სასიყვარულო ჰოროსკოპი

მორიელი

კვირის თვის
ოქტომბერი
ოქტომბერი მორიელების სასიყვარეულო ურთიერთობებში გრძნობების გამოცდის და სიტუაციის გადაფასების პერიოდი იქნება. თქვენ შეძლებთ რომანში ისეთი საკითხებისთვის თვალის გასწორებას, რომლებსაც მანამდე თავს არიდებდით და მზად იქნებით ამაზე ღიად ესაუბროთ პარტნიორსაც, რომელიც თავის მხრვ სრულიად ადეკვატური დამოკიდებულებით შეხვდება თქვენს აქტივობას. ასეთი მიდგომა, კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. თვის მეორე ნახევარი, მისი დასაწყისისგან განსხვავებით პრობლემური იქნება, რის გამოც, არ იქნება მოსახერხებელი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის და რომანში არსებული დინამიკის შეცვლისთვის. თავისუფალი მორიელები, ამ თვეში შეხვდებიან მათთვის სასურველ ადამიანს, რომელიც პირველივე პაემნიდან ძლიერ ინტერესს და პატივისცემას აღუძრავთ.