ოქტომბრის დასაწყისში, კუროებს შესაძლოა დამატებითი ხარჯების გაწევა დაჭირდეთ ან აუცილებელი გახდეს წინა პერიოდში მიღებული მცდარი გადაწყვეტილებებით შექმნილი მძიმე სიტუაციის გამოსწორება. არ არის გამორიცხული, რომ ძველი დამკვეთი ისევ დაბრუნდეს, ფიმანსურად საკმაოდ საინტერესო შეკვეთით ან შეწყვეტილი პროექტის გაგრძელება ისურვოს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ შრომას ფასი არ დაუგდოთ. თვის ბოლოს, რეკომენდირებულია ბიუჯეტის გაანალიზება, რათა შეძლოთ ხარჯების შემცირების და შემოსავლების გაზრდის გზების მოძიება, ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის. მსხვილი და ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებამდე, კარგად გადაამოწმეთ ფასები.