ბლოგი

ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?

ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?

ფეისბუქზე გაზიარება

რა აშინებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეული ნიშანს? არის უამრავი რამ, რაც იწვევს შიშს ადამიანებში და ეს ყველაზე მეტად დამოკიდებულია იმაზე, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ არის დაბადებული ადამიანი.

ამ სტატიაში გთავაზობთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ყველაზე საშიშ, ფობიამდე დასული საკითხების ჩამონათვალს. სხვებთან ერთად ნახეთ, რა არის თქვენი ფობია.


ვერძი

ზოდიაქოს ეს ნიშანი ზედმეტად თავდაჯერებული და ჯიუტია, თუმცა, მასაც აქვს სისუსტე. ვერძებს ახასიათებთ დახშული სივრცის შიში - კლაუსტროფობია. მათთვის უფრო ადვილია ცათამბჯენის კიბეებზე ავიდნენ, ვიდრე ლიფტით იმგზავრონ.

 

კურო

ძალიან რთულია კურო შეაშინო ვამპირებზე, მოჩვენებებზე ან სხვა საკითხებზე მოყოლილი საშინელებებით, მაგრამ, თუ ის მისტიკას პირისპირ შეეჯახება, შიშის დაძლევა ძალიან გაუჭირდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოს და შორს აღმოჩნდეს ამ ყველაფრისგან. გარდა ამისა, დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლებს განცდილი შიშიგან გათავისუფლებას.

 

ტყუპები

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ რუტინას და ერთფეროვნებას, თუმცა, რაც რეალურად აშინებთ არის სიღრმე და სიმაღლე. სავარაუდოდ ვერც ვერასოდეს დაძლევენ შიშს, რომ მთის წვერზე მდგომებმა თვალი გაახილონ და სივრცეს გადახედონ.


კირჩხიბი

ზოდიაქოს ეს ნიშანი წარმოუდგნელად მორიდებული, ემოციური, მოწყვლადი და ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილია. ხასიათის ასეთი წყობა ბავშვობიდან აყალიბებს მათში საჯაროობის ფობიას. თუმცა, ეს არ არის მთავარი, რისიც კირჩხიბს ყველაზე მეტად ეშინია. მისთვის ფობიაზე და ყველა შიშზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს - დაცინვა. კირჩხიბი ცდილობს ყოველთვის ისე მოიქცეს, რომ არ გახდეს დაცინვის ობიექტი.


ლომი

ლომი მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას და მუდმივად უნდა ისმენდეს ქება-დიდებას მისი მისამართით. ის ჩაციკლულია იმაზე, რომ გარშემომყოფებისგან უმაღლესი შეფასებები მოისმინოს საკუთარ პიროვნებაზე. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშანს ყველაზე მეტად აშინებს კრახი. მისთვის მომაკვდინებელია სხვების თვალში წარმოსადეგად და გამორჩეულად თუ არ ჩანს.


ქალწული

ამ ადამიანებს ცხოვრებაში ბევრი შიში აქვთ, მაგალითად, მათ ეშინიათ სხვების აზრის, განსაკუთრებით ჭორების და განსჯის, და ძალიან არიან ამაზე დამოკიდებული. თუმცა, ყველაზე დიდი საშინელება მათთვის არის - არაქნოფობია, ანუ ობობის შიში. ამ მწერის დანახვაზე ქალწულებს წარმოუდგენლად დიდი შიში ეუფლებათ და მისით განცდილი უსიამოვნო გრძნობა დიდი ხნის მანძილზე არ ტოვებთ.


სასწორი

მუდმივად მერყევი და მჭმუნვარე სასწორები ცხოვრებაში ბევრი სახის შიშს განიცდიან, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ეხება - დაწყებული ცხოველებით და გრძნობებით დამთავრებული. ეს ყველაფერი ნამდვილად შეესაბამება მათ ნატურას. ყველაზე მთავარი შიში ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის არის - სიკვდილი, რომელზე გაფიქრებაც კი ფსიქოლოგიურად ანგრევს სასწორებს.


მორიელი

ეს ზოდიაქოს ის იშვიათი ნიშანია, რომელსაც პრაქტიკულად არასოდეს არაფრის არ ეშინია. ის შეიძლება თავად გახდეს შიშის მიზეზი. თუმცა, ასეთ უშიშარი ხასიათის ფონზეც კი, შეიძლება მოიძებნოს სუსტი წერტილი, რაც მორიელის შემთხვევაში არის - აზარტული თამაშები.


მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშანს ღრმად სწამს მისტიკის, შესაბამისად, მისი ფობია საკმაოდ ლოგიკური და გასაგებია - მშვილდოსანს ეშინია ბნელი ძალის და მისი ყველა ფორმით გამოვლინების. ეს შიში იმდენად დიდი და ღრმაა, რომ ჰელოუინის ღამეს, ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის რეკომენდირებულია სახლში დარჩენა.


თხის რქა

თხის რქებს ძალინა ბევრი რამ აშინებთ, მიუხედავად მათი შეუპოვარი ხასიათისა. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორს გვხვდება ბევრი დაკომპლექსებული პიროვნება, რომელთა გონება ყოველთვის ჯაბნის გრძნობას. თხის რქებს ახასიათებთ აგორაფობია - რაც ნიშნავს ხალხის მასაში მოხვედრის შიშს.


მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები განვითარებული, შემოქმედებითი და ნიჭიერი პიროვნებები არიან. მერწყული ძალიან ცნობისმოყვარეა, მას კარგად განვითარებული ინტუიცია და წარმოსახვა აქვს. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, მერწყულს ხშირად ახასიათებს მთავარი შიში და ეს არის - მარტოობის შიში.


თევზები

თევზები ხშირად თვითკმაყოფილი, ჩაკეტილი, მდუმარე და უემოციოები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის მოწყვლადი ხასიათის გათვალისწინებით, მათ ხშირად აწუხებთ დასჯის შიში, რასაც ეწოდება - მასტიგოფობია. ეს განსაკუთრებით თავს იჩენს ბავშვობის ასაკში, თუკი თევზები ჩადენილი საქციელისთვის მკაცრად დასჯის ობიექტი გახდნენ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები
5 ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება
სახლის ყიდვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
6 ყველაზე გულკეთილი ზოდიაქოს ნიშანი
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
რა ვაჩუქოთ ვერძს?
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი
ცუდი ზოდიაქოს ნიშნები
ფრთხილად იყავი: ამ ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან, როგორ შეინახონ საიდუმლოებები!
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი