ნოემბერში კირჩხიბების ბიუჯეტის ყველაზე პრობლემური ნაწილი იქნება ხარჯები. შესაძლოა ყველაზე დიდი ფინანსური დანაკარგი ქონდეთ გართობის, შემოქმედებითი, დასვენების და მომსახურების სფეროს მიმართულებით მომუშავე კომპანიებს. თვის შუა ნაწილში, უკვე გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტიცია განახორციელოთ ისეთ პროექტში, რომელიც არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ კარგ შემოსავალსაც მოგიტანთ. რეკომენდირებულია, თავშეკავება გამოიჩინოთ ემოციური შესყიდვებისა და „მყისიერად“ მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებების კუთხით. თვის ბოლოს, შედარებით მარტივი იქნება ბიუჯეტის ბალანსის დაცვა და მატერიალური მდგომარეობის დასტაბილურება. კარგი იქნება ამ დროს სამომავლო გეგმის შედგენა და აუცილებელი ხარჯების დეტალურად გაწერა.