ბლოგი

რა მოვუხერხოთ ნათესავებს, რომლებიც გამუდმებით გვიწამლავენ ცხოვრებას?

რა მოვუხერხოთ ნათესავებს, რომლებიც გამუდმებით გვიწამლავენ ცხოვრებას?

ფეისბუქზე გაზიარება

არის საკითხები, რომლებზე საუბარიც არასასიამოვნოა, რადგან ასე გვასწავლეს, ასე ჩაგვინერგეს და გვითხრეს, რომ ღმერთი პატიების უნარს მოითხოვს ჩვენგან. დიახ, ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ვითმენთ, ზოგჯერ მთელი ცხოვრება... თუმცა, აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ არსებებს საკითხები, რომელთა ცოდნა უბრალოდ სასარგებლო კი არა, აუცილებელია იმისათვის, რომ ვიყოთ ნამდვილად ბედნიერი და თავისუფალი ადამიანი!

 

არ აქვს მნიშვნელობა რად გვერგება ესა თუ ის ნათესავი, თუკი ის მუდმივად გვიფუჭებს ხასიათს და გვიწამლავს ცხოვრებას. თუ ჩვენს წინააღმდეგ იყენებს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებს - მასთან სასწრაფოდ უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა!

 

ამაში შეიძლება დაგვეხმაროს ახალ ბინაში გადასვლა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მისი ტელეფონის ნომრის დაბლოკვა და ყველა საკომუნიკაციო საშუალებიდან წაშლა. ერთი სიტყვით, ყველა კანონიერი გზის გამოყენება იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვშალოთ ეს ადამიანი ჩვენი ცხოვრებიდან.

 

და ნუ შეხვალთ შეცდომაში იმაზე ფიქრით, რომ ეს ქცევა კატეგორიული ან აგრესიულია. ის ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა მსგავს სიტუაციაში.

 

იფიქრეთ იმაზე, რომ პირველ რიგში, ადამიანი, რომელიც პრაქტიკაში იყენებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არასოდეს გამოსწროდება. ეს მისი ბუნებაა. სერიოზული სკანდალის შემდეგ, ის შეიძლება უფრო ლმობიერი გახდეს, მეგობრული ურთიერთობის დაჭერაც სცადოს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, რადგან გარკვეული დროის შემდეგ, ის ავი სული, რომემლიც მასშია, თავს მაინც იჩენს და თქვენ კვლავ დაიტანჯებით.

 

მეორე, ეს თქვენი ცხოვრებაა და სრული უფლება გაქვთ იყოთ ბედნიერი, იცხოვროთ როგორც თავად გსურთ და დრო და ადგილი არ დაუთმოთ სიბოროტეს, ზეწოლას და პრობლემებს. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი თქვენთვის, რამდენად ხანგრძლივი კავშირიც არ უნდა გაერთიანებდეთ, მსგავსი დამოკიდებულების პირველივე შემთხვევაზე ეცადეთ მასთან კავშირი გაწყვიტოთ ყოველგვარი სენტიმენტების, ცრემლების და ემოციების გარეშე. ნუ დაგწყდებათ გული და ნუ იდარდებთ, ეს ამად არ ღირს! ტოქსიკურ ურთიერთობებს საჭიროა წერტილი დაუსვათ სასწრაფოდ! რაც უფრო მალე იზამთ ამას, მით უკეთესი თქვენთვის და შესაძლოა იმ ადამიანისთვისაც კი...

 

ნურავის მისცემთ უფლებას გაგიფუჭოთ განწყობა და გაგირთულოთ ცხოვრება, რომელიც თქვენია, რომელიც ერთია.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
2024 წლის საქორწილო ჰოროსკოპი
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
2025 წელი — გველის წელი: რა გველის და როგორ უნდა შევხვდეთ?
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
2022 წლის ჰოროსკოპი: პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს
რა ვაჩუქოთ ვერძს?
ყველაფერი, რაც თხის რქაზე უნდა იცოდეთ
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს ბედნიერი იქნებიან
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველას აღიზიანებენ
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
უფალო, მადლობა ყველა გახსნილი კარისთვის