ბლოგი

ზოდიაქოს 6 ნიშანი, ვისაც მარტოობა ურჩევნია დაშორებას

ზოდიაქოს 6 ნიშანი, ვისაც მარტოობა ურჩევნია დაშორებას

ფეისბუქზე გაზიარება

თუ მათ გულს ატკენენ, სამომავლოდ ისინი იგივე ფოცხს ფეხს აღარ დაადგამენ...

არსებობს უამრავი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებსა და ბედნიერებაზე, და ზოდიაქოს ნიშანი - ერთ-ერთი მათგანია. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელისთვის, ძალიან რთულია გატეხილ გულთან გამკლავება და სწორედ ისინი, ხშირ შემთხვევაში, დაშორებით მიღებულ ტკივლს, მარტოობას ამჯობინებენ.

 

გავიცნოთ, ვინ არიან ისინი:

 

კირჩხიბი (21 ივნისი — 22 ივლისი)

 

კირჩხიბები მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან და ემოციებს ძალიან სიღრმისეულად განიცდიან. გატეხილი გული მათთვის მძიმე სატარებელია. ზოგიერთ შემთხვევაში აუტანელიც კი. მეორეჯერ ამხელა ტკივილის გადატანას, ისინი ყველანაირად ერიდებიან და მარტო ყოფნას ამჯობინებენ.

 

თევზები (19 თებერვალი — 20 მარტი)

 

თევზები მიდრეკილი არიან ღრმა ემოციური განცდებისკენ და გატეხილმა გულმა, შეიძლება მათი ცხოვრება სრულად დაანგრიოს. განცდებიდან და დარდიდან გამოსვლა თევზებს ძალიან უჭირთ. შესაბამისად, ურთიერთობებში ფრთხილობენ და ასეთ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ, დიდხანს არ შედიან სასიყვარულო კავშირში ან მთელი ცხოვრება მარტო რჩებიან.

 

სასწორი (23 სექტემბერი — 22 ოქტომბერი)

 

სასწორები ილტვიან ჰარმონიული ურთიერთობებისკენ და დაშორება მათთვის შეიძლება ძალიან რთული გამოცდა გახდეს. ხასიათიდან გამომდინარე, მათ ცხოვრებაში ისედაც ბევრი აწონ-დაწონვაა და როცა გული გაუტყდებათ, კიდევ უფრო ჩაკეტილი ხდებიან და მარტოობაში ატარებენ ცხოვრებას.

 

მორიელი (23 ოქტომბერი — 21 ნოემბერი)

 

მორიელები ურთიერთობებს აღიქვამენ ძალიან სერიოზულად და გატეხილი გული მათზე ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს. ეს ემოციური ჭრილობები, რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში შუშდება, მაგრამ ნაიარევის კვალი ბოლომდე რჩება და მუდმივად ახსენებს თავს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს. ცუდი გამოცდილების მიღების შემდეგ, მორიელები მარტოობას უფრო ირჩევენ, ვიდრე ახალი ურთიერთობების დაყწებას.

 

კურო (20 აპრილი — 20 მაისი)

 

კუროები სტაბილურობას და კომფორტს აფასებენ რომანტიკულ ურთიერთობაში, ზუსტად ისე, როგორც ზოგად ცხოვრებაში. თუ მათ ერთხელ გაუტეხენ გულს, შემდეგში ისინი ძალიან დიდ სიფრთხილეს გამოიჩენენ და მოერიდებიან იგივე მდინარეში მეორეჯერ შესვლას. რისკი მათი შესაფერისი ნამდვილად არ არის.

 

თხის რქა (22 დეკემბერი — 19 იანვარი)

 

თხის რქები ჩვეულებრივ ძალიან ერთგული და პასუხისმგებლიანები არიან პირად ურთიერთობებში. გატეხილი გული მათთვის შეიძლება უდიდესი გამოცდა გახდეს და თან მტანჯველი. სწორედ ამიტომ, მსგავსი სიტუაციის შემდეგ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ მარტო ყფონას, ვიდრე პირად ცხოვრებაში ექსპერიმენტებს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს წლის ნიშნები, რომლებსაც სირთულეები ელით 2022-ში
2023 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი დაბადების წლების მიხედვით
მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?
ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?
16 საინტერესო ფაქტი მილიონერების შესახებ
როგორ სამოსში უნდა შეხვდეთ ახალ 2023 წელს ზოდიაქოს მიხედვით, რათა ყველა სურვილი აგისრულდეთ?
ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომლებმაც შეიძლება სამსახური დაკარგონ მალე!
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე