• ქათმის ნახვა – ძალიან ცუდი და ვაგლახი ნიშანია.
• ქალაქში შესვლა – სიხარულია.
• ქარის წისქვილი ნახო, შეგემატება მოლაპარაკე.
• ქაღალდის საქმეების გარჩევა, ნიშანია რომ აღარ ველოდოთ, რაზედაც თვალი გიჭირავს.
• ქერის ნახვა – საზიანო საქმეს მოასწავებს.
• ქვა ისროლო – ავი საქმის გაახლება არის.
• ქვიშა ნახო – სიხარულია და კარგი ნიშანია.
• ქისა ფულით სავსე იპოვო – ძალიან კარგი ნიშანია.
• ქლიავის მოკრეფა ან ჭამა – ცუდი ნიშანია.
• ქორწილში წასვლა – კეთილი ნიშანია.
• ქუდის ნახვა – კარგია და სასიხარულო.
• ქუხილი გაიგო სიზმარში, ახალ ამბავს გაიგებ.
• ქუხილი გაიგონო – ახალ ამბავს გაიგებ და გაიკვირვებ.