• ლამაზი სახის ნახვა ან კოცნა – ძალიან კარგია.
• ლაპარაკი რომ გაიგო მაღალი ხმით სიხარულია.
• ლაპარაკი სიზმარში, ნიშანია სარგებლობის. ლაპარაკი სამღვდელო ვინმესთან კარგია.
• ლაპარაკი სხვისა – კარგია, მხოლოდ ფრთხილად იყავი მტრისაგან.
• ლეკვით თამაში – ძალიან კარგია და ბედნიერების ნიშანია.
• ლეკი რომ ნახო, შეხვდები ახალგაზრდა მეგობარს.
• ლეღვის ჭამა – მეტად ცუდი ნიშანია და ავადმყოფობაც მოსდევს.
• ლეღვის ხე ნახო – ცუდია და საშიშ საქმეს მოასწავებს.
• ლიმონის ნახვა – კარგია და რაიმე სიხარულს შეიმატებ.
• ლიმონის ჭამა – ცუდია და სნულების ნიშანია.
• ლოგინის ნახვა – ცუდია და ავადმყოფობის ნიშანია.
• ლომები რომ ნახო მშვიდი, ნიშანია, რომ საქმე გექნება დიდ კაცებთან. ანჩხლი ლომები ნახო, ნიშანია უბედურების.
• ლომის ნახვა – დიდი და სახელოვანი კაცის ნიშანია.
• ლოცვა ან საყდარში შესვლა – კარგია და ბედნიერებაა.
• ლუდი დალიო, ნიშანია, აჯობებ მტერს. რომ მოკლა მტერი შენი, ნიშანია ზარალისა.
• ლურსმანი მოაგროვო ან იყიდო – კარგია.