ბლოგი

ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები

ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

არსებობს გარკვეული ნიშან-თვისებები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნებს ძალიან მოწყვლადს ხდის…
 

ასტროლოგიაში, ზოდიაქოს ყოვეილ ნიშანს აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. თუმცა, ტერმინი «სუტი», შეიძლება იყოს სუბიექტური, ის ძირითადად უკავშირდება კონკრეტულ მახასიათებლებს, რომელიც ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის.

 

ამ სტატიაში განვიხილავთ ზოდიაქოს ოთხ ნიშანს, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი ისეტი მახასიათებლები, რაც აღიქმება მათ სისუსტედ.

 

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ცნობილი არიან ემპათიით და მგრძნობელობით. ეს თვისებები, მათ ხდის ზედმეტად თანამგრძნობს, თუმცა, ასევე ემოციურობისა და მოწყვლადობისადმი ზედმეტად მიდრეკილს.

თევზებს ხშირად ექმნებათ სირთულეები საზღვრების დადგენის საკითხში, მათ უჭირთ «არა»-ს თქმა და საკუთარი კეთილდღეობის დაცვა. მათი მეოცნებე და იდეალისტური ბუნება, ზოგჯერ მათ რეალობის შეგრძნებას აკარგვინებს იმ დონემდე, რომ პრაქტიკული პრობლემების მოგვარებასაც კი ვერ ახერხებენ.

 

კირჩხიბი

ეს კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ემოციებთან. კირჩხიბები არიან მზრუნველები და ხშირად, სხვის სურვილებს და მოთხოვნებს აყენებენ საკუთარზე წინ. თუმცა, ხშირად ეს უანგარობა და მზრუნველობა, სხვების მხრიდან სისუსტედ ითვლება, რითაც ზიანდება კირჩხიბების ინტერესები და კეთილდღეობა.

კირჩხიბები ძალიან მგრძნობიარეები არიან და მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს კრიტიკა და ნეგატივი. ბევრმა კირჩხიბმა წარსული წყენის გულში ჩატოვება იცის, რაც ასევე ხელს უშლით წინსვლაში და ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში.

 

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები აფასებენ ჰარმონიას და წონასწორობას თავის გარშემო და პირად ურთიერთობებში. მათი დიპლომატიური ბუნება და მშვიდობისადმი მიდრეკილება, ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. თუმცა, სასწორების მთავარი სისტე არის ბევრი ყოყმანი და სხვებისთვის დათმობა. მათი მხრიდან კონფლიქტის შიშმა, შეიძლება გამოიწვიოს რთული გადაწყვეტილებების მიღებისთვის თავის არიდება ან საკუთარი ინტერესების დაცვაზე უარის თქმა.

სასწორების მოთხოვნა, იყვნენ მხარდაჭერილი და მიღებული გარემოცვის მიერ, მათ სხვების ზეგავლენის ქვეშ ადგილად აქცევს, რაც საკუთარი იდენტობის დაკარგვის და სურვილების ჩახშობის მიზეზიც კი ხდება ხშირ შემთხვევაში.

 

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცნობილები არიან ანალიტიკური და დეტალებზე ორიენტირებული ბუნებით. ეს თვისებები მათ საუკეთესოდ წარმოაჩენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა, მათი პერფექციონიზმი, რიგ შემთხვევებში შეიძლება სისტუდეც წარმოჩინდეს. ქალწულები ხშირად ეწევიან მწვავე თვითკრიტიკას, ძალიან მაღალი სტანდარტების დაწესებით და ამ დამოკიდებულებით უდგებიან სხვებსაც.

ყოველივე ამან, შეიძლება გამოიწვიოს სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდნა, შფოთვა და არაადეკვატურობის მუდმივი განცდა. მათი მიდრეკილება სიტუაციის ზედმეტად დეტალური ანალიზისადმი, ხელს უშლის ქალწულებს გადაწყვეტილებების დრულად და სწორად მირებაში და რისკისა და ცვლილებების მიმართ, მხოლოდ ნეგატივს უღვივებთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე?
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
რომელი ზოდიაქოს ნიშანი არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე?
2022 წლის ჰოროსკოპი: პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის
ღმერთო, მომეცი ძალა იმ დღეებში, როდესაც წინ ვერ მივდივარ
სატურნი ჰოროსკოპში
ორი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც გარანტირებულია დაუვიწყარი თავგადასავლები
ზოდიაქოს 3 ყველაზე მიმზიდველი ნიშანი
თილისმა - მცენარეები, რომლებიც ოჯახს იცავენ
თევზების ქვები
3 სიტუაცია, როცა საჭიროა ინტუიციის ჩართვა
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის