ბლოგი

თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია

თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია

ფეისბუქზე გაზიარება

რა იცით მარტოობის შესახებ?

 

«წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, უკვე 20 წელია ბინადრობს ერთი მარტოხელა ვეშაპი, რომელიც ვერ ამყარებს კონტაქტს თავის მონათესავე ვეშაპებთან, რადგან მათ სიხშირეზე ვერ გამოსცემს ხმას... ეს არის ყველაზე მარტოხელა ვეშაპი მსოფლიოში - რომლის სახელია «52 ჰერცა», მის ხმებს არცერთი სხვა ვეშაპი არ ეხმაურება, რადგან მისი არ ესმით და ამის გამო, მარტოობაში დაწყებული საოკეანო მოგზაურობა კვლავ ჩვეულ რითმში გრძელდება მისთვის. საქმე იმაში კი არ არის, რომ ეს ვეშაპი არ ცდილობს მის მონათესავე ვეშაპთა გუნდთან კონტაქტს, პირიქით, ამას სულ ცდილობს, მაგრამ მისი სიგნალების სიხშირე იმდენად მაღალია, რომ დანარჩენებს არ ესმით და ვერ პასუხობენ, რადგან ვერ აღიქვამენ თავისიანად. ზოგადად, ვეშაპების სიგნალის სიხშირე არის 15-25 ჰერცი, რაც, არარეალური სხვაობაა როგორც ხედავთ და მარტოხელა ვეშაპს მთელი სიცოცხლის ასე გატარებას უქადის».

 

ამ ისტორიის გაგების შემდეგ, შეგიძლიათ დაფიქრდეთ და გაიაზროთ თუ რამდენად საშინელია მარტოობაში ცხოვრება. ეს არსება მარტოობაში ატარებს დღეებს და ღამეებს, დაძრწის უსასრულო ოკეანეში და ცდილობს იპოვოს, დაუკავშირდეს სხვა ვეშაპებს, თუმცა, ყოველ დღე ნელ-ნელა კარგავს ამის იმედს. შეიძლება იფიქროთ, რომ ის ცხოველია, ვეშაპი და ცივსისხლიანია, მას შეგრძნებები არ აქვს, მაგრამ ძალიან ცდებით - მას მშვენივრად ესმის თავისი უბედურება და გრძნობს, რომ იმედი ნელ-ნელა იწურება. თავისი უშველებელი ცხვირით მიაპობს უსასრულო წყალქვეშა სივრცეს, ეძებს, ეძახის, გამოსცემს ბგერებს, მაგრამ პასუხად მხოლოდ სიჩუმეს იღებს. სველ და ცივ სიჩუმეს...

 

აქ უკვე შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა - თვლით და ამბობთ, რომ მარტოხელა ხართ? და ეს მაშინ, როცა თქვენს მსგავს არსებებს შორის ცხვოვრობთ, რომლებისაც გესმით, ხედავთ და გრძნობთ და რომლებსაც ესმით, გხედავენ და შეიგრძნობენ თქვენს არსებობას?... აცხადებთ, რომ მარტოხელა ხართ მაშინ, როცა შეგიძლიათ კითხოთ, აუხსნათ, აჩვენოთ, განიხილოთ?

 

ყოველთვის, როცა ამას იფიქრებთ, გაიხსენეთ ის მარტოხელა ვეშაპი, რომელზეც ზემოთ მოგიყევით. მას არცერთი ეს შესაძლებლობა არ აქვს, ფიზიკურად არ აქვს და მარტოხელობისთვის განწირული მხოლოდ ის არის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წყვილებს მომავალი არ აქვთ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც აგვისტოში შემოსავალი გაეზრდებათ
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
ყველაზე ალერსიანი და ნაზი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
დაშორების იდეალური მეთოდები
რომელი ფრაზები აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც ყველაზე მეტს ჭორაობენ
დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები
იუპიტერი ჰოროსკოპში
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
ყველაზე შარიანი ნიშნები.
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლო
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის