• წამლის სმა – უნებურად ცუდი რამე დაგემართება.
• წვერის მოპარსვა სიზმარში, ზარალია. დავარცხნა, ნიშანია მოგების.
• წვიმის ხმა გესმოდეს – ჩხუბი მოგივა ვისმესთან.
• წიგნი დაგლეჯილი თუ გეჭიროს – ავად გახდები.
• წირვის ხმა გესმოდეს – ჩხუბი მოგივა ვისმესთან.
• წისქვილი – ბედნიერების ნიშანია.
• წისქვილის აშენება –ბედნიერების ნიშანია.
• წისქვილში მისვლა – ცუდია, გაჭირვებაში ჩავარდები.
• წიწილა – რამეს შეიმატებ, გამდიდრდები.
• წოლა ლოგინში – ავადმყოფობის ნიშანია.
• წყალი აყროლებული ნახო – ცუდი საქმე შეგემთხვევა.
• წყალი მომავალი ნახო – კეთილი რამის ნიშანია.
• წყალი მღვრიე ნახო –ცუდია, წმინდა - ძალიან კარგი.
• წყალი წმინდა თუ დალიე – კეთილია.
• წყალობის მიღება ვისმესგან – ძალიან კარგი ნიშანია.
• წყაროს ნახვა – კარგია, თუ დამშრალია - ცუდია.
• წყლის იხვი ნახო ან ბატი – კარგი ნიშანია.
• წყლის ხმა გაიგონო – სხვასთან ლაპარაკი მოგივა.