ბლოგი

ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს - ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი

ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს - ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი

ფეისბუქზე გაზიარება

შეიძლება ეს ადამიანები ძალიან ხისტები და მკვეთრები მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ რამ ფაქტია - ისინი გულახდილები არიან.

 

მშვილდოსანი

მოგწონთ ეს თუ არა, მშვილდოსნები ყოველთვის იმას იტყვიან, რასაც ფიქრობენ. თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით სიმართლის მოსმენა გსურთ, მაშინ მიმართეთ ადამიანს, რომელიც სამყაროს სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მოევლინა. მშვილდოსნები არასოდეს შეალამაზებენ სიმართლეს, ამიტომ, მათ კამპანიაში ორპირი ადამიანების ადგილი არ არის. ხოლო როცა მშვილდოსნები ნერვიულობენ, საერთოდ შოკისმომგვრელად სწორხაზოვნები ხდებიან.

მერწყული

მერწყულებს გახსნილობა და კომუნიკაბელურობა ეხმარებათ იყვნენ პირდაპირი და შეუპოვარი ადამიანები. მართალია ვერ ვიტყვით, რომ ისინი დიპლომატიას მოკლებულნი არიან, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში თავის სათქმელს ხისტად და ისე მოურიდებლად ამბობენ, რომ საერთოდ არ ნერვიულობენ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები. ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან ჯიუტია და საკუთარ პოზიციას ბოლომდე იცავს. ამასთან, მერწყული გამოირჩევა გახსნილი გონებით და თვლის, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მოსაზრების შეუზღუდავად გამოთქმის უფლება.

ტყუპები

ტყუპები თითქმის ყოველთვის ძალიან სწორხაზოვანები არიან, რაც შეიძლება შოკისმომგვრელი გახდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მათ კარგად იცნობს. ტყუპები არასოდეს ნანობენ ნათქვამს. მაშინაც კი, როცა ძალიან განიცდიან, თუ ვინმეს აწყენინეს, არ წყვეტენ ხისტად საუბარს. ასეთი ქცევის გამო, ბევრი მათ თვლის უგრძნობ ადამიანად, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ვერძი

ვერძი - ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი ნიშანია. თუ ოდესმე ვინმე სიმართლეს პირში გეტყვით, ეს მხოლოდ ვერძი იქნება. ამ ნიშნის ქვეშ არის დაბადებულებს ნაკლებად ადარდებთ ვინ რას იტვყის გარშემო. ისინი არ დამალავენ სიმართლეს იმის გამო, რომ თქვენ არ გაგანაწყენოთ და აუცილებლად ყველაფერს პირდაპირ მოგახლიან. გარდა ამისა, ვერძებს ყველაზე მეტად აბრაზებთ და ანერვიულებთ იმ მომენტი, როცა რაიმეს თქმას ცდილობენ და არ უსმენენ.

ლომი

ლომებს ყველაფრის მიღება სწრაფად და ერთიანად სურთ. თუ მათ გზაზე ვინმე გადაეღობებათ, მოურიდებლად მიახლიან სათქმელს, თან ისე, რომ არასოდეს ინანებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან უკომპრომისო, გულახდილი ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ თავსაც და სხვებსაც უწესებენ მაღალ სტანდარტებს. ამიტომ, როცა მათ რამე აწუხებთ, მაშინვე აცხადებენ ამის შესახებ. ლომები მიდრეკილნი არიან შეკითხვების პირდაპირ, დაუფიქრებლად დასმისკენ – ამ თვისების გამო, მათ ხშირად ეგოისტებად თვლიან.
 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ხასიათის რა ნიშნების გამო არის თხის რქა შეუცვლელი?
სასწორის მთავარი შეცდომები ურთიერთობის დამყარების დროს
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
5 რამ, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
ფრთხილად იყავით ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის მამაკაცთან!
დედამთილების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც არ გამოსდით „არა“-ს თქმა სხვა ადამიანებისთვის
ჰოროსკოპის ოთხი ქალი რომლებსაც კაცები გაურბიან
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
ყველაზე ალერსიანი და ნაზი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო
ღვინის ჰოროსკოპი: ვარჩევთ სასმელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით