადამიანი მეტჯერ აღარ ჩაიცვამს.

არავითარ შემთხვევაში არ მოამზადოთ სასაჩუქრედ ფული. ფენ-შუის მიხედვით, ეს ყველაზე ცუდი ნიშანი იქნება დამდეგი წლისთვის უკლებლივ ყველა ადამიანისთვის.

ახალი ნაცნობების შეძენა

კურდღელი აქტიურ ცხოველად ითვლება. ამიტომ, ფენ-შუის ფილოსოფია ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს, საჭიროა აქტიური ურთიერთობები და ახალი ნაცნობების გაჩენა. სასურველია, ეს ღამე ისეთ ადგილას გაატაროთ, სადაც ბევრი უცნობი ადამიანი იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, ბევრმა ადამიანმა იპოვოს მეორე ნახევარი ან ერთგული მეგობრები, რაც დადებით გავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე და საქმიანობაზე.

ფერები ფენ-შუის მიხედვით

დამდეგი ახალი წლისთვის, ყველაზე შესაფერისი ფერებია შავი, ცისფერი და ლურჯი. მათი გამოყენება შესაძლებელია სადღესასწაულო სამოსში, დეკორში და ნაძვის ხეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საახალწლო ხეზე დასვათ კურდღლის ფიგურა, რაც ოჯახში შემოიტანს სიყვარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაქვემდებარული ფსიქიკურ აშლილობას
ფულის ენერგეტიკის დამთრგუნველი მავნე ჩვევები
თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში
ტიბეტური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე
ცოტა რამ ტიპიური მერწყულების შესახებ
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოწყვლადი ნიშანი
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
ცხოვრების ცხრა გაკვეთილი კონფუცისგან
როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან