ბლოგი

აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!

აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!

ფეისბუქზე გაზიარება

“... იყო დილა, როცა ღმერთი იდგა თავისი თორმეტი მოსწავლის წინ და თითოეულ მათგანში თესავდა ადამიანური ცხოვრების მარცვალს. ყოველი მათგანი ნაბიჯს დგამდა წინ იმისათვის, რომ მიეღო თავისი წილი ძღვენი“.

შენ, ვერძო,

 

გჩუქნი პირველ მარცვალს და მისი დათესვის პატივს. ყოველი მარცვალი, რომელსაც დათესავ, მილიონობით გამრავლდება შენს ხელში. შენ იქნები პირველი, ვინც შეაღწევს ადამიანის გონებაში ჩემი იდეით. მაგრამ შენი საქმე არ არის იდეის გამოცდა ან ეჭვქვეშ დაყენება. შენი ცხოვრება – ეს არის მოქმედება და ერთადერთი რასაც შენგან ვითხოვ, არის ის, რომ ადამიანებს მოუყვე ჩემს შესახებ. კარგად შესრულებული საქმისთვის ჩემი წყალობა არ მოგაკლდება.

და ამის შემდეგ, ვერძმა მშვიდად გადადგა ნაბიჯი უკან და დაუბრუნდა თავის ადგილს...

შენ, კურო,

 

გაძლევ უფლებას მარცვალი აქციო მატერიად. შენი საქმე დიადია და მოთიხოვს მოთმინებას. შენ ბოლომდე უნდა მიიყვანო დაწყებული საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში დათესილი მარცვალი ვერ გაიხარებს. ეჭვი არ უნდა შეგეპაროს, არც აზრი შეიცვალო შუა გზაზე, არც დამოკიდებული იყო სხვებზე. ამისთვის მე გაძლევ უსაზღვრო ძალას. გამოიყენე ის ბრძნულად. 

…. და კურო დაუბრუნდა თავის ადგილს.

შენ, ტყუპებო,

 

გაძლევ შეკითხვებს პასუხების გარეშე. შენ შეგიძლია ადამიანებს გაუღვიძო მათ გარშემო არსებული ვითარების აღქმის უნარი. ვერასოდეს გაიგებ რატომ საუბრობენ ან უსმენენ ადამიანები, მაგრამ კითხვებზე პასუხების ძიებაში შეიძენ ჩემგან ნაბოძებ ცოდნას.

…. და ტყუპები დაუბრუნდა თავის ადგილს.

შენ, კიბო,

 

გავალებ, ასწავლო ადამიანებს ემოციები. ასწავლო სიცილი და ტირილი, შინაგანი გრძნობების გამოვლენა. გაძლევ ემოციების მარცვალს, რომ დათესო და გაამრავლო ის. 

…. და კიბომ დაიხია თავის ადგილსკენ.

შენ, ლომო,

 

მისიად გექნება დაანახო სამყაროს ჩემი შემოქმედება მთელი თავის მომხიბვლელობით. მაგრამ ფრთხილად უნდა იყო სიმაყესთან და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ეს ჩემი შემოქმედებაა და არა შენი. თუ ამას დაივიწყებ, ადამიანებს შეძულდები. საქმე, რომელსაც მე გავალებ, მოგიტანს ბევრ სიხარულს, თუკი მას პირნათლად და სწორად შეასრულებ. ამისათვის მე გაძლევ პატივმოყვარეობას. 

…. და ლომი დაუბრუნდა თავის ადგილს.

შენ, ქალწულო,

 

ყველაფრის შესწავლას გთხოვ, რაც ადამიანის მოდგმამ ჩემი შემოქმედების მიმართ ჩაიდინა. გულდასმით შეისწავლე მათ მიერ განვლილი გზა და მიუთითე შეცდომებზე, რათა ჩემმა შემოქმედებამ შეძლოს სრულყოფა. ამისთვის გაძლევ კეთილსინდისიერ აზროვნებას. 

…. და ქალწული დაუბრუნდა თავის ადგილს.

შენ, სასწორო,

 

გაძლევ მისიას, რომ ადამიანებს გააგებინო მათი ვალდებულებების შესახებ სხვების მიმართ. ამ გზით ისინი თანამშრომლობას და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ისწავლიან. შენ ყველგან იქნები, სადაც იქნება დისონანსი და საქმის კარგად შესრულებისთვის გაძლევ სიყვარულის უნარს. 

…. და სასწორმა დაიხია უკან.

შენ, მორიელო,

 

ძალიან რთულ დავალებას გაძლევ. შენ შეგეძლება სხვა ადამიანების გონებაში ჩახედვა, მაგრამ გიკრძალავ საკუთარი უნარის შესახებ ხმამაღლა საუბარს! ძალიან ბევრჯერ ტკივილს განიცდი ამ უნარის გამო, ზურგსაც შემაქცევ და დაივიწყებ, რომ ეს მე კი არა, ჩემი იდეის გაუკუღმართებული მხარე გაყენებს ტკივილს. შენ გეცოდინება კაცობრიობა ისე კარგად, როგორც ცხოველთა სამყარო. საკუთარ თავში ცხოველურ ინსტინქტებს ისე ძლიერად დაუწყებ ბრძოლას, რომ გზას დაკარგავ. მაგრამ, როცა საბოლოოდ დამიბრუნდები, უმაღლეს ჯილდოს მიიღებ ჩემგან. 

…. და მორიელი დაუბრუნდა თავის ადგილს.

შენ, მშვილდოსანო,

 

გთხოვ, აიძულე ადამიანები იცინონ, რადგან ჩემი იდეების არასწორად გაგებისას ისინი ბოროტდებიან. სიცილით და მხიარულებით უნდა შევძლოთ ადამიანებისთვის იმედის მიცემა, ხოლო იმედის ქონით ისინი შეძლებენ ჩემსკენ შემობრუნებას. ამისთვის მე გაძლევ ხალას ბუნებას და ღიმილს, რომ შეძლო ადამიანების ყველა ბნელ კუთხეში შეღწევა და მისი განათება. 

…. და მშვილდოსანი დაუბრუნდა თავის ადგილს.

შენ, თხის რქა,

 

ოფლის ღვრამდე შრომას გთხოვ იმისათვის, რომ სხვებსაც ასწავლო და მაგალითი მისცე. შენი დავალება რთულია, რადგან კაცობრიობის საქმიანობის მთელ სიმძიმეს საკუთარ მხრებზე იგრძნობ. ადამიანების შრომისმოყვარეობის განვითარებისთივს უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება, რისთვისაც ამტანობის უნარს გაძლევ.

…. და თხის რქა დაუბრუნდა თავის ადგილს.

შენ, მერწყულო,

 

გაძლევ მომავლის წარმოდგენის უნარს, რათა ადამიანებს დაანახო სხვა შესაძლებლობები. შენ მარტოობის ტკივილი ხშირად დაგტანჯავს, რადგან არ გაძლევ ჩემი სიყვარულის მითვისების უფლებას. იმისთვის, რომ ადამიანებს ახალი შესაძლებლობები დაანახო, განიჭებ თავისუფლების უნარს. მისი დახმარებით შენ შეძლებ კაცობრიობას ემსახურო იქ, სადაც ეს საჭირო იქნება. 

…. და მერწყული დაუბრუნდა თავის ადგილს.

შენ, თევზებო,

 

ყველაზე რთულ დავალებას გაძლევ. შენ უნდა შეაგროვო დედამიწაზე არსებული ყველა დარდი და სევდა, და უკან დამიბრუნო. შენი ცრემლები უნდა იყოს ჩემი ცრემლები. დარდი, რომელიც მუდმივად გექნება - იქნება ადამიანებისთვის ჩემი იდეის შეხსენების ნიშანი. მაგრამ შენ აუცილებლად უნდა დაანახო მათ თანაგრძნობა, რათა ხელახლა შეეცადონ შენთვის წუხილის და დარდის გაზიარებას. ამ ურთულესი დავალებისთვის, მე გაძლევ ნიჭს, რომლითაც, გამორჩეული იქნები დანარჩენებს შორის და მხოლოდ შენ შეძლებ ჩემს უსიტვყოდ გაგებას. გაგების ეს ნიჭი მხოლოდ შენ გექნება. არასოდეს ეცადო მის გადაცემას კაცობრიობისთვის - მაინც არ მიიღებენ... 

…. და თევზები დაუბრუნდა თავის ადგილს.

 

ამის შემდეგ, თორმეტივე ღვთის შვილი წავიდა და შეუდგა თავის მოვალეობის პირნათლად შესრულებას.

 


თუმცა, არც ერთ მათგანს ბოლომდე არ ესმოდა რა ევალებოდა და რა ძღვენი მიიღო. როცა ისინი ღმერთთან შეწუხებულები დაბრუნდნენ, მან უთხრა: “თითოეული თქვენგანი თვლის, რომ სხვისთვის მიცემული ნიჭი და უნარი უკეთესია. ამიტომ, უფლებას მოგცემთ ერთმანეთში ივაჭროთ და გაცვალოთ“.

თორმეტივე ნიშანი უკეთს განწყობაზე დადგა, შეაფასეს რა ახალი მისიის შესაძლებლობები. ღმერთმა კი გაიღიმა და უთხრა: “ჩემთან ბევრჯერ დაბრუნდებით და მთხოვთ გაგათავისუფლოთ დაკისრებული მისიისგან და ყოველ ჯერზე, მე შევასრულებ თქვენს თხოვნას. თქენ გამოივლით უთვალავ რეინკარნაციას მანამ, სანამ დაასრულებთ თქვენს მისიას. განუსაზღვრელ დროს გაძლევთ იმისათვის, რომ შეძლოთ საკუთარი მისიის შესრულება, და როცა მას დაასრულებთ, შეძლებთ იყოთ ჩემს გვერდით”.

თქვენ ეთანხმებით საკუთარ მისიას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!



 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი და შეუპოვარი ქალების რეიტინგი
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
იუპიტერი ჰოროსკოპში
ყველაზე ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
როგორი მხარჯველები არიან ზოდიაქოს ნიშნები?
ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ყველაზე გონებამახვილი ადამიანები არიან
ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
ზოდიაქოს წლის ნიშნები, რომლებსაც სირთულეები ელით 2022-ში
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ