• ხალხის ყრილობა ნახო – ცუდი რამე შეგემთხვევა.
• ხარბობა სიზმრად – მეტად ცუდი საქმეა.
• ხარის ნახვა – ხან კეთილია და ხანაც ავი საქმეა.
• ხატვა ნახო რაიმესი – კეთილს დაამხობ.
• ხახვის ნახვა ან ჭამა – სიმწარის ნიშანია.
• ხე ნაყოფის მომცემი – კარგია, სარჩო და საცხოვრებელი შეგემატება.
• ხელგახსნილი შენი თავი ნახო – სიმდიდრეს მალე მოეწევი.
• ხელები შეგეღებოს – რაიმეს შეიმატებ, გამდიდრდები.
• ხეს ფოთოლი სცვიოდეს – ომიანობისა და ჩხუბის ნიშანია.
• ხიდი ჩაგიტყდეს ან ჩატეხილი ნახო – სიკვდილის ნიშანია.
• ხის წაქცევა – კაცის სიკვდილს მოასწავებს.
• ხმა ტკბილი გესმოდეს – სასიხარულო დღეებს მოეწევი.
• ხმა ყვირილისა მოგესმას – სხვები მტრობას გაგიწევენ.
• ხორბლით აავსო რაიმე სიზმარში ნიშნავს - დიდ მოგებას მიიღებ.
• ხორბლის დათესვა – კარგია.
• ხორცის მჭამელი ფრინველი თუ ნახე – ცუდი ამბავია.
• ხორცის ნახვა ან ჭამა – განსაცდელის ნიშანია.