ბლოგი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!

ფეისბუქზე გაზიარება

ნახეთ, მოხვდით თუ არა ტოპ სიაში, რომლის მიხედვითაც ზოდიაქოს რჩეულ ნიშნებს საბედისწერო გარდატეხები და შეხვედრა ელით ახალი წლის პირველ ნახევარში.

2022 წელი, ბევრი ადამიანისთვის იყო რთული. გაუმართლა მათ, ვის გვერდითაც ნამდვილად საყვარელი ადამიანები იყვნენ. ხოლო მათ, ვინც ვერ ნახა თავისი ნამდვილი მეორე ნახევარი წინა წელს, 2023 წლის პირველ ნახევარში, ნუ დაისტრესებით, შესაძლოა სწორედ თქვენ ხართ იმ სამეულში, რომელიც ასტროლოგებმა დაასახელეს ამ წლის ყველაზე წარმატებულ ნიშნებად სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ. მაშ ასე, ვინ შეხვდება თავის ნამდვილ მეორე ნახევარს წელს?

 

მერწყული

 

წლის დასაწყისში ექსტრავაგანტული ნაცნობობა გელით. თქვენი გამდიდრების სურვილი წარმატებით დაგვირგვინდება. ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობას მდიდარ პარტნიორს მიანიჭებთ. როგორი პარტნიორობა იქნება ეს: მეგობრული თუ საქმიანი - თქვენ გადაწყვიტეთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აჩვენეთ თქვენი ფასი და მნიშვნელობა ნებისმიერ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ საკუთარი მორალური პრინციპები, არ მოითმენთ უგუნურ ქცევას არავისგან. ყველაზე მეტად ვერ აიტანთ მოსაწყენ ურთიერთობებს, ეჭვიანობას და მესაკუთრეობის ინსტინქტებით სავსე ადამიანებს. პარტნიორმა უნდა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მრავალფეროვნება, მოქმედების თავისუფლება და თავგადასავლების წყურვილი.

 

თევზები

 

წლის დასაწყისი საპირისპირო სქესის მეგობრების დამაინტრიგებელი წინადადებებით იქნება სავსე. რომანტიკისკენ მიდრეკილი თქვენი შინაგანი სამყარო, აუცილებლად ნახავს სათანადო თავშესაფარს. სასიყვარულო გრძონები უპასუხოდ ნამდვილად არ დარჩება. საერთო ინტერესების და მიზნების ქონა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი ურთიერთობის წარმატებით აწყობაში. პარტნიორისგან ზუსტად იგივე სითბოს, ყურადღებას და თანაგრძნობას მიიღებთ, როგორსაც თავად გამოხატავთ მის მიმართ. თუმცა, რაღაც მომენტში, ძლიერმა ემოციებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ რეალობის ობიექტურად აღქმაში -ამიტომ, ყურადღება არ მოადუნოთ...

 

კურო

 

ახალ წელს მოგინდებათ სტაბილური ოჯახური ურთიერთობები, საიმედო გრძნობები და ძლიერი სიყვარული. მომავალში სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ და სახლი სავსე იქნება სტუმრებით. საჭიროა მხოლოდ მყუდრო ატმოსფეროს შექმნა და საპირისპირო სქესის სტუმრების მოხიბვლა თქვენი ხასიათით, სილამაზით და მელოდიური ხმით. თუმცა, როგორი მგრძნობიარე და რომანტიულიც არ უნდა იყოთ, ყოველთვის ფუფუნებისა და კომფორტისკენ ისწრაფვით. ასევე, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საკუთარ გარეგნობას და ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მიმზიდველად და ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ. მომავალი პარტნიორი შეიძლება იყოს მშვიდი. ურთიერთობებში ერთგული და სანდო, ისეთი, როგორიც თავად ხართ. მაგრამ ეს გაგრძელდება იმ პირობით, თუ არ დაკარგავს თვენდამი ნდობას და პირიქით, თქვენც ბოლომდე ენდობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი შინაგანი ეჭვიანი „მე“ მთელი სიმძაფრით იმოქმედებს და ყველაფერს გააფუჭებს... 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
რა ვაჩუქოთ ვერძს?
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
ურანი ჰოროსკოპში
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
ყველა ადამიანს აქვს თავისი ციფრული კოდი, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
მათთან არ ხუმრობენ: ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის ქალები წარმოუდგენლად ძლიერი და მედგარი არიან
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები
რა უნდა იცოდეს ქალმა, სანამ ვერძ მამაკაცს შეიყვარებს
ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში