ბლოგი

4  რამ, რითაც კირჩხიბები უნდა გაანებივროთ ურთიერთობაში

4 რამ, რითაც კირჩხიბები უნდა გაანებივროთ ურთიერთობაში

ფეისბუქზე გაზიარება

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ გზებს, რომლებიც დაგეხმარებათ კირჩხიბებთან ურთიერთობისას მათ განებივრებაში, ეს კი, თავის მხრივ, გაცილებით მეტის მიღების საშუალებას მოგცემთ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებთან სასიყვარულო კავშირისგან, ვიდრე ელით, რადგან კირჩხიბები გამოირჩევიან მადლიერების დიდი გრძნობით და საყვარელი ადამიანისადმი ზრუნვით.

 

საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანს თავი გამორჩეულად და საყვარელ ადამიანად აგრძნობინოთ, არის განებივრება. პარტნიორის განებივრებით თქვენ შეძლებთ უპირობოდ გააძლიეროთ ურთიერთობა და დაანახოთ მას, თუ რამდენად გჭირდებათ ეს ადამიანი ცხოვრებაში. სიყვარული და ზრუნვა - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის მართლაც აუცილებელი საჭიროებაა, რადგან კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა და დიდ ყურადღებას აქცევს მისდამი გამოვლენილ ქცევას. ისინი გამსჭვალული არიან იმ იდეით, რომ საყვარელმა ადამიანმა შეუძლებელი უნდა შეძლოს ურთიერთობისთვის და მათი ინტერესებიც კი ყველაზე წინ დააყენოს.

 

თუ თქვენ ურთიერთობა გაქვთ კირჩხიბთან, ამ სტატიაში გთავაზობთ 4 იდეას, როგორ მოუწყოთ განუმეორებელი და მშვენიერი სურპრიზები თქვენს შეყვარებულ კირჩხიბს და ამით უზომოდ გაანებივროთ.

 

1. შეუკვეთეთ გამაჯანსაღებელი მასაჟი მისთვის

 

კირჩხიბი წყლის ნიშანია, რომელსაც მართავს პლანეტა მთვარე. შესაბამისად, მისთვის სასიამოვნოა ნებისმიერი სპა პროცედურა. წყვილისთვის მომზადებული სპა არის უნიკალური შესაძლებლობა თქვენს პარტნიორ კირჩხიბთან ერთად დატკბეთ სიყვარულით და კიდევ უფრო გაამყაროთ ურთიერთობა მისი განებივრებით. სპა ივენთი იქნება უნიკალური და განუმეორებელი, რადგან ის ხელს უწყობს პარტნიორების დაახლოვებას და იქ გატარებულ წუთებს დაუვიწყარს გახდის კირჩხიბისთვის.

 

2. მოუმზადეთ გემრიელი სადილი

 

კირჩხიბები ძალიან მიჯაჭვული არიან სახლის გარემოზე. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მათთვის არის იმის შეგრძნება, რომ საყვარელი ადამიანები არიან დაცულ და კომფორტულ გარემოში. თავად კირჩხიბები მუდმივად ცდილობენ საყვარელ ადამიანებს და ოჯახის წევრებს შეუქმნან სიმყუდრვე. როცა პარტნიორთან მარტო არიან სახლში, ისინი ცდილობენ ოჯახური გარემო შეავსონ რომანტიკით და ინტიმით. სამზარეულოში ერთად ყოფნა ნამდვილად აღაგზნებს კირჩხიბს და ვნებას უასმაგებს. ამიტომ, ფავორიტი კერძის მომზადება კირჩხიბისთვის სურპრიზის სახით, იქნება ურთიერთობის გალამაზების კიდევ ერთი საშუალება.

 

3. გამოიყენეთ ხელნაწერი სასიყვარულო წერილები

 

კირჩხიბები სენსიტიურები არიან ყველაფერი რეტროსა და ტრადიციულის მიმართ. ეს იქნება შესანიშნავი საშუალება თქვენი სიყვარულის დასამტკიცებლად, გასაოცებლად და სიურპრიზის მოსაწყობად, ამიტომ, ნუ დაიშურებთ დროს და პერიოდულად დაუწერეთ კირჩხიბს სასიყვარულო წერილები, კიდევ უფრო უკეთსი იქნება ყვავილების თაიგულების და შოკოლადის გაგზავნა, როცა სამსახურში არიან.

 

4. ხშირად გაუგზავნეთ სასიყვარულო მესიჯები

 

კირჩხიბებს უმნიშვნელო ყურადღებაც კი ახარებთ. ისინი ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებიან მსგავს მიდგომას და ვალშც არ რჩებიან საყვარელ ადამიანთან. კირჩხიბებს სჭირდებათ ხშირად მოისმინონ თქვენგან სასიყვარულო სიტყვები, აუცილებლად უნდა ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ. ამის გაკეთება ადვილია, არამარტო პირადად შეხვედრისას, არამედ ტელეფონით შეგიძლიათ მიწეროთ როგორ გიყვართ, როგორ გენატრებათ და ა.შ. ან სულაც პატარა ქაღალდზე დაუწერეთ და მიუკარით მაცივარზე, დაუტოვეთ საძინებელში საწოლთან, აბაზანის სარკესთან - ნუ დაიშურებთ ფანტაზიას!

ასეთი წვრილმანი სასიყვარულო ქმედებები თქვენს პარტნიორ კირჩხიბს აავსებს გრძნობით და ძალიან გაანებივრებს, შედეგად კი ეს ყველაფერი ასმაგად დაგიბრუნდებათ!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ
ფრთხილად იყავი: ამ ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან, როგორ შეინახონ საიდუმლოებები!
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ
2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?
2025 წლის პროგნოზი - რას გვიმზადებს ახალი წელი თითოეულ ჩვენგანს!
რა ვაჩუქოთ თხის რქას
ტოპ-3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელბიც არასოდეს ღალატობენ
8 მიზეზი თუ რატომაა თხის რქა საოცარი ადამიანი
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
2025 წლის ყველაზე წარმატებული თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
ყველაზე მიმზიდველი ადამიანების 14 თვისება
რომელი ფრაზები აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ