ბლოგი

ფულის ენერგეტიკის დამთრგუნველი მავნე ჩვევები

ფულის ენერგეტიკის დამთრგუნველი მავნე ჩვევები

ფეისბუქზე გაზიარება

ფულის ენერგია წარმოქმნის ნაკადს, რომელიც სხვადასხვა რაოდენობით მიდის ადამიანებამდე და პირდაპირ აისახება მათ ფინსნურ მდგომარეობაზე.

 

თუ ის დათრგუნულია, ადამიანი შეიძლება მუდმივად უფულობას უჩიოდეს, დიდი ოდენობით კრედიტი ჰქონდეს და უმუშევრობის პრობლემის წინაშე იდგეს.

 

ენერგია შეიძლება გადაკეტილი ან შეზღუდული იყოს რამოდენიმე ფინანსური ჩვევისგან, რომელბის განდევნის ფულის ახალ ნაკადს.

 

განაგრძეთ კითხვა და გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა რომელიმე ჩვევა, რაც ხელს უშლის თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას და ფულადი ენერგეტიკის სტაბილურ და პოზიტიურ ცირკულაციას თქვენს ცხოვრებაში.

 

ფულის ზედმეტად დიდხანს შენახვა

 

თუ რაიმე დიდი შენაძენისთვის აგროვებთ თანხას, საჭირო არ არის არსებული ფინანსური რესურსის სრულად ამისთვის გადადება და საკუთარი თავის შეზღუდვა სხვა მოთხოვნებში. ასეთი ქცევა შეიძლება ფულადი ენერგეტიკის დამთრგუნველი ფაქტორი გახდეს. შეეცადეთ ცოტა მაინც დახარჯოთ იმისათვის, რომ ფინანსური ენერგია განახლდეს.

 

საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე წუწუნი

 

სჯობს არავისთან არ ისაუბროთ ფულზე, ხელფასზე, სამომავლო გეგმებზე ან სამსახურის შეცვლაზე. განსაკუთრებით არ უნდა იწუწუნოთ უფულობაზე - ეს ძალიან უხეში შეცდომაა. ამით ბლოკავთ ფულად ენერგიას, რადგან ფულს არ უყვარს ისინი, ვინც მას არ აფასებს. ეზოთერიკოსები ასევე ამბობენ, რომ წუწუნით ადამიანები იზიდავენ ნეგატივს, რომელიც ფულის გარდა უკავშირდება ურთიერთობებს, წარმატებას და ჯანმრთელობას.

 

ფულის მიმართ ნეგატიური განწყობა

 

ზოგიერთ ადამიანს დიდი ფულის შიში აქვს, რადგან სწამთ, რომ ბევრი ფული ადამიანს რყვნის... თუ ოდესმე გითქვამთ ან გაგიფიქრებიათ: „ბევრი ფული პატიოსანი შრომით არ იშოვება“ - ნარატივი, აუცილებლად შეიცვალეთ ფულისა და მისი შოვნის შესახებ წარმოდგენები! ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ გააუარესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

 

მიუღებელი სამსახური

 

თუ არ გიყვართ ის საქმე ან სამსახური, სადაც მუშაობთ და ფულს შოულობთ - ფინანსური ენერგეტიკა და ფულის ნაკადი რა თქმა უნდა დაბლოკი გექნებათ. თუკი ყოველ დილით ნეგატიური დამოკიდებულებით იღვიძებთ და ფიქრობთ, რომ მოგბეზრდათ ყველაფერი, საჭიროა შვებულებაზე იფიქროთ. გადაბმულად მუშაობა ამას იწვევს და დასვენების შემდეგ, შედარებით კარგ განწყობაზე დადგებით და სიტუაციასაც სხვა თვალით შეხედავთ. თუ ესეც არ გიშველით, საჭიროა ახალ სამსახურზე იფიქროთ - იგივეგან დარჩენით, ვერასოდეს იშოვით საკმარის თანხას.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?
როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
ყველაფერს დახარჯავენ: სამი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი
7 ნიშანი იმისა, რომ წყველა ან ჯადო გაქვთ
როგორი თვეა სექტემბერი ამ ნიშნებისთვის?
რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ