ბლოგი

თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ

თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ

ფეისბუქზე გაზიარება

კვირა - დასვენების და სიხარულის , განახლების დღეა. სწორედ ამიტომ ამ დღეს დაბადებული ადამიანები ყველა დანარჩენისგან განსხვავდებიან.

 

კვირის მეშვიდე დღე, ან კვირა, როგორც მას ახლა ვუწოდებთ, ძველი დროიდან იყო დღე, რომელიც დედამიწაზე მთელი სიცოცხლის წყაროს -მზეს ეძღვნებოდა. ადამიანები ძველი დროიდანვე ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ- ეს იყო დღე, რომელიც კვირის დანარჩენი დღეებისგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა.

 

ეს დღე- დასვენების და სიხარულის , განახლების დღეა. სწორედ ამიტომ ამ დღეს დაბადებული ადამიანები ყველა დანარჩენისგან განსხვავდებიან ისევე, როგორც კვირა- კვირის სხვა დღეებისგან. ისინი, ვისაც გაუმართლა, ამ დღეს დაბადებულიყო, გამორჩეული ადამიანები არიან, და ხშირად საერთო ფონზე მნიშვნელოვნად გამოირჩევიან.

 

მათი პიროვნება:

მზის დღეს დაბადებული ადამიანები, თავისი ბუნებით, ხშირად ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. ეს მბრწყინავი და დინამიური ადამიანები არიან, რომლებიც ოთახში შესვლისთანავე ყველას ყურადრებას იპყრობენ.

 

ისინი ამბიციური არიან, არც გართობაზე ამბობენ უარს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან მათ, ვისაც ახლო მეგობრების წრეში უშვებენ, და მასში მოხვედრა არც ისე მარტივია.

 

როგორც წესი, ისინი საკმაოდ თავდაჯერებული არიან, და თავისი მოწყვლადობის ჩვენებას მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებისთვის ცდილობენ.

 

მათი კარიერა:

მათი თავდაჯერებულობა და ნიჭი მათ ნამდვილ ლიდერებად ხდის. მათ როგორც სხვების წინამძღოლობა შეუძლიათ, ასევე რამე პირად პროექტზე მუშაობისას თავისი თავის ჩვენება.

 

ისინი საკმაოდ ამბიციური და მოტივირებული არიან, რომ საქმიანობის არჩეულ სფეროში წარმატებას მიაღწიონ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში არ უყვართ კომპრომისებზე წასვლა, და მათ უნდა ისწავლონ ეს, თუ არადა მსგავი მიდრეკილება შეიძლება შეფერხება გახდეს არჩეული კარიერის გზაზე.

 

მათი ურთიერთობები და სასიყვარულო ცხოვრება:

ისინი სხვა ადამიანებს ოდნავ უნდობლობით ეკიდებიან, ხშირად საკუთარ კომპანიას ანიჭებენ უპირატესობას . როდესაც მათ ნმადვილად უყვარდებათ, მათ ბევრი დრო სჭირდებათ იმისთვის,  რომ მათ მიერ საკუთარი სულის ირგვლივ აშენებული კედელი დაანგრიონ.

 

მათი მოუთმენლობა და კომპრომისებზე წასვლის სურვილის არქონა შეიძლება მათ სასიყვარულო ცხოვრებაზეც ნეგატიურად აისახოს. სწორედ ამიტომ მათ დათმობაზე წასვლა უნდა ისწავლონ და ახსოვდეთ ის, რომ სამყარო ყოველთვის არ ტრიალებს მათ გარშემო.

 

მათი ოჯახური ცხოვრება:

ოჯახური ცხოვრება კვირას დაბადებულებისთვის საკმაოდ რთულია- პირველ რიგში იმიტომ, რომ თავისი ბუნებით ისინი მარტოხელები არიან, და ქორწინებაზე ფიქრობენ როგორც რაღაცაზე, რაც მათ თავისუფლებას ზღუდავს. და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ ისინი თავის ეგოიზმს არ შეზღუდავენ, ეს შეიძლება ბედნიერებისა და მშვიდი ქორწინებისკენ მათ მიმავალ გზაზე  დადგეს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 ნიშანი იმისა, რომ კარმულ ურთიერთობებში გაეხვიეთ
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
უშიშარი და წარმატებული: 3 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ყველაზე განვითარებული ინტიუციის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
რა ვაჩუქოთ სასწორს
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც გამდიდრება ელით 2023-ში
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?