ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში

ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში

ფეისბუქზე გაზიარება

ზოგჯერ ჩვენი თავის მტრები ვხდებით...

დიახ, სიყვარული არის თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ყოველთვის არ ვართ მზად, სრულიათ მივუძღვნათ თავი ამ გრძნობას, განსაკუთრებით ურთიერთობების დასაწყისში.

ქვემოთ აღწერილია ის რაღაცები, რაც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ხელს უშლის თავისი პარტნიორების წინაშე გახსნაში და არ აძლევს სიყვარულს თქვენი ცხოვრებით მართვის საშუალებას.

ვერძი

ვერძებს უნდათ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩაიფიქრეს. ეს აძლევს მათ უპირატესობის გრძნობას, რომლის დაკარგვაც ეშინიათ ურთიერთობებში. რადგანაც ამ ნიშნის წარმომადგენლები უკიდურესად დამოუკიდებელი და თვითკმარი პიროვნებები არიან, ისინი რთულად აღიარებენ, თუ როგორ ძლიერ სჭირდებათ ურთიერთობები.

კურო

თუ კურო თავის თავზე იღებს ვინმეზე პასუხისმგებლობას, ის ცდილობს, მთელი ცხოვრება აგებდეს მასზე პასუხს. აი რატომაც სჭირდება მას ამდენი დრო, რომ სწორი პარტნიორი აირჩიოს. როცა ურთიერთობებში აღმოჩნდება, კურო ყველაფერს შესაძლებელს აკეთებს, რათა შეინარჩუნოს ყველაფერი, რაც აქვს. საგნების ჩვეული წესრიგიდან გადახრის შიში- მთავარი ბარიერია, რომელიც კუროს ხელს უშლის, უფრო დაუახლოვდეს თავის საყვარელ ადამიანს. ურთიერთობები ხომ უნდა განვითარდეს, და არა ერთ ადგილზე დარჩეს.

ტყუპები

ტყუპებს ძალიან უყვართ ფლირტი. მოწყენილობის შიში- ის რაღაცაა, რაც მათ ურთიერთობებში ნამდვილად თავის მიძღვნაში ხელს უშლის. ამას გარდა, მათ ეშინიათ, რომ პარტნიორმა შეიძლება გაიგოს „ბნელი ტყუპის“ შესახებ, რომლის დამალვასაც დაჟინებით ცდილობენ.

კირჩხიბი

კირჩხიბს ეშინია, რომ სხვებმა შეიძლება დაინახონ ის, თუ რამდენად მოწყვლადი ადამიანია. მაგრამ თავისი პიროვნების ამ მხარის დამალვაში მას ემოციურობა უშლის ხელს. და როდესაც კირჩხიბს ესმის, რომ საყვარელი ადამიანი მას სრულყოფილად ხედავს, თავს დაუცველად გრძნობს. მას არ მოსწონს დაუცველად ყოფნა, და ამიტომაც ის ცდილობს ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროს, რამდენადაც შესაძლებელია.

ლომი

ლომისთვის რთულია მოჩვენებითი შეგრძნების თავიდან არიდება, რომ ყველაფერი მის კონტროლქვეშ ხდება, ამიტომაც მას ურჩევნია, თავისი პარტნიორისგან თავი შორს დაიჭიროს. ლომებისთვის აუცილებელია თავისი თავის კონტროლის სწავლა და გაგება, რომ ინფორმაციის გაცვლა- წარმატებული ურთიერთობების გასაღებია.

ქალწული

საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა- ქალწულის ყველაზე დიდი პრობლემაა. იმის მიუხედავად, რომ მას ეშინია თავისი არასრულყოფილების ჩვენება, სხვა ნიშნის არც ერთ წარმომადგენელს, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, არ შეუძლია მისი სტანდარტების მიღწევა. სასიყვარულო ბედნიერების გზაზე ქალწულის მთავარი დაბრკოლებაა მისი დომინირებული და ანალიტიკური გონებაა.

სასწორი

სასწორი ყველაფრის გაკეთებას ცდილობს ისე, რომ ლამაზად და ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, ამიტომაც მათ ურჩევნიათ, რასაც ჰქვია, „პრობლემების ხალიჩის ქვეშ მოხვეტა“, რაც მათსა და მათ პარტნიორებს შორის მხოლოდ დისტანციას ზრდის. ნამდვილი სიახლოვე რეალობის ადეკვატურ აღქმაზე ყალიბდება, და არა მხოლოდ იმ საგნების იდეალურად წარმოდგენის სურვილზე, რომლებიც ასეთი არ არიან.

მორიელი

მორიელები არ არიდებენ თავს და არ მალავენ სხვებთან ახლო ურთიერთობებს; მეტიც, მათ შეუძლიათ ღრმა გრძნობების განცდა. მაგრამ მორიელის ტემპერამენტი და გულწრფელობა ხშირად ზედმეტი აღმოჩნდება სხვა ადამიანებისთვის. ამასთან ღალატის შიში ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავისი ყველაზე ღრმა გრძნობების დამალვას აიძულებს. მათი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩაკეტილობა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს თავისი მარტოხელას სტატუსის შენარჩუნება უფრო მოსწონთ, და არა ურთიერთობების დაწყება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევნიათ თავისუფალი დარჩნენ, და როდესაც ვინმე ზედმეტად უახლოვდება, ისინი გაიქცევიან. ყველაზე ხშირად მშვილდოსნებს არ გამოსდით ახლო ურთიერთობების დამყარება იმიტომ, რომ ნებისმიერ კავშირს ხაფანგად აღიქვამენ. ისინი ისეთ პარტნიორს ეძებენ, რომელიც მას მაქსიმუმ თავისუფლებას მიანიჭებს, მაგრამ რომელიც ახლოს იქნება, როდესაც ეს საჭირო იქნება.

თხის რქა

თხის რქებს უნდათ, რომ მათ ძლიერ და სტაბილურ ადამიანებად აღიქვამდნენ. არიან რა ნიჭიერი, თავდაჯერებული და დაჟინებული ადამიანები, ისინი თავისი მოწყვლადი მხარეების ჩვენების შიშით, ცდილობენ ემოციების თავის შიგნით ღრმად შენარჩუნებას. თხის რქები ხშირად უჭერენ მხარს სხვებს, მაგრამ ამასთან მათ გარემოცვაში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც დახმარებისთვის მიმართავდნენ. ძალიან რთულია იმ კედლების დანგრევა, რომლებიც თავის ირგვლივ აღმართეს. თავისი პარტნიორის შესანარჩუნებლად, თხის რქას აღარ უნდა ეშინოდეს თავის დაუცველობის.

მერწყული

მერწყულები ლოგიკას ემოციების მაღლა აყენებენ. ამიტომაც ისინი  თავისი გრძნობების გამოხატვაში მუდმივ სირთულეებს განიცდიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები ჩვეულებრივ გარშემომყოფებზე მალე აზროვნებენ, ამიტომ პირველ რიგში ისინი თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას არიან მიჩვეული. მათი ყველაზე დიდი პრობლემა არის თავისუფლების დაკარგვის შიში. როგორც კი თავს ხაფანგში გრძნობენ, გამოსავლის ნახვას ცდილობენ. მარტოობის თავიდან ასარიდებლად, მერწყულებისთვის აუცილებელია სხვა ადამიანების წინაშე გახსნის სწავლა.

თევზები

თევზებისთვის ახლო ურთიერთობების შექმნის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლებაა თვითიდენტიფიკაციის არქონა. ისინი ქამელეონებს ჰგვანან, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანების მიმართ სხვადასხვა მიდგომის ნახვა შეუძლიათ; მათ ხომ, ბოლოს და ბოლოს, თვითონაც არ იციან, რა უნდათ. დრო, რომელიც თევზებმა მარტოობაში გაატარეს სხვა ადამიანების მოთხოვნილებებისა და გრძნობებიდან შორს, მისცემს მათ თავისი თავის უკეთ გაგების და ყველა საყვარელი ადამიანის  გადარჩენის სურვილის თავიდან აცილების საშუალებას.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის მბრძანებლობენ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
მათთვის, ვინც ყველაფერი გასცა და სამაგიეროდ არაფერი მიიღო
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
სტიქიების მიმოხილვა
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მიიღონ ის, რაც მათ სურთ
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ვინ გაურბის პრობლემებს, და ვინ ნახულობს ყოველთვის გამოსავალს ჩიხიდან
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები
ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!