• ზამთარი ნახო – კარგია და მეტად კარგ მოსავალს მოასწავებს.
• ზანდუკი რომ ნახო – სიმდიდრისა და ფართო ცხოვრების ნიშანია.
• ზარი ჩამოვარდნილი ნახო – ცუდი და განსაცდელის ნიშანია.
• ზარის ხმა – სიხარულისა და ახალი რაიმე ამბავის ნიშანია.
• ზაფრანით საჭმელის ჭამა – კარგია და ჯანმრთელობას ნიშნავს.
• ზაფრანის ნახვა – ავადმყოფობასა და ლოგინად ჩავარდნას ნიშნავს.
• ზაქი რომ ნახო – დიდსა და სახელოვან ვინმეს გაიცნობ.
• ზაქის ხორცის ჭამა – მეტად ცუდია და ავადმყოფობის ნიშანია.
• ზეცას აფრენა – სიწმინდე და პატივია ყოველი კაცისათვის.
• ზურმუხტის ნახვა – კარგია, თუ იყიდო - დიდი სიხარული შეგემატება.
• ზურნის ნახვა – ნიშანია ჯარისა და დიდძალი ხალხისა.
• ზურნის ხმა თუ გაიგონო – დიდი ნიაღვარი მოვიდეს ანუ წვიმა.
• ზღვა რომ ნახო დინჯად, ნიშანია სიხარულის და, თუ აღელვებული ნახე ნიშანია მწუხარების.
• ზღვაში ბანაობა – ძალიან კარგია, გულის საწადელი აგისრულდება.