• ეზო დაგვილი ნახო – კარგია და სიხარულს მოასწავებს.
• ეზო ნახო საქონლით – უცხო სტუმრები გეწვევიან.
• ეკალი თუ მუჭაზე დაიგროვე - ცუდი დრო დაგიდგა.
• ეკლესია გაბრწყინებული ნახო – სამოთხის ნიშანია.
• ეკლესიაში შესვლა ნიშნავს - კარგად ცხოვრებას.
• ეკლესიაში შეხვიდე და ილოცო – ძალიან კეთილი ნიშანია.
• ეკლესიის გალავანი ნახო - სიწმინდეა.
• ეკლის ამოღება – მტრისგან მოშორებას ნიშნავს.
• ეპისკოპოსის ნახვა – ცუდი და სნეულების ნიშანია.
• ერბოს ან ზეთის ნახვა სიზმარში, კარგია და შეგემატება რამე.