ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლო

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლო

ფეისბუქზე გაზიარება

რა თქმა უნდა, სასიყვარულო და სექსუალური თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ უდავოა, რომ თუ გვეცოდინება თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ინტიმური თვისება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მათთან სწორი მიდგომა მოვძებნოთ, ურთიერთობის აგება გაცილებით ადვილი იქნება.

 

მოდი ერთად გავიგოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა სახის ინტიმური საიდუმლო აქვს. მაშ ასე:

 

ვერძი

 

ქალი ვერძის გულის მოგება მხოლოდ განსაკუთრებული მონაცემების და შესაძლებლობების მამაკაცს შეუძლია. ქალი ვერძი მომხიბვლელი, ვნებიანი და ძალიან ტემპერამენტიანია. მას შეუძლია ემოციების ისე მიზანმიმართულად გადართვა, რომ ნებისმიერი მამაკაცი მოულოდნელობისგან გაოგნებული დარჩება. ქალი ვერძი იმპულსურია, მას მბრძანებლობის ღიად გამოვლენილი მიდრეკილება აქვს და მუდმივად ცდილობს საკუთარი აზრის მოხვევას გარშემომყოფებისთვის. შექების მოსმენა მისთვის ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ამით მისი ცდუნება მარტივი არ არის. ქალი ვერძი მზად არის სექსით დაკავდეს ნებისმიერ დროს და ადგილას, სადაც მას მოესურვება. ქალი ვერძი ძალიან უბედურია, თუ მის ცხოვრებაში მამაკაცი არ არსებობს ან საყვარელ ადამიანთან იჩხუბა. კამათი კი პარტნიორთან ხშირად აქვს თავისი ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა, ქალ ვერძს კარგად შეუძლია საკუთარი ემოციების და ვნებების გაკონტროლებაც.

 

მამაკაცი ვერძი სექსში თავშეუკავებელია, შეუძლია ტანსაცმელი შემოგახიოთ, მაგრამ ვნებებით აგავსებთ და მასთან გატარებული ღამის დავიწყებას დიდხანს ვერ შეძლებთ. თუ თქვენ მშვიდი ოჯახური თანაცხოვრება გირჩევნიათ, მაშინ ვერძი მამაკაცი თქვენი შესაფერისი პარტნიორი ნამდვილად არ არის. ვერძს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს, ჭკვიანი და საინტერესო პიროვნებაა. მას მოსწონს გამჭრიახი და მიმზიდველი ქალები. ინტიმურ ურთიერთობებს მამაკაცი ვერძი აფასებს როგორც არენას, რომელზეც შეუძლია მუდმივად დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში და ასევე დაარწმუნოს თავისი პარტნიორი ქალი. სექსში ინიციატივა ყოველთვის მას ეკუთვნის. ის არ ჩერდება მანამ, სანამ პარტნიორ ქალს ღონე არ გამოეცლება. მამაკაც ვერძს უვყარს როცა ქალი საწოლში ემორჩილება და არ ეწინააღმდეგება. 

კურო

 

კურო ქალმა შეჩვევა იცის, თუმცა საღ გონებას არასოდეს კარგავს. ის პრაქტიკულია და იდეალიზმისკენ მიდრეკილება ნაკლებად აქვს. მას არ სჯერა პლატონური სიყვარულის, მისთვის ეს გრძნობა მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვასთან ერთად არსებობს. კურო ქალი მშვენიერი მზარეული, საყვარელი და მეოჯახეა, რადგან მის ბუნებას ერთგულება და სითბო ახასიათებს. გაითვალისწინეთ, რომ ღალატს არასოდეს პატიობს. ქალ კუროს უყვარს საკუთარი სექსუალური ფანტაზიების ხორცშესხმა. ეროტიკული ფონის გასამძაფრებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს და ვნებების კორიანტელს დააყენებს. ქალი კურო ძალიან მგრძნობიარე და ვნებიანია, ამიტომ თუ თქვენ მის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებთ, აუცილებლად იპოვის სხვას. 

 

მამაკაცის კურო იდეალური საყვარელია. მისი ვნებები აშაკრად არასოდეს ჩანს, მაგრამ როგორც კი ის გადაწყვეტს თქვენი გულის მონადირებას - მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი გახდება. მამაკაცი კურო ძალიან ჯიუტია. ის ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ეს არის მისი ყველაზე მომხიბვლელი მხარე. ეჭვიანობა მისთვის დამახასიათებელია. უშუალოდ სექსამდე, მას ახასიათებს ხანგძლივი და ეროტიული ალერსი. 

ტყუპები

 

ქალი ტყუპები ადვილად ამყარებს მეგორბულ კონტაქტს, თუმცა ხშირ შემთხვევაში კეკლუცობს და უნდა, რომ ყველას მოსწონდეს. ტყუპებს ახალგაზრდობაში ბევრ მამაკაცთან აქვს ურთიერთობა. ის სტაბილურად ერთ პარტნიორზე ვერ ჩერდება, მუდმივად ეძებს ახალ გასართობს და არასოდეს აკმაყოფილებს ის, რაც აქვს. კაცმა, რომელსაც სურს შეინარჩუნოს ამ ქალის ინტერესი დიდი ხნის განმავლობაში უნდა იცოდეს - სექსუალურად დაკმაყოფილების გარდა, ტყუპები მასში ეძებენ იდეალს.


მამაკაცი ტყუპები სასიყვარულო ურთიერთობაში ზედაპირულია მანამ, სანამ ნამდვილად არ შეუყვარდება, თუმცა თავიდან, ყველანაირად ცდილობს გრძნობების დამალვას.  მას უყვარს იყოს სასურველი. ის არის თავისუფლების მოყვარე და არ დაუშვებს, რომ დაექვემდებაროს ქალის სურვილებს. პარტნიორში ვნებისა და სექსის სურვილის გაღვიძების დიდი ოსტატია, მაგრამ სექსის დროს მისთვის მთავარია საკუთარი სურვილები და ჟინი დაიკმაყოფილოს.

კიბო

 

ქალი კიბო ბოლომდე ერთგულია იმ მამაკაცის, რომელსაც პარტნიორად ირჩევს და იგივეს მოითხოვს მისგანაც. ნამდივლ სიყვარულს როცა იპოვის, მზად არის პარტნიორისთვის ყველაფერი გააკეთოს, რათა კავშირი იყოს ბედნიერი, სექსუალურად მრავალფეროვანი და საინტერესო. ის უნდა მიხვდეს, რომ მამაკაცი მასთან გულახდილია, გრძნობები აქვს და შეუძლია თავადაც გაიხსნას, გზა მისცეს სექსუალურ ლტოლვას და თავისუფალი იყოს ურთიერთობაში. გაითვალისწინეთ, რომ ამ ქალს უნდა შეურჩიოთ შესაფერისი დრო და ადგილი, რადგან სპონტანურად ხორციელი სიამოვნების მიღება და მანქანის უკანა სავარძელზე სექსი - მისთვის ნამდვილად არ არის. 

 

მამაკაცი კიბო პარტნიორი ქალის იდეალიზებისკენ არის მიდრეკილი და ნებისმიერი გამაღიზიანებელი ქცევა შესაძლოა ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს. ქალის მხრიდან იმედგაცრუებისას, მამაკაცი კიბო მალე წყვეტს მასთან კავშირს და ახალ სასიყვარულო ობიექტსაც სწრაფად პოულობს. მის ეროტიკულ მხარეს მუდმივად მხარდაჭერა სჭირდება. მამაკაცი კიბო ამჯობინებს სექსი საწოლის გარეშე ჰქონდეს, მანუალური სტიმულაციით სარგებლობს და პარტნიორიც და საკუთარი თავიც აღგზნებამდე ასე მიჰყავს. 

ლომი

 

ქალი ლომი იშვიათად არის ცუდ განწყობაზე. ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან მომთხოვნი და მიზანმიმართულია, ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. მას უყვარს, როცა ფინანსურად უზრუნველყოფილია, ამიტომ მისი პარტნიორობა, მამაკაცს საკმაოდ ძვირი უჯდება. ლომი ქალი სექსუალურად მიმზიდველი და ტემპერამენტიანია. მას სექსი შუქზე უყვარს, რათა პარტნიორი აღფრთოვანდეს მისი სხეულით. 

 

მამაკაცი ლომის გუსლის მოსაგებად ის ხშირად უნდა შეაქოთ და მისით უნდა აღფრთოვანდეთ. ლომი ძალიან ეჭვიანია, ამიტომ, თუ თქვენი საყვარელი ან ქმარი არის ლომი, არასოდეს შეეცადოთ მასში ამ გრძნობის გაღვიძებას! თუ მამაკაცი ლომის შენარჩუნება გსურთ, საჭიროა აქოთ განსაკუთრებით სექსში და ასევე თქვენი მხრვივ მუდმივად გააოცოთ საწოლში სიახლეებით. 

ქალწული

 

ქალი ქალწული თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ქალი ქალწული ხშირად ხელიდან უშვებს შანს იცხოვროს საყვარელ და მისთვისთვის რეალურად შესაფერის ადამიანთან ერთად. ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელი ქალი ძალიან მომთმენი და კეთილია, მაგრამ, ამასთანავე ცივ გონებას დაქვემდებარებული. 

სექსში, ისევე როგორც სხვა საკთხებში, ტრადიციული და კონსერვატორულია. მისგან რაიმე ექსტრავაგანტურს და მოულოდნელს საძინებელში ნამდვილად არ უნდა ელოდეთ. 

 

მამაკაცი ქალწული ქალთან ურთიერთობაში ზედმეტად მომაბეზრებელი არ არის, ურჩევნია დაიცადოს და დაგელოდოთ, როცა თავად გადაწყვეტთ მის საძინებელში შესვლას. თუ ქალს სურს მამაკაცი ქალწულისგან სექსის დროს მეტი სიამოვნება მიიღოს, ამისთვის თავად უნდა გაისარჯოს. მამაკაცი ქალწული ერთგული საყვარელია, თუკი ქალი მას ბოლომდე აკმაყოფილებს. რიგ შემთხვევებში ზედმეტად მორალისტია, რაც მის სექსუალურ სურვილებს ცოტა არ იყოს კლავს კიდეც. 

სასწორი

 

ქალი სასწორი  ცნობილია მიმზიდველობითა და დახვეწილი მანერებით. მას არ შეუძლია დიდხანს გაჩერდეს ერთ პარტნიორთან და როგორც კი უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება, მაშინვე აბამს ფლირტს. ძალიან მოსწონს, როცა მისით არფრთოვანებულია მამაკაცი, ხოლო თავად აღფრთოვანებას არ მალავს ისეთი კაცის მიმართ, რომელიც ხელგაშლილია, რადგან თვლის, რომ ფული არის სახარჯავად და არა შესანახად. საკუთარი სხეული ძალიან უყვარს. იცის, რომ გარეგნულად მიმზიდველია და თუ მოინდომებს, ნებისმიერი კაცის ცდუნებას შეძლებს. სექსისთვის სიტუაციას გულდასმით მოამზადებს, საძინებელს სასწაულად მორთავს და თუ მამაკაცი მისთვის სრულიად მისაღებია - დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს.


მამაკაცი სასწორი ეძებს ქალ პარტნიორს, რომელიც პირველ რიგში ვიზუალურად მოეწონება, შემდეგ კი სითბოთი და ყურადღებით აავსებს. მისთვის ყველაზე მეტად მისაღებია ქალი, რომელიც ხასიათითა და ქცევით დედამისს ჰგავს - ასე რომ, გაითვალისწინეთ ქალბატონებო. სექსის დროს მამაკაცი სასწორი ძალიან ნაზი და ფრთხილია. მისი მოძრაობები ნელია. უშუალო აქტამდე ის ცდილობს საკუთარი თავიც და პარტნიორი ქალიც კარგად აღაგზნოს. 

მორიელი

 

ქალი მორიელი სამიზნედ ამოღებულ ობიექტს ნელ-ნელა და მიზანმიმართულად უახლოვდება. ეჭვიანობა - მორიელი ქალის ხასიათის ყველაზე დიდი მინუსია. მას ეჩვენება, რომ პარტნიორი ყველასთან ღალატობს და ამის გამო ხშირად უსაფუძვლო სკანდალებს აწყობს. როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს მამაკაცი სექსუალურად, ქალი მორიელი მის გაოცებას მაინც შეძლებს. მან კარგად იცის, რომ ეროტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო სასიყვარულო ფიზიკური აქტი.


მამაკაცი მორიელი ქალისგან მოითხოვს მისი სექსუალური მოთხოვნილებებისა და ფანტაზიების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქალთან ურთიერთობას ყოველგვარი სინანულის გარეშე წყვეტს. სასურველი ქალის დასამორჩილებლად და ხელში ჩასაგდებად მორიელი უკან არაფერზე იხევს და საწადელს აღწევს. მორიელ მამაკაცს არ უყვარს სუსტი პიროვნებები, მას ქალშიც ძლიერი ხასიათი მოსწონს. ის კარგად ერკვევა ქალის ანატომიაში და აქტიური ეროტიკული წარმოსახვა აქვს. სექსში მამაკაც მორიელს ექსპერიმეტნები უყვარს და ქალს დაუვიწყარ წუთებს ჩუქნის. თუმცა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქალებმა, რადგან მორიელის ფარული მიდრეკილება ძალადობისაკენ, შესაძლოა აშკარად გამოხატული და საშიში გახდეს. ხშირად ამ ნიშნის მამაკაცებს ახასიათებთ ფსიქიკური გადახრები. სხვისი ტკივილი მასში სიამოვნებას იწვევს, რითაც აიხსნება მისი სადისტური თვისებები.

მშვილდოსანი

 

ქალი მშვილდოსნი ადვილად მიმნდობია, რის გამოც მას ხშირად იყენებენ ავხორცი მამაკაცები. საყვარელი ადამიანისთვის თავის მიძღვნა - დიდად არ ეხერხება. პარტნიორს ხშირად იცვლის, თუკი მამაკაცისგან სრულ კმაყოფილებას ვერ იღებს. მას მოსწონს პარტნიორის გაღიზიანება და სექსუალურ აღგზნებამდე ამ გზით მიყვანა. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალს ძალიან თავისუფალი დამოკიდებულება აქვს სექსის მიმართ და მისთვის ერთსქესიანი ან ჯგუფური კავშირიც მისაღებია.

 

მამაკაცი მშვილდოსნი შესანიშნავი საყვარელია. მას თავგადასავლები და მოგზაურობა უყვარს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, ამიტომ ქალი, რომლისთვისაც ცხოვრების ასეთი მოძრავი სტილი მიუღებელია, მის პარტნიორობას ნამდვილად ვერ შეძლებს. მისი ეროტიკული ნიჭი და შესაძლებლობები სრულიად საკმარისია ორისთვის. სექსის დროს მაქსიმალურად იკმაყოფილებს თავს და ასევე ზრუნავს პარტნიორზე. ის ინტუიციით გრძნობს რა სურს მოცემულ მომენტში ქალს და აკეთებს ყველაფერს ძალიან სწორად. ქალის ფეხები, მამაკაც მშვილდოსანს ძალიან აღაგზნებს - ნებისიმერი მოძრაობა, რომელსაც ქალი ფეხებით ასრულებს, ჭკუიდან შლის მამაკაც მშვილდოსანს. 

თხის რქა

 

თხის რქა ქალი ძალიან ანგარიშგებიანია და არც იმაზე იტყვის უარს, რომ მამაკაცი საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. მისით მანიპულირებას ვერასოდეს მოახერხებთ. ზოდიაქოს ამ ნიშანი ქალისთივს მთავარია ისეთი მამაკაცის ყოლა, რომელიც ბოლომდე დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, მათ შორის სექსუალურსაც, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ბოლომდე კმაყოფილი ის არასოდეს არ არის. სექსის დროს მას არ ესაჭიროება ხანგრძლივი წინასაალერსო პერიოდი. საწოლში მისი როლი არის მთავარი და პოზა „ზემოდან“ ყველაზე მისაღები. 

 

მამაკაც თხის რქას ქალის საწოლამდე მისაყვანად ბევრი დროის ხარჯვა არ უყვარს. ქალთან ურთიერთობაში მხოლოდ სექსი არ ჰყოფნის, მისი რჩეული უნდა იყოს ასევე სხვა კარგი თვისებებით დაჯილდოვებული, რომ ინტერესი და ვნება უფრო გაუღრმავდეს. სექსუალურ ქცევას ის გეგმავს ზუსტად ისე, როგორც ცხოვრების დანარჩენ ნაწილს. ხშირად ახასიათებს სექსუალურ ქცევაში უწონასწორობა და ძალადობისა და სადიზმისკენ მიდრეკილება. 

მერწყული

 

ქალ მერწყულს სიყვარული ჰაერივით სჭირდება, ამიტომ, მამაკაცები მას ძალიან იზიდავს. ხორციელი ვნებები ამ ქალისთვის ცოტა გაუგებარია. მას ურჩევნია პარტნიორისგან იგრძნოს სინაზე და ახდენს სიყვარულის იდეალიზაციას. საწოლში ახალი პოზა, საინტერესო გასართობი - მისთვის საუკეთესო შეთავაზებაა.
 

მამაკაცი მერწყულის გაგებაში ვნება მოდის გარკვეული მეგობრული კავშირის გაჩენის შემდეგ, რომელიც ერთ ღამეში არ ხდება. მას იზიდავს სიხლე და უცნაურობები. ძირითად შემთხვევებში ის ერთგულია. თავშეკავებული ტემპერამენტის გამო, სექსს და ეროტიკულ განცდებს მის ცხოვრებაში მთავარი ადგილი არ უჭირავს. ქალი მისთვის პირველ რიგში პიროვნებაა და არა სექსის ობიექტი. საწოლამდე დრო სჭირდება, რადგან ყველა წვრილმანს აკვირდება და ფიქრობს. სექსში დახვეწილია, მუდმივი სახლეებით სავსე, მისი პარტნიორი ქალი უკმაყოფილი არასოდეს იქნება. 

თევზები

 

ქალი თევზები მამაკაცის მხრიდან მხარდაჭერას, დაცვას და მზრუნველობას ელის. ხშირად პარტნიორის პროვოცირებას ახდენს, რომ შემდეგ საწოლი უფრო ცხელი და ვნებებით სავსე იყოს. ის კარგად გრძნობს ეროტიკულ მომენტებს და სექსზე უარს ფაქტიურად არასოდეს ამბობს. ურთიერთობაში, თევზების პოზიცია უფრო დაქვემდებარებულის არის, ვიდრე მმართველის. თუმცა, ამ ვითარებაში რჩება მანამ, სანამ სიტუაცია მისთვის ასატანია.


მამაკაცი თევზები ზედმეტად მგრძნობიარეა გარშემომყოფების მიმართ და ხშირად ისინი სრულიად სხვანაირები ეჩვენება, ვიდრე სინამდვილეში არიან. მას ძალიან სჭრიდება ემოციური სტაბილურობა. დიდ ერთგულებას და ემოციურ გახსნილობას მისგან არ უნდა ელოდეთ. გავლენის ქვეშაც ნაკლებად ექცევა. 

ეს მამაკაცი თავს კარგად იგრძნობს მხოლოდ იმ პარტნიორთან, რომელიც ერკვევა საკუთარ ეროტიკულ მოთხოვნებში და ეხერხება მამაკაცისგან სასურველის მიღება, რაზეც მას ტაქტიკურად და დელიკატურად მიანიშნებს. თუ ქალი პარტნიორი მისთვის სრულიად მისაღებია, სექსში მის მოთხოვნებს ყველანაირად ასრულებს და აკმაყოფილებს. ტკივილის განცდის ასატანადაც კი მზად არის, მთავარია ეს მის პარტნიორ ქალს სიამოვნებდეს და აღაგზნებდეს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან
ყველაფერი კარგად იქნება
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
როგორ აღიქვამს შეცდომებს ეს ნიშანი ?...
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
ზოდიაქოს მე-13 ნიშანი — გველისმჭერი
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ გარემოს შეცვლა
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით