• მამლის ყივილი – კარგია, სიხარული მოგემატება.
• მარილის ჭამა – სიმწარეა და დარდის შემატებაა.
• მატყლის ნახვა – სარგებლობა არის, თუ შავია - ცუდი ნიშანია.
• მაღლიდან ჩამოვარდნა – დიდებიდან დაცემის ნიშანია.
• მგალობელი ფრინველი ნახო – სიხარულია და ბედნიერების ნიშანია.
• მგელი მოკლა – კარგია, მტერს მოერევი და გალახავ.
• მგელი ნახო –ცრუ კაცია, ფრთხილად იყავი არავინ მოგატყუოს.
• მდიდარი იყო სიზმარში, ნიშანია ავადმყოფობის, სიმდიდრის შოვნა სიზმარში, ცუდია.
• მდიდრობა – ცუდია და ავადმყოფობის ნიშანია.
• მერცხლის ნახვა – კარგია, მტერზედ მუდამ გაიმარჯვებ.
• მეფის ნახვა – კარგია და სარგებლობა არის, აგრეთვე ბედნიერებაა.
• მეხი – სიხარულია და მშვიდობიანობას მოასწავებს.
• მზე და მთვარე ერთად ნახო – ძალიან ცუდი ნიშანია.
• მზე ნახო ბრწყინვალედ – სიხარულსა და ბედნიერებას ნიშნავს.
• მზე ღრუბელს მოფარებული – მწუხარებისა და დარდიანობის ნიშანია.
• მთაზე ასვლა – ცუდია
• მიწისძვრა – საშინელი და საზარელი ამბავია.
• მკვდარი თუ გელაპარაკებოდეს სასაფლაოზე – კარგი რაიმეს ნიშანია.
• მკვდარი მღვდელი ნახო – ცუდია და ვაგლახის ნიშანია.
• მკვდარს გამოართვა რამე – სარგებლობისა და შემატების ნიშანია.
• მოკლული ნახო ვინმე – დიდი ვაგლახია და მწუხარებაა.
• მონადირე თავის იარაღით – ღმერთისაგან შემწეობა მოგეცეს.
• მონადირეობა თევზის სიზმარში მწუხარებაა.
• მონასტერი ნახო ან შესვლა – ცუდია და ნაღვლიანობაა.
• მოპარული რამე იყიდო ან ჭამო – ლოცვაა და სამძიმარი.
• მოტევება ცოდვისა – კარგია,ქონება მოგემატება და გაიხარებ.
• მოხარშვა რაიმესი – ძალიან ცუდია და შფოთების შემატებაა.
• მსხლის ჭამა – ცუდია და ავადმყოფობა არის.
• მჭედელი – კარგია და რაიმეს იყიდი ოჯახისათვის.