ბლოგი

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს ბედნიერი იქნებიან

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს ბედნიერი იქნებიან

ფეისბუქზე გაზიარება

ვის გაუღიმის ბედნიერება 2021 წელს.

 

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის მძიმე იყო. ამიტომაც ახლა ყველას 2021 წლის იმედი აქვს. არიან იღბლიანი ადამიანებიც, რომელთათვისაც ვარსკვლავებმა რაღაც განსაკუთრებული მოამზადეს. სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის ეს წელი ძალიან ბედნიერი იქნება.

 

ეს წელი მერწყულში მთავრდება. ეს არის დიდი სოციალური ცვლილებების დრო, რომლებიც ღრმა თანაგრძნობასა და მოთმინებაზეა დაფუძნებული. ამიტომაც, სწორედ ის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც უკეთესობისკენ ცვლილებები, სითამამე და თანაგრძნობა არის დამახასიათებელი, 2021 წელს ნამდვილ მწვერვალებს დაიპყრობენ.

 

ტყუპები

თუ თანაგრძნობა, სიმამაცე და იდეალიზმი მომავალ წელს აუცილებელი თვისებები იქნება, მაშინ ტყუპები ნამდვილად იღბლიანები გახდებიან. ამ ნიშანს შეუძლია სირთულეებისთვის თვალის გასწორება და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა. სოციალური ცვლილებები, რომლებიც ხდება, არის ამ ნიშნისთვის მოედანი, არაჩვეულებრივი ენერგიის შესაქმნელად.

 

ტყუპები 2021 წელს ნამდვილ სიყვარულს ნახავენ. ფულიც მათთან ერთად იქნება და ინტუიციაც არ უღალატებს.

 

სასწორი

სასწორი 2020 წლის მიერ მოტანილ რეალობას არც ისე კარგად უმკლავდებოდა. ყოველთვის მომღიმარი და ოპტიმისტური სასწორი სხვებისგან თავის გრძნობებს მალავდა. იმის მიუხედავად, რომ სასწორი თავქარიანი და უბრალო ჩანს, გულის სიღრმეში ყოველთვის ცეცხლი უნთია.

 

ეს წელი სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის  ძალიან წყნარი და ორგანიზებული იქნება. ისინი ამოსუნთქვას შეძლებენ და ახალ წელს თავის თავს იპოვიან. მატერიალური საკითხები მოგვარდება, სამუშაოზეც წარმატებულები იქნებიან. და სიყვარული..?

 

სასწორი ნებისმიერ ურთიერთობებს ძალიან დიდხანს და ღრმად განიცდის, მაგრამ ის ამას საერთოდ არ აჩვენებს. თუმცა, 2021 წელი რეალური და ფასეული ურთიერთობების წელი გახდება. შესაძლოა, სასწორი ამ წელს საბოლოოდ ისწავლის მიჯაჭვულობის გამოვლენას.

 

მორიელი

მორიელი 2020 წელს დიდი შემსუბუქებით დაემშვიდობება. გულის სიღრმეში, თითოეულმა მორიელმა კარგად იცის, რომ მომავალი წელი მას ეკუთვნის. და ეს სიმართლეა.

 

2021 წელი მორიელების ნერვებისთვის მშვიდობას და ნუგეშს მოიტანს. უსაფრთხოების, სიხარულის და მხიარულების გრძნობა- მომავალი წლის ატმოსფეროა.

 

მორიელები ამ წელს ძალიან სერიოზულ ურთიერთობებს ალბათ არ დაამყარებენ. მათგან რომანტიკას უფრო უნდა ელოდოთ, ვიდრე სერიოზულ და ხანგრძლივ სიყვარულს. და ეს ძალიან კარგია, რადგანაც ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მორიელს ნამდვილად სჭირდება დასვენება და უბრალოდ სიცოცხლით ტკბობა. ეს წელი დიდი საქმეებით მდიდარი არ იქნება, მაგრამ ის ოდნავ სიმშვიდეს შემოიტანს 2020 წლის მიერ მორიელის შერყეულ სამყაროში.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ
ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლის მთავარი თარიღებით
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც იშვიათად არის მზად ხანგრძლივი ურთიერთობისთვის
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
ღვინის ჰოროსკოპი: ვარჩევთ სასმელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
ფერების ჰოროსკოპი: რა ფერი უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
რომელი სურვილების ასრულება შეუძლია 2023 წელს წყლის შავ კურდღელს?
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
ენერგეტიკული დღეები 2023 წლის აგვისტოში - გამოიყენეთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის!
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი