ბლოგი

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ღალატობენ მეგობრებს

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ღალატობენ მეგობრებს

ფეისბუქზე გაზიარება

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს წარმომადგენლები, რომლებთან მეგობრობა რთულია.

 

მორიელები

ყველაზე უიღბლო მეგობრების სიაში პირველები მორიელები არიან. უკიდურესად შურისმაძიებლები, ხშირად შეახსენებენ მეგობრებს შეცდომების შესახებ, თუნდაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.

 

ქალწული

ქალწულებთან მეგობრობისთვის საჭიროა მუდმივად მიაღწიოთ იდეალს და მზად იყოთ ყოველდღიური კრიტიკისთვის. ქალწულები შეამჩნევენ ყველა ნაკლს, შერცხვებათ თუნდაც პერანგზე პატარა ლაქის გამო, შემდეგ უკან დაიხევენ და დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ თავად არიან მსხვერპლი.

 

ვერძი

ცეცხლის ელემენტის ეს წარმომადგენლები წარმოუდგენლად ფიცხები არიან და შეუძლიათ მეგობარს შეურაცხყოფა მიაყენონ და ურთიერთობა აღარასოდეს აღადგინონ. ასევე, ვერძს უჭირს სერიოზული მეგობრობის დამყარება მეტოქეობის მუდმივი გრძნობის გამო. თუმცა, მათი ცხოვრება მაინც მდიდარია კარგი მეგობრებითა და ნაცნობებით.

 

თხის რქა

„რთული მეგობრების“ სიაში შემდეგი კარიერისტი თხის რქები არიან. მათ ახასიათებთ სამომხმარებლო დამოკიდებულება მეგობრობის მიმართ: თხის რქები მხოლოდ მათთან ურთიერთობენ, ვინც მათ დონეს შეესაბამება. გარდა ამისა, თხის რქებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ მხოლოდ მათთან, ვისაც მათთვი რაიმე სარგებელი მოაქვს. ერთგულება მათი ძლიერი მხარე არ არის.

 

ლომი

ლომებთან ყველაფერი მარტივია: მაამებლობის სიყვარულის გამო, ისინი ემეგობრებიან მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღიურად აქებთ. თუმცა, თავად ავიწყდებათ მეგობრების ქება, რაც იწვევს უკმაყოფილებას და მეგობრობაც მალე სრულდება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი
ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან დაცული გათვალვისგან
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაქვემდებარული ფსიქიკურ აშლილობას
30 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ლომები თქვენს გარემოცვაში
ყველაზე ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
7 ჭეშმარიტება, რომლებიც ურთიერთობებში უნდა გახსოვდეთ
მერწყულის ქვები