კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ყველაზე მიმზიდველი ადამიანების 14 თვისება

ყველაზე მიმზიდველი ადამიანების 14 თვისება

ფეისბუქზე გაზიარება

იყო მიმზიდველი – ნიშნავს იყო ის, ვინც ხარ და არ გრცხვენოდეს ამის.

 

  1. ისინი თავდაჯერებულები არიან და ყოველთვის იციან რას წარმოადგენენ და რისკენ მიისწრაფვიან. ამის დემონსტრირებას არც ერიდებიან, რადგან არ ეშინიათ იმის, თუ რას იფიქრებენ გარშემომყოფები.

  2. მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ადამიანები ინარჩუნებენ ინდივიდუალობას და არასოდეს აკოპირებენ სხვების ქცევას, არ აქვთ დაშტამპული ან იდეალიზირებული წარმოდგენა სილამაზეზე, ცხოვრებაზე, წარმატებაზე და არასოდეს ექცევიან ფერადკანიანი ჟურნალების ან საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში. მათ კარგად იციან, რომ იყო მომხიბვლელი - უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ იყო ის, ვინც ხარ და ამის არ უნდა გრცხვენოდეს.
     
  3. მათ არ ეშინიათ იმაზე საუბრის, რასაც ფიქრობენ, თუმცა აზრს ყოველთვის თავაზიანად გადმოსცემენ და ესმით, რომ ეს არ შეიძლება იყოს მთავარი ან უშეცდომო მოსაზრება.
     
  4. ისინი საკმაოდ განვითარებულები არიან და ბევრი რამ ეხერხებათ, მაგალითად, არამარტო საკუთარი ბუღალტერიის წარმოება ან ავტომობილის კარგად მართვა, არამედ საკუთარი უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა, პოზიტიური და სასიამოვნო ურთიერთობა ადამიანებთან და ა.შ.
     
  5. მათი გამომეტყველება ყოველთვის მხიარული, ენერგიული და ჯანსაღია.
     
  6. მათ მოხერხებული სხეული აქვთ. საქმე იმაში კი არ არის, თუ რა სახის კუნთოვანი სისტემა აქვთ ან რამდენს იწონიან, არამედ იმაში, თუ როგორ უჭირავთ თავი და ასევე იმაში, რომ საკუთარ სხეულს თვლიან დამხმარედ და არა მტრად.
     
  7. ისინი გახსნილები არიან შესაძლებლობების მიმართ და ესმით, რომ მათი ცხოვრება შეიძლება იმაზე გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ პრინციპებისა და გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად იცავენ და იღებენ. მათ კარგად იციან, რომ ცოხვრებაში ყველაზე კარგი მოვლენები ხდება მოულოდნელად, როცა არც კი ფიქრობ ამაზე. მათ მისაღებად, საჭიროა შესაძლებლობებისთვის მზად იყო ყველგან და ყოველთვის.
     
  8. ისინი დარწმუნებული არიან საკუთარ გადაწყვეტილებებში და ასევე იმაში, რომ შეძლებენ მათ შედეგებთან გამკლავებას, თუკი წარუმატებლობას ექნება ადგილი.
     
  9. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღირსებას არასოდეს დაკარგავენ იმით, თუკი შეცდომებს აღიარებენ. არაფერია იმაზე მომხიბვლელი, ვიდრე ადამიანი, რომელსაც გულახდილად შეუძლია შეცდომის აღიარება და ამ სიტუაციიდან გაკვეთილის მიღება. ასეთი ადამიანები, ყოველთვის ცდილობენ, რომ შეცდომა აღარ განმეორდეს.
     
  10. მათ პასუხის გაცემა არასოდეს უჭირთ და არც იმის უფლებას მისცემენ ვინმეს, რომ ხელები შეაწმინდონ.
     
  11. შეუძლებელია ისინი ვერ შეამჩნიოთ გადავსებულ ოთახშიც კი, რადგან ეკუთვნიან იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ სოციალურ სიტუაციაში რაიმე მათთვის დამახასიათებელი შეიტანონ - და ეს ნამდვილად მომხიბვლელია!
     
  12. მათ ყოველთვის აქვთ რაღაც მოსაყოლი - როგორც წესი, ეს საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიებია, რომლებიც პრაქტიკულად ყველას მოსწონს. გარდა ამისა, მათ განსაკუთრებული, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მოყოლის მანერა აქვთ, რაც კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ამ ადამიანებს.
     
  13. ისინი თავმდაბლები არიან, ამიტომ, საკუთარ ქარიზმას არასოდეს იყენებენ სხვების საწინააღმდეგო იარაღად.
     
  14. ისინი აცნობიერებენ საკუთარ საზღვრებს და კარგად ესმით, რომ შეუძლებელია ყველაფერი იცოდნენ, ხოლო მათი მსოფლმხედველობა - არის პერსონალური და არ შეიძლება იყოს ერთადერთი სწორი მოსაზრება. ასეთი ადამიანები, ყოველთვის მზად არიან სიტუაციას სხვა კუთხიდან ან სხივისი თვალით შეხედონ. რა შეიძლება იმაზე მეტად მომხიბვლელი იყოს, როცა ადამიანს შეუძლია თქვენს საჭიროებებზე, სურვილებსა და იდეებზე ისე მოეწყოს, როგორც საკუთარზე?

 

 

ვიდეო რომელიც მოგეწონებათ:

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
12-ვე ზოდიაქოს ნიშანი ერთ სახლში?
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან
ფორტუნას რჩეული: ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი და ძლიერი ნიშანი
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
უფალო, მადლობა ყველა გახსნილი კარისთვის
ზოდიაქოს 4 ქალი-ნიშანი, რომლებიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავენ
რას ფიქრობენ, ამბობენ და აკეთებენ ზოდიაქოს ნიშნები?
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
როდის უნდა მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრების 5 პრინციპი
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია