პატრონის მიმართ ცოტა უცნაური დამოკიდებულება აქვთ თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ცხოველებს. მათ ერთდროულად მოსწონთ მკაცრი და თან მოსიყვარულე პატრონი. უყვართ მყუდრო და კომფორტული ოჯახური გარემო. აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ცხოველებს არ ეშინიათ წყლის. ისინი არიან ძალიან მომთმენი და მშვიდი ხასიათის. კარგად ერთობიან პატარა ბავშვებთან. ცხოველი თევზები გარკვეულწილად ადმაიანის განკურნების უნარსაც კი ფლობენ. მათ შეუძლიათ პატრონს გადასცენ საკუთარი ენერგია და დადებითი გავლენა მოახდინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დასვენებაზე. მთავარია, პატრონმა ბოროტად არ ისარგებლოს ამით, თორემ შეიძლება ცხოველი თავად დაავადდეს მძიმედ. ცხოველი თევზები ადვილად ეგუებიან კუროს, კიბოს, ლომის, სასწორის, მორიელის, მშვილდოსნის და თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულ პატრონებს. მერწყულებს და თხის რქებს ძალიან გაუჭირდებათ ცხოველ თევზებთან ურთიერთობის დალაგება.