ბლოგი

როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»

როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»

ფეისბუქზე გაზიარება

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი გარდამტეხი მომენტია და ერთ-ერთს წარმოადგენს - ფერი. ის ყველგან და ყველაფერში ჩვენს გარშემოა, და მნიშვნელოვან ენერგიას და ინფორმაციას ატარებს. იცით, რომ ფერი შეიძლება იყოს წარმატების და ბედნიერების გასაღები? დიახ, ყველა ადამიანს თავისი ფერი აქვს, რომელიც განისაზღვრება მისი დაბადების თარიღის ნუმეროლოგიური გამოთვლით და შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში პოზიტიური ენერგია და წარმატება მოიზიდოს. ფერებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ და პირადი ფერის განსაზღვრა, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში წარმატების და ბედნიერების მოსაზიდად. 


ამ სტატიაში წარმოადგენილი გამოთვლის მარტივი მეთოდით, შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რომელია ბედნიერების და წარმატების მომტანი ფერი თქვენი დაბადების რიცხვის მიხედვით.

 

მათთვის, ვინც დაიბადა 1, 10, 19 და 28 რიცხვებში

 

წარმატების ფერებია: ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ოქროსფერი და სპილენძისფერი. რეკომენდირებულია ამ ფერების გამოყენება სამოსში და აქსესუარებში, რათა შეძლოთ ბედნიერების და წარმატების მოპოვება. მოერიდეთ შავს და მუქ ბორდოსფერს - მათ შეუძლიათ განდევნონ თქვენი ცხოვრებიდან კეთილდღეობა.

 

2, 11, 20 და 29 რიცხვებში დაბადებული ადამიანებისთვის

 

თეთრი, ბეჟი, პასტელური ტონები, ნარინჯისფერი და ლურჯი, ენერგიის შევსების წყაროა და დაეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ რიცხვებში დაბადებულები უნდა მოერიდონ წითელ და შავ ფერებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ყოფნისას.

 

თუ 3, 12, 21 და 30 რიცხვებში ხართ დაბადებული

 

ვარდისფერი, ლილისფერი და მუქი წითელი - უდიდეს წარმატებას მოგიტანთ და გარშემომყოფების ყურადღების სრულად მიპყრობაში დაგეხმარებათ. თუმცა, უნდა მოერიდოთ შავი, მწვანე და მუქი ლურჯი ფერების ტარებას.

 

ადამიანებისთვის, ვისი დაბადების რიცხვებიც არის - 4, 13, 22 და 31

 

ხაკისფერი, ლურჯი, იისფერი - წარმოადგენს სითამამის და პრინციპულობის ფერებს. ატარეთ ეს ფერები იმისათვის, რომ საკუთარი მიზნების განხორციელებას შეუწყოთ ხელი. მოერიდეთ შავ ფერს, რომელსაც შეუძლია წარუმატებლობა მოიზიდოს თქვენს ცხოვრებაში.

 

მათთვის, ვინც დაიბადა 5, 14 და 23 რიცხვებში

 

თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი - მნიშვნელოვანი ფერებია კომუნიკაბელურობის გამოვლენისთვის. ამ ფერებში გაგიმარტივდებათ ნებისმიერი სახის კონტაქტის დამყარება და სასურველი მიზნების მიღწევა. მოერიდეთ შავ და მუქ მწვანე ფერებს, რათა არ გამოიცალოთ ენერგიისგან.

 

6, 15 და 24 რიცხვებში თუ დაიბადეთ

 

თქვენი ფერებია მკვეთრი თეთრი, ცისფერი, ყვითელი და ლურჯი. რეკომენდირებულია, თავი შეიკავოთ ვარდისფერი სამოსის და აქსესუარების ტარებისგან, რადგან ეს ფერი, ნეგატიურად მოქმედებს თქვენს შინაგან ჰარმონიაზე.
 

ვისი დაბადების რიცხვებიც არის - 7, 16 და 25

 

ფერთა გამიდან უნდა ატარონ თეთრი, ყვითელი, ოქროსფერი და პასტელური ფერები - მათი დახმარებით, გამოიკვეთება თქვენი ინტელექტუალურობა. მოერიდეთ შავ ფერს, რომელსაც შეუძლია დაგცალოთ ენერგიისა და ფულისგან.

 

8, 17 და 26 რიცხვებში დაბადებულებისთვის

 

რეკომენდირებულია შავი ფერი, რომელიც გამოკვეთს მათ ავტორიტეტულობას და ლიდერულ თვისებებს. თუმცა, უნდა მოერიდონ ლურჯის, ნაცრისფრის და იასამნისფრის გამოყენებას.

 

ვინც დაიბადა 9, 18 და 27 რიცხვებში

 

წითელის გამა, დაწყებული ვარდისფრიდან, დამთავრებული ალისფერით - ხაზს გაუსვამს მათ სექსუალურობას და სწორხაზოვნებას. თუმცა, რეკომენდირებულია არ გამოიყენონ პასტელური ფერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩააქრონ მათი ყველაზე კაშკაშა თვისებებიც კი.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 რჩევა მარტოხელებისთვის
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს
ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა აფეთქების ზღვრამდე მიდიან
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის საცხოვრებლის სწორი შერჩევისთვის
როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები
დაასახელეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და ჩვენ გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად ურთიერთობებში
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“