ბლოგი

რა არ უყვართ ტყუპებს?

რა არ უყვართ ტყუპებს?

ფეისბუქზე გაზიარება

ტყუპები ცნობისმოყვარენი, ცვალებადნი და კეკლუცნი არიან. არსებობს თუ არა რამე, რაც ამ ნიშანს არ უყვარს? რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ისეთი რაღაც, რასაც სკეპტიკურად და ეჭვით ვუყურებთ. რა არის ეს ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის?

 

- ტყუპებისთვის ნამდვილი კატორღა იქნება ყოველდღე განმეორებადი საქმეების კეთება. ჩვეულებრივ, ეს არის მუშაობა და სწავლა, რომელიც შეიძლება ყოველ დღე მეორდებოდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. ტყუპები დროის შეგრძნებას კარგავენ, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იცვლება. მათ გარემოს , საქმეების მდგომარეობის მუდმივი შეცვლა, ანთება, შერყევა უნდათ, რომ თავი ცოცხლებად იგრძნონ.

 

- როდესაც ტყუპები აქტიურები არიან, ისინი ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც მათ აფერხებენ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტყუპების გაჩერება. გაუშვით , თუ ვერ მიჰყვებით მათ. ისინი მოიწყენენ, ინტერესს დაკარგავენ, დაითრგუნებიან საქმეების და გარშემომყოფების შეყოვნებით, ამიტომაც არ შეაკავოთ ისინი თქვენს დონეზე, ან მიჰყევით მათ.

 

- ბევრი თვლის , რომ ტყუპები  უგულო და გულგრილი  ადამიანები არიან იმ სიტუაციებში, როდესაც ვინმე ტირის ან ცხოვრებაზე წუწუნებს.  ნამდვილი ტყუპები არასდროს შეიბრალებენ იმას, ვინც ამას არ იმსახურებს. არც კი სცადოთ თქვენს მძიმე ცხოვრებაზე იწუწუნოთ მათთან. ისინი თქვენს პრობლემებზე თვალებს გაგიხელთ , თანაც უხეში გზით და არც ისე თავშეკავებული ტონით, და გაჩვენებთ, რომ უარესიც ხდება ხოლმე, და ეს- უკეთეს შემთხვევაში.

 

- ამ ნიშანს საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს მარტოობის მიმართ. პერიოდულად ტყუპებს მარტო ყოფნა და შინაგანი დემონების დამშვიდება სჭირდებათ. სასურველია, რომ ამ მომენტში ისინი არავინ შეაწუხოს. მაგრამ მთლიანობაში, მათ მარტოობა არ უყვართ. მათ კომპანია, ურთიერთობები, სიყვარული სჭირდებათ.

 

- ამ ნიშანმა ყოველთვის იცის, რისთვის სჭირდება ფული. მას ჩიხში ვერ შეიყვან კითხვით „რისთვის და რაზე გინდა ფულის დახარჯვა?“. ტყუპებმა  ფულის გამოყენება კარგად იციან, მაგრამ დაზოგვა, ლოდინი, დაგროვება სძულთ. ბევრ ტყუპს ამწამსვე უნდა იმ თანხის მიღება, რომელიც მათ სჭირდებათ. თუმცა, სხვა საკითხბეში ლოდინი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება
ღმერთო, მომეცი ძალა იმ დღეებში, როდესაც წინ ვერ მივდივარ
ყველაზე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნები
2025 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი
რატომ ეუბნებიან კაცებს უარს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალები
პლანეტები ჰოროსკოპში
მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები
საუკეთესო საჩუქრები თხის რქისთვის
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
სამი ყველაზე ამბიციური ნიშანი.
რას მალავს თქვენი ნიღაბი: ზოდიაქოს ნიშნების უდიდესი საიდუმლოები
5 რჩევა მარტოხელებისთვის