ბლოგი

6 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მშვილდოსანი საუკეთესო და შეუცვლელი მეგობარი

6 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მშვილდოსანი საუკეთესო და შეუცვლელი მეგობარი

ფეისბუქზე გაზიარება

მშვილდოსანი – ეს არის საუკეთესო მეგობარი, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში გყავდეთ. მას შეუძლია მთელი დღე იჯდეს თქვენთან ერთად, სერიალებს უყუროს და არ გაგაკრიტიკოთ იმის გამო, თუ რამდენი პიცა შეჭამეთ. 


ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ 6 მიზეზს, თუ რატომ სჭირდება ყველა ჩვენგანს მშვილდოსანის მსგავსი მეგობარი ცხოვრებაში: 

 

1. ისინი თავდადებულები არიან

 

მშვილდოსანს დიდი დრო სჭირდება თქვენდამი კარგი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ როგორც კი ამ მომენტამდე მივა, იცოდეთ, რომ თქვენ მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნებით, რა დროსაც არ უნდა დაურეკოთ, დახმარება სთხოვოთ და მიმართოთ, ნებისმიერ დროს მზად იქნება მიატოვოს და გადადოს ყველაფერი. 

 

2. ისინი ერთგულები არიან

 

მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება არის ერთგულება. მოდი ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ცხოვრებაში, როცა არ გჭირდება შენი საყვარელი ადამიანის კონტროლი, როცა ენდობი, რადაგნ იცი, რომ არ გიღალატებს არავითარ შემთხვევაში ან დანას არ ჩაგარტყამს ზურგში. 

 

3. ისინი სწორხაზოვნები არიან

 

ერთ-ერთი თვისება, რაც მშვილდოსნებს ახასიათებთ, რომელიც შეიძლება ან გიყვარდეთ ან გძულდეთ, ეს არის სწორხაზოვნება. ეს თვისება შეიძლება გამოავლინონ ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ დროს ყველა სახის ურთიერთობაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მათ მიერ ნათქვამი იქნება ზუსტი, ობიექტური და ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე. უბრალოდ მშვილდოსნებს სხვაგვარად არ ესმით - მათ ყველაფერი პირდაპირ უნდა თქვან. 

 

4. ისინი ცოტა უცნაურები არიან

 

ამბობენ, რომ ყველა ჩვენგანი თავისებურია, მაგრამ მშვილდოსნები ამას სხვა დონეზე წარმოაჩენენ. თუმცა, არ შეგეშინდეთ, თუ მშვილდოსანი უცნაურად იქცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს, დუნდება და ბოლომდე იხსნება. უბრალოდ მიიღეთ ის ისეთი, როგორსაც ხედავთ. 

 

5. ისინი აქტიურები არიან

 

მშვილდოსანი არის ერთადერთი ნიშანი, რომელიც ნებისმიერ დროს დაგთანხმდებათ დაუგეგმავ მოგზაურობაზე და გიჟურ თავგადასავლებზე!

სადაც არ უნდა გეგმავდეთ დროის გატარებას, თან წაიყვანეთ თქვენი მშვილდოსანი მეგობარი ან მეწყვილე, რომელიც გაგიორმაგებთ ბედნიერ წუთებს. მათ ძალიან უყვართ სიახლეების გამოცდა, ყველაფერი რაც გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს. 

 

6. ისინი ოპტიმისტები არიან

 

მშვილდოსნები ცნობილები არიან თავისი ოპტიმიზმით. ისინი უწყვეტად აშუქებენ პოზიტიურ ფლუიდებს. როცა რთული პერიოდი გაქვთ, ან უბრალოდ გინდათ რომ ვინმემ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ, ყოველთვის შეგიძლიათ მშვილდოსნის იმედი გქონდეთ. ისინი პეპი გრძელი წინდასავით არიან და ყოველთვის გახსენებენ, რომ მზე ხვალ ისევ ამოვა. 

 

მშვილდოსანთან მეგობრობა ყველაზე ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობაა. თუ ის უკვე გყავთ გვერდით, მაშინ ძალიან გაგიმართლათ და თუ არა, რაღას ელოდებით? სასწრაფოდ დაიწყეთ თქვენი მშვილდოსანის ძებნა!

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა ვაჩუქოთ ლომს
წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე
ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“
კეთილდღეობის 3 კანონი, რომელსაც მხარს უჭერს სამყარო
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
მათთვის, ვინც ყველაფერი გასცა და სამაგიეროდ არაფერი მიიღო
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ლომი
ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით
30 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ლომები თქვენს გარემოცვაში
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
ცოტა რამ ტიპურ ლომებზე
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
იცით რას ნიშნავს „ოქროს წუთი“ - ანუ სურვილების ასრულების დრო?
თხის რქის ქვები
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ