კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ზოგადი ჰოროსკოპი

თევზები

ზოგადი
საერთო აღწერა

თევზების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის შესაძლებლობა და სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება. თევზებმა ზუსტად იციან რა შეუძლიათ, რა არა და საკუთარ თავთან ცოტა ირონიული დამოკიდებულება აქვთ, აი სხვებისგან კი სერიოზულ მიდგომას მოითხოვენ.

თევზები სტაბილურობით არ გამოირჩევიან: მათ შეიძლება უარი თქვან საკუთარ დაპირებებზე ან სულაც დაივიწყონ, შეიცვალონ აზრი დღეში რამოდენიმეჯერ და მეგობრობის ზოგადად დაფასების მიუხედავად შეუძლიათ მსხვერპლად გაიღონ ზოგიერთი მათგანის ინტერესი. ზოგჯერ ამ ნიშნის ადამიანები იტყუებიან იმის გამო, რომ საკუთარი თავი ლამაზად წარმოაჩინონ სხვების თვალში, ზოგჯერ უმიზეზოდ აკეთებენ ამას. თევზები ბევრს სუსტებად ეჩვენებათ. გარდა ამისა, ამ ნიშნის ადამიანები ნაკლებად აფასებენ მატერიალურ კეთილდღეობას და დიდი მოთხოვნებით არ გამოირჩევიან, როცა საქმე ეხება მათი მუშაობის შედეგებს. როცა უჩნდებათ შანსი, რამე მიიღონ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ისინი ცდილობენ არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან.

თევზებს შორის გვხვდება ძალიან სუსტი პიროვნებები, რომლებიც ადვილად ექცევიან ცუდი ზეგავლენის ქვეშ; არიან ძალიან ძლიერებიც, შრომისმოყვარენი და მიზანდასახულები, თუმცა წარმატების მისაღწევად ისინი საჭირო ადგილას და საჭირო დროს უნდა აღმოჩნდნენ.

მამაკაცი-თევზებისგან არ ღირს თამამი და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის ლოდინი; ისინი მიდრეკილნი არიან დინების მიმართულებით იცურონ, რასაც ზოგჯერ მიჰყავთ კიდეც დასახულ მიზნამდე. თუ მამაკაცი-თევზები წარმატებას აღწევს, ხშირად ეს საკუთარი თავის წყალობით კი არა, გამართლების და ხელსაყრელი ვითარების გამო ხდება. როგორც წესი, ამ ნიშნის ადამიანები ნაკლებად ინტერესდებიან გარშმომყოფებით და ბევრი ფარული მტერი ჰყავთ. მათი წარმოდგენა რეალობის შესახებ ძალიან შორს არის სინამდვილისგან.

ქალი-თევზები ძალიან სენტიმენტალურები არიან, ყურადღების აქცენტუაციას ახდენენ საკუთარ დაუცველობასა და მოწყვლადობაზე, არ მალავენ, რომ ოცნებობენ დაცვასა და მფარველობაზე. ისინი კეთილი და ყურადღებიანი არიან, მაგრამ ზედმეტად რბილი ხასიათი აქვთ იმისათვის, რომ აღზარდო.

ცნობილი ადამიანები

თომა აქვინელი, ჯორჯ ბერკლი, ალბერტ ეინშტეინი, ამერიგო ვესპუჩი, ფრედერიკ შოპენი, მიქელანჯელო ბუონაროტი, იოჰან შტრაუსი, ლაიზა მინელი, ტარას შევჩენკო, ადამ ოპელი, გაბრიელ გარსია მარკესი, შალომ ალეიჰემი, მიხაილ ჟვანეცკი, ანტონიო ვივალდი, პიერ პაოლო პაზოლინი, ჯონ ბონ ჯოვი და სხვები.

სტიქია

თევზების სტიქია არის წყალი, ოღონდ გამდინარე. ეს არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ყველაფერს აღწევს მოფერებით და არა შეტევით. გულმოდგინედ ეძებენ ალტერნატიულ გზებს, პრობლემის მოგვარებისთვის ძალისხმევის გაწევის ნაცვლად.

თევზები დინებას მიუყვებიან, შეძლებისდაგვარად თავს არიდებენ სირთულეებს და ენერგიას ხარჯავენ თამაშებზე, ვიდრე შრომაზე. შინაგან სამყაროს თევზები არ შეეწინააღმდეგებიან და არც თავს დაიცავენ მისგან. თევზების წყალს ყოველთვის დაკრავს მარილის გემო - იქნება ეს ცრემლები თუ დაშორებით გამოწვეული დარდი. გარდა ამისა, თევზის ცხოვრებას ვერ ვუწოდებთ დაძაბულს: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების წარმოსახვა იმდენად დიდია, რომ უხვად ახდენს ენერგიის დანაკლისის კომპენსაციას.

კაერიერა და პროფესია

რამდენად დაუცველიც არ უნდა ჩანდეს თევზები, სფეროები, რომლებშიც მათ წარმატების მიღწევა შეუძლიათ, საკმაოდ დიდია. თევზები ხშირად ირჩევენ სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებს. წარმოსახვა თევზებს უხსნის გზას ხელოვნებისკენ, ხოლო უცნაურობებისკენ მიდრეკილება - ექსპერიმენტალური და ოკულტური მეცნიერებებისკენ.

თევზებს იშვიათად შეხვდებით წარმატებული ბიზნესმენების და მილიარდერების სიაში, რომლებმაც თავისით დააგროვეს ქონება: მათ არ აინტერესებთ დიდება, პრესტიჟი და სიმდიდრე, კმაყოფილნი არიან იმით, რითაც უზრუნველყოფენ "ცხოვრების ნორმალურ დონეს". თევზები ვერ უძლებენ კონკურენტუნარიან ბრძოლას; იმისათვის, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა გადალახონ, თევზებს სჭირდებათ მყარი ხელი და მხარდაჭერა, რომელიც წინ უბიძგებთ და გზიდან გადახვევის საშუალებას არ მისცემთ. თევზებს შორის არიან ნამდვილი მშრომელები, მაგრამ როგორც წესი ისინი საქმეში თავით იმიტომ ეშვებიან, რომ გაექცნენ რეალობას.

თევზები-მეცნიერი დღე და ღამე იმუშავებს ლაბორატორიაში, შეიძლება უბრალოდ იმიტომ, რომ სახლში თავს არაკომფორტულად გრძნობს. თანამედროვეობაში თევზების ნიჭი ფართოდ გამოიყენება სარეკლამო და გასართობ ინდუსტრიაში. თევზებს არ შეუძლიათ მართონ საწარმო ან ბანკი, ხოლო რადიოსადგურის ან ტელევიზიის მართვა მათ უპრობლემოდ შეუძლიათ.

მოგზაურობის სიყვარული და შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა თევზებს საშუალებას აძლევს გახდნენ კარგი ჟურნალისტები ან ტურაგენტები. გარდა ამისა, ამ ნიშნის ადამიანები იშვიათად არიან მიჯაჭვულნი სახლზე, ამიტომ შეუძლიათ წლობით იმუშაონ საზღვარგარეთ. ბევრი თევზები ხდებიან სასულიერო პირები და ამ გზით ახდენენ სხვებისადმი დახმარების სურვილის რეალიზაციას; ზოგიერთი მათგანი ამის განსახორციელებლად მიმართავს ქველმოქმედებას.

ქორწინება და თავსებადობა

თევზები ძალიან ემოციონალურები არიან და სიყვარული მათ ცხივრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვნების ნაცვლად ისინი სინაზეს და ერთგულებას აფასებენ, ასევე დაცულობისა და მფარველობის განცდას, რაც თან ახლავს მყარ კავშირს. ყოფითი პრობლემების მოგვარებას თევზები პარტნიორის ხარჯზე ახერხებენ, სამაგიეროდ არ მალავენ მისით აღფრთოვანებას და სამუდამო ერთგულებას ჰირდებიან. უსასრულობა თევზისთვის გაუგებარია - ამ ნიშნის ადამიანს პარტნიორის ერთგულება შუძლია დროის გარკვეულ მონაკვეთში და იტოვებს ჰორიზონტიდან ნებისმიერ დროს გაქრობის შესაძლებლობას.

თევზები არ ივიწყებენ წვრილმანებს, რიმლებიც მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანისთვის; ისინი წინასწარ ამზადებენ საჩუქრებს დაბადების დღისთვის ან ქორწინების წლისთავისთვის, ადვილად იხსენებენ გაცნობისა და რომანის განვითარების დეტალებს. ზოგჯერ თევზები თავად იგონებენ სიყვარულის ლამაზ ისტორიას და ცხოვრობენ ამ ილუზიით მანამ, სანამ უხეში რეალობა არ დაარღვევს მას. თევზებს ეშინიათ სხვებზე დამოკიდებულების და სრულიად საფუძვლიანად: ხშირად მათ ტანჯვა უწევთ პარტნიორის გამო.

თევზები სასიყვარულო ურთიერთობებში ცივად იქცევიან. მათი მოტყუება ადვილია, ადვილია დაკარგვაც, თუ ტყუილი გამოაშკარავდება. თევზების ოჯახური ბუდე მყუდროა: მათზე ძალიან მოქმედებს ოჯახური გარემო, რომლის სიმყუდროვის შექმნა თევზებს სწორედ პარტნიორისთვის აქვს მინდობილი. თევზი მიდრეკილია წყვილად ძლერი ადამიანის არჩევისკენ, რომელსაც ლიდერის თვისებები აქვს, რადგან იცის, რომ ურთიერთობისას წამყვანი პოზიცია მას ვერ ექნება. მეოცნებე თევზებს მოსწონთ ფარული ძალა, ხვალინდელი დღის რწმენა, რაც კირჩხიბს და თხის რქას ახასიათებთ. პირველს თევზი შეიყვარებს თანაგრძნობისა და მიხვედრილობისთვის, ხოლო მეორეს ფარული ბავშვური ხასიათის გამო. მშვილდოსანის ენერგია და იმპულსურობა თევზებს აფრთხობს, ხოლო საქმიან ვერძთან კავშირი ცოტახნით დაავიწყებს ცივსისხლუანობას. კარგი წყვილი იქნება თევზები-კურო, სადაც ერთი პარტნიორს რომანტიულობა გაწონასწორებულია მეორეს სიმშვიდით. არასასურველია პატივმოყვარე ლომთან კავშირი, ასევე თავისივე ნიშანთან - რადგან მათ გრძნობები მალე ქრება შინაგანი განწყობების ზეგავლენით.

სიყვარულში წარმატების გასაღები

თევზები დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ საწინააღმდეგო სქესზე, რადგან მათ ქცევაში ადვილი შესამჩნევია ღრმა ემოციების გაზიარების შესაძლებლობა, ასევე ამოუცნობი და მოუხელთებელი ხასიათი, რაც ბევრ ადამიანში მონადირის ინსტინქტს აღვიძებს. ამ ნიშნის ადამიანები დაჯილდოვებულნი არიან წარმოსახვითა და შემოქმედებით უნარებით, რასაც რომანტიკულ ურთიერთობებში ავლენენ. გარდა ამისა, ისინი სენტიმენტალურები არიან, შეუძლიათ პარტნიორის მიმართ ყურადღების გამოჩენა.

პირად ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევაში ამ ნიშნის ადამიანებს ხელს უშლით ზედმეტი უდარდელობა და პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაცემა, თავისთვის კი კომფორტის და ბედნიერების მოწყობა. თევზები ეგოისტურები არ არიან, პირიქით, მათ კარგად იციან როგორ გაახარონ პარტნიორი და ამას სიამოვნებით აკეთებენ. თუმცა ამ ნიშნის ადამიანებს ახასიათებთ რომანტიკულ ურთიერთობებში უსაფრთხოების საკითხებისადმი ყურადღება, თავიანთ რჩეულს ისინი თვლიან ადამიანად, ვინც მათ დაიცავს, არ გააკრიტიკებს, უარს არ ეტყვის თხოვნების შესრულებაზე და არ მოსთხოვს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას.

წყვილის პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ თევზები ადვილად იცვლიან მიზნებს, რითაც პარტნიორი ჩიხში შეჰყავთ და ხშირად ვერ ხსნიან ამა თუ იმ კონფლიქტის მიზეზს. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ფსიქოლოგიური კომფორტის შეგრძნებას არღვევს - მაღალი მიმღეობა, რომელიც ხელს უშლის თევზებს სხვისი ზეგავლენისგან თავი დაიცვან.

შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:

1. მე მარტოობით ვიტანჯები

ბევრი თევზისთვის სიყვარულის და გრძნობის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია. ვინმეთი მოხიბვლისას ეს ადამიანები საკუთარ თავს გაურბიან, ივიწყებენ ყოველდღიურ პრობლემებს - ოცნებობენ და ფანტაზიორობენ. ამასთან, ურთიერთობებში ინიციატივას თევზები ძალიან იშვიათად იჩენენ, ხოლო რჩეულისგან ელიან გადამწყვეტ ნაბიჯებს, ყურადღებას და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მათ მიმართ ყურადღება შეიძლება სხვა გზით გამოხატონ. მანამ, სანამ მეორე მხარის მიზნები ნათელი ხდება, თევზები ნერვიულობას იწყებენ და ფიქრობენ, არიან თუ არა სიყვარულის ღირსი და შეუძლია თუ არა სიყვარული მათ რჩეულს. იმისათვის, რომ ურთიერთბა რეალურად დაიწყოს, თევზები უნდა გამოვიდნენ საკუთარი შინაგანი სამყაროდან და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება აძლევთ.

რომანტიული მეოცნებეობა კარგია, მაგრამ ეს თევზების ნატურის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია; ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ხასიათის სხვა შტრიხებსაც და აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია.

თევზებო, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანი, რომელთანაც ბედნიერი იქნებით. თუმცა არც ის დაივიწყოთ, რომ მარტო დროის გატარებითაც კმაყოფილი იყოთ და წარმატებებსაც მიაღწიოთ დამოუკიდებლად; ამისათვის საჭიროა ცხოვრება საინტერესო და სავსე გახადოთ, ისწავლოთ საკუთარი სურვილების გაგება და შეძლოთ მათი მიღწევა.

2. მე არ შემიძლია შესაფერისი პარტნიორის მოძებნა

თუ სასიყვარულო ურთიერთბები ისე არ მიდის, როგორც ამას თევზები ელოდნენ, ისინი მზად არიან ყველაფერში პარტნიორი დაადანაშაულონ, მაგრამ საკუთარ შეცდომასაც აღიარებენ და თვლიან, რომ მტანჯველი მიჩვევის მსხვერპლნი გახდნენ.

ბევრ თევზს უბრალოდ არ შეუძლია ბედნიერების განცდა, შეყვარებულობის პერიოდშიც კი, ამიტომ ისინი ურთიერთობას აბამენ ნებისმიერ შემხვედრთან, არანარ გონიერებას და სიფრთხილეს არ შეუძლია გავლენა იქონიოს მათ ქცევაზე, რომ შესაძლებელი იყოს მათი დაცვა უსარგებლო და არაჰარმონიული ურთიერთობისგან. ეიფორია, რომელსაც შეყვარებული თევზები განიცდიან, აიძულებთ მათ თვალი დახუჭონ რჩეულის ყველა ნაკლზე; ასევე დიდი თანაგრძნობისა და შეცოდების გრძნობასაც თუ გავითვალისწინებთ, ძნელი მისახვედრი არ უდან იყოს რატომ ირჩევენ თევზები სუსტ პარტნიორებს და რატომ არ შეუძლიათ მავნე ჩვევებზე უარის თქმა, რაც მათ სირთულეებს უქმნის. სამწუხარო პარადოქსი იმაშია, რომ თევზები ქვეცნობიერად ძლიერ ადამიანთან კავშირისკენ მიისწრაფვიან!

იმისათვის, რომ შეცდომებს თავი აარიდოთ, რომლებსაც სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს ცხოვრებაზე, საჭიროა მოუსმინოთ შინაგან ხმას, გაერკვეთ საკუთარ გრძნობებსა და მისწრაფებებში. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებას უკავშირებთ, ჰქონდეს ცხოვრებისადმი კონსტრუქციული მიდგომა, დაიცვას თავისი და თქვენი ინტერესები! ისწავლეთ შეცოდებისა და სიყვარულის ერთმანეთისგან გარჩევა და გახსოვდეთ: ის, ვიცნ დაუცველი ჩანს, რეალურად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ენერგიის უსინდისო მომხმარებელი.

3. ის არ ამართლებს ჩემს მოლოდინს

ბევრ თევზებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ემოციური მხირვ რეალიზმი არ ახასიათებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანტიკული ურთიერთობებიდან ისინი ელიან რაღაც განსაკუთრებულს, რასაც კავშირი არ ექნება ყოველდღიურობასთან.

პარტნიორის არჩევისას და ურთიერთობების დასაწყისში თევზები არ იშორებენ ვარდისფერ სათვალეს და ფიქრობენ, რომ მათი გრძნობა სამუდამოდ გაგრძელდება, არ შეიცვლება - რითაც ჩიხში შეჰყავთ საკუთარი თავი. თევზებს შეუძლიათ ერთმანეთს შეუთავსონ ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილი: რაც შეიძლება მალე ჩაებან სასიყვარულო ურთიერთობაში და მოძებნონ იდეალური პარტნიორი. თქვენი წარმოსახვა შეიძლება ბოროტად გაგეხუმროთ - სრულიად შეუფერებელ ადამიანში დაგანახოთ იდეალი, რის გამოც გაგიჩნდეთ ცრუ, უსაფუძვლო მოლოდინი.

შეეცადეთ უფრო გაერკვეთ სიტუაციაში, მოუსმინეთ შინაგან ხმას: ღრმა განცდებისკენ მიდრეკილების გამო, არასწორად გადადგმული ნაბიჯი შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს თქვენთვის.
თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდა გაუმართლებელი მოლოდინის გამო, შეეცადეთ განსაჯოთ არა გრძნობით, არამედ საღი აზრით - ლოგიკისთვის ეს სასარგებლო იქნება! მომხდარის გაანალიზებისას თქვენ შეიძლება საინტერესო დასკვნებამდე მიხვიდეთ და სიტუაციიდან გამოსავალიც კი იპოვოთ, სინანული და უმოქმედობა კი ბედნიერების ნაცვლად დეპრესიამდე მიგიყვანთ.

4. ის ხშირად მტკენს გულს

თევზები მოწყვლადები არიან - ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც მათთან შეხება აქვს, ხოლო რომანტიკულ ურთიერთობებში ისინი ორმაგ მოწყვლადეობას იჩენენ. კარგია, თუ პარტნიორი სათუთად და ყურადღებით გექცევათ, მაგრამ ყველაზე მზრუნველმა პარტნიორმაც კი შეიძლება გული გატკინოთ, თან ისე, რომ საერთოდ არ უნდოდეს ეს. პრობლემა კიდევ იმაშია, რომ თევზები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან საკუთარი ემოციის გამოსავლენად, არ ცდილობენ გააჟღერონ მათი მიზეზები, რაც იწვევს მტკივნეული და უსიამოვნო სიტუაციების განმეორებას. პარტნიორის წინაშე სრულიად დაუცველად დარჩენის შიშით, თქვენ დუმილის კედელს ეფარებით სწორედ მაშინ, როცა კონსტრუქციულმა დიალოგმა შეიძლება კარგი შედეგები მოიტანოს.

მათ, ვინც რომანტიკულ ურთიერთობებში ჰარმონიის მიღწევას ცდილობს, მოუწევს საკუთარი სურვილების გაჟღერება, აზრების მკაფიოდ და გასაგებად გამოხატვა. ასეთ დროს თავი უნდა აარიდოთ დაუსრულებელი აზრის ან მინიშნებების გამოყენებას. მაშინაც კი, როცა თქვენც და პარტნიორიც ინტუიტიურ დონეზე უგებთ ერთმანეთს, საჭიროა მეტი ძალისხმევა, რომ ერთ ტალღაზე აღმოჩნდეთ.

თქვენ არ გაწყენდათ სიტყვა «არა»-ს გამოყენება პარტნიორთან ურთიერთობაში და საკუთარი აზრის დაფიქსირება - იცოდეთ, ეს უფრო მარტივია, ვიდრე ჩუმად იმის კეთება, რასაც უადგილოდ თვლით. თქვენ ასევე უნდა ებრძოლოთ კრიტიკისადმი ზედმეტ მგრძნობელობას, რაშიც კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.

5. ის არ მენდობა

ემოციურო და ღრმა დარდისკენ მიდრეკილი, რთული ნატურის მქონე თევზები ძნელად იჯერებენ, რომ გარშემო ყველა მათნაირი არ არის. თუ პარტნიორი არ გიყვებათ ყველა განცდის, ემოციის, შიშის შესახებ, საათობით არ გესაუბრებათ საკუთარი გრძნობების ასპექტებზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი არჩევანი არასწორ ადამიანზე შეჩერდა.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რამდენ დროს უთმობენ თქვენი ნაცნობები პრაქტიკული საკითხების მოგვარებას - სწორედ იმ საკითხების, რომლებსაც თქვენ ყურადღებასაც კი არ აქცევთ. შესაძლოა თქვენი პარტნიორიც მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ საკითხებს, რომლებიც თქვენში ინტერესს არ იწვევს და არ განიხილავს მათ თქვენთან, რადგან არ უნდა, რომ მოგაწყინოთ.

ყველა სხვა ზოდიაქოს ნიშანთან შედარებით, თევზებს სურთ იცოდნენ საკუთარი პარტნიორის შესახებ ყველაფერი, ფაქტიურად სულში ჩაძრომამდე. ეს ნაკარნახევია არა მესაკუთრეობის გრძნობით, არამედ გულახდილი ინტერესით. ასევე დიდ როლს ასრულებს ის, რომ თევზებს კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს წვრილმანები - შესაბამისად არ უნდათ მხედველობიდან გაუშვან რამე.
თუ თქვენ გინდათ პარტნიორისგან მეტი ნდობა და გულახდილობა - ნუ შეგეშინდებათ გამოკითხოთ, გულახდილად დაინტერესდით მისი საქმეებით. თქვენი ქცევა მომაბეზრებლად არ მოეჩვენებათ, რადგან თქვენ ტაქტის ბუნებრივი გრძნობა არასოდეს გტოვებთ.

6. ჩვენი ურთიერთობა მოსაწყენია

თევზები რომანტიკულ ურთიერთობებში მიისწრაფვიან სიღრმისა და ძლიერი გრძნობებისკენ, ვიდრე მრავალფეროვნებისკენ. სტაბილურობა და პროგნოზირებადი სიტუაცია ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან ახარებთ. თუმცა მათ დროდადრო ცვლილებების სურვილი იპყრობს, რაც მათი მხრიდან ისეთი საქციელის გამოვლენას იწვევს, რომელიც პარტნიორში ვნებასა და ძლიერ რეაქციებს აღძრავს.

თევზებს, რომლებსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვთ, ასეთიმა ქცევამ შეიძლება ჩაადენინოთ მცდარი საქციელი, როგორიცაა ღალატი და პარტნიორთან საბოლოოდ დაშორება მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ ხდება მათ ურთიერთობაში. თევზებს ასევე უჭირთ შეეგუონ იმ აზრს, რომ შეყვარებულობა და თავბრუდამხვევი რომანი იმ ურთიერთობის მხოლოდ რაღაც ნაწილია, რომელსაც ძალიან აფასებენ. მიუხედავად ამისა, თქვენს ხელშია საკუთარი ცხოვრების შეცვლა და გამრავალფეროვნება. ნუ დაივიწყებთ საკუთარ სურვილებს, მაგრამ დაკავდით იმ საქმითაც, რომელიც თქვენს პარტნიორს აინტერესებს.

საკუთარი ხასიათიდან ამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ რომანტიკულ ურთიერთობაში გადაეშვათ თავით და იგივეს ელით პარტნიორისგანაც. მაგრამ ღირს კი სამყარო ერთ ადამიანამდე დაიყვანოთ, თუნდაც ის ყველაზე კარგი იყოს? მოძებნეთ სასიამოვნო ემოციებისთვის დამატებითი შესაძლებლობები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნუ გეშინიათ ინიციატივის გამოჩენის. ერთად-ერთი კაშკაშა წეტილის როლის შესრულება ყველას არ სჭირდება და თუ იგივეს ელით რჩეულისგან ე.ი. ზედმეტს ითხოვთ. გარდა ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე ძლიერ შეყვარებულ წყვილშიც კი, პარტნიორების ემოციური მოთხოვნილებები შეიძლება იყოს განსხვავებული და ის, ვისაც ცხოვრება დაუკავშირეთ, ვერც კი ხვდება, რა არის თქვენი დისკომფორტის მიზეზი. გააჟღერეთ საკუთარი სურვილები, მაგრამ ნუ იწუწუნებთ მოწყენილობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორმა შეიძლება იფიქროს, რომ მისდამი ინტერესი დაკარგეთ.

7. მე არ ვარ დარწმუნებული ჩვენი ურთიერთობების სერიოზულობაში

თევზებს ადვილად უყვარდებათ და როგორც კი მეტ ან ნაკლებ გრძნობას განიცდიან, ეგრევე მომავალზე ოცნებას იწყებენ. თქვენი წარმოსახვა მდიდარია ერთად ცხოვრების იდეალური სურათებით, მაგრამ იმის აღიარებაც გიწევთ, რომ ძალიან იშვიათად აქვთ მათ რაიმე საერთო რეალობასთან. შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაზე საუბარი იმასთან, ვისაც ფაქტიურად არ იცნობთ? ან ღირს კი პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე ადამიანის გაკიცხვა არასერიოზულ დამოკიდებულებაში? არ დაივიწყოთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა, მათ შორის რომანტიკულიც, დროთა განმავლობაში ვითარდება და ასევე დროთა განმავლობაში იცვლება. თავიდან მასში ვერანაირ ვალდებულებებს ვერ ხედავთ, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა გასერიოზულდება, როცა თქვენ ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები გახდებით.
თქვენ უნდა იფიქროთ არამარტო მომავალზე, არამედ აწმყოზეც, შეაფასოთ ახლობელი ადამიანის ქცევა. ხშირად ურთიერთობების სერიოზულობა არ არის საკმარისი ქორწინების ან მთელი თავისუფალი დროის ერთად გატარებისთვის.

თევზებს საკუთარი თავის რწმენა არ ახასიათებთ და სწორედ ამიტომ მათ ეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები არ აფასებენ. დაიჯერეთ, რომ გაქვთ ღირსება, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება საყვარელი ადამიანის მხრიდან. ნუ ეძებთ დრამატულ განცდებს იქ, სადაც მათი არსებობის საბაბიც კი არ არის. თქვენ მშვენივრად იცით - ბევრის მოხიბვლა შეგიძლიათ, რის გამოც გიჩნდებათ ეჭვი, რომ თქვენი ნატურა ვინმეს სერიოზულად, ღრმად და გულახდილად დააინტერესებს.

და ბოლოს, იყავით უფრო მხიარული და ოპტიმისტი. თქვენ ერთვებით რომანტიკულ ურთიერთობაში, რომლისგანაც ელით ბედნიერებას, სიხარულს და არა განცდებს და უბედურებას, ასე არ არის?

ფსიქოლოგიური პორტრეტი

თევზების ნიშანი პასიურია, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არ არიან შეუპოვრები და მიზანდასახულები. არ შეუძლიათ ვითარებას შეეწინააღმდეგონ, ისინი ეძლევიან ოცნებას, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება და არ დარდობენ წვრილმანების გამო. ზოგადად გაწონასწორებულნი არიან; თუ რაიმე ემოცია გაუჩნდებათ, ძალიან ცოტახნით, თან ეს ყველაფერი შეუმჩნეველია. თევზები უფრთხილდებიან თავიანთ სიმშვიდეს და განცდებს არ აძლევენ მათი სულიერი სიმშვიდის დარღვევის უფლებას. უმნიშვნელო გადაწყეტილებასაც კი რთულად და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ იღებენ, თუმცა ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა მხრივ აანალიზებენ სიტუაციას; უბრალოდ მათ უჭირთ მობილიზება და კონცენტრაცია რაიმე კონკრეტულზე. ეს ადამიანები უფრო ინტუიციას ენდობიან და სჯერათ ბედის ნიშნების.

თევზებს არ ახასიათებთ მერკანტილურობა და სახელის მოხვეჭა; მათთვის სასიამოვნოა დაეხმარონ სხვებს ვიდრე საკუთარ თავს. თევზებისგან უნდა ელოდეთ სიტყვიერ ნუგეშს და თანადგომას, ვიდრე საქმეს, სამაგიეროდ ისინი კარგად ახერხებენ აიძულონ სხვები დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ეს სჭირდება. თევზები ერიდებიან კონკურენციას და კონფლიქტს, როცა სიტუაცია იძაბება, ცდილობენ რაც შეიძლება შორს იყვნენ მისგან. მათთვის მისაღებია ვინმესგან შეთავაზებული მფარველობა. თევზებს უცნაური ინტელექტი აქვთ: განსჯა გაუგებარია, მსოფლმხედველობა არაერთმნიშვნელოვანი, ხოლო გარესამყაროზე წარმოდგენა საკამათო. თევზებს შორის ბევრი წარუმატებელი ადამიანია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც აღწევს ჰარმონიას და ბედნიერებას.

ჯანმრთელობა

თევზებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ალკოჰოლი და ნარკოტიკები - ამ ნიშნის ადამიანებს უჭირთ მავნე ჩვევებზე უარის თქმა. სამაგიეროდ ისინი მიდრეკილნი არ არიან უაზრო ჭამისკენ, რაც აიხსნება მადის არ ქონით. საერთოდ, თევზებმა უნდა იზრუნონ სწორ რაციონზე. მათი სუსტი ორგანიზმისთვის ვიტამინების ან სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს და კატასტროფული შედეგებით დასრულდეს. იგივე შეიძლება ითქვას სუფთა ჰაერზე, მზის შუქზე და გონივრულ ფიზიკურ დატვირთვებზე. თევზებს სუსტი ფილტვები და სუსტი იმუნიტეტი აქვთ: ისინი ძალიან ადვილად ხდებიან ავად და არ უყვართ ექიმთან მისვლა. თუმცა მათი ორგანიზმი გარეგნული სისუსტის ფონზე მაინც ახერხებს სირთულეებთან გამკლავებას.

თევზები მგრძნობიარენი არიან გარემოცვაში არსებული მდგომარეობის მიმართ და შეიძლება ავად გახდნენ იმის გამო, რომ არ ჰყოფნით შუქი და სითბო, ზოგჯერ კი იმიტომ, რომ ოთახი, სადაც ცხოვრობენ ან მუშაობენ ცუდად არის მოწყობილი. თევზები ამ მხრივ საკუთარ თავს ანგარიშს არ უწევს, შესაბამისად არანაირ ზომებს არ იღებს, თუ ვინმე მიხვდება ამას და შეცვლის სიტუაციას, მაშინვე გამოკეთდებიან. ბევრი თევზებისთვის სერიოზული პრობლემა ხდება უძილობა. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვები, სუნთქვის ვარჯიშები და არა მედიკამენტები: ამ ნიშნის ადამიანებისთვის მედიკამენტების ხშირი და თვითნებური გამოყენება ძალიან საზიანოა.

სექსუალობა

თევზები ჩვეულებრივ მიმზიდველები არიან, მათ შეუძლიათ თავიანთ ღირსებებს ხაზი გაუსვან და მოხიბლონ. ამ ოსტატობას მთელი ცხოვრება აწრთობენ იმ იმედით, რომ ერთხელ თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. ამის მოლოდინით თევზები დროს ატარებს რომანტიკულ პაემნებზე.

თევზები მრავალფეროვნები არიან სექსში, თუმცა პარტნიორს თავს არ ახვევენ არაფერს, ამიტომ ხშირად იმედგაცრუებას გრძნობენ. ზოგადად ამ ნიშნის ადამიანები არჩევენ ხმამაღლა არ ისაუბრონ საკუთარ სურვილებზე, საშუალებას აძლევენ რჩეულს თავად მიხვდეს და დასკვნები გააკეთოს. პრაქტიკულად ყველა თევზები ეძლევიან ვნებებს როცა შესაფერისი და მიმზიდველი გარემოა; ამ შემთხვევაში მათთვის ადვილია საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ საქმე ეხება ნამდვილ სიყვარულს და არა უბრალოდ სექსს.

თევზებს უყვართ მოგზაურობა და საკურორტო რომანებიც ხშირად აქვთ. სახლიდან შორს ეს ადამიანები ადვილად დუნდებიან და საკუთარ სახიათს თავისუფლებას ანიჭებენ. ყველაზე მოკლევადიანი კავშირის გაწყვეტასაც კი თევზები ძალიან ნანობენ. მათ ცოტა დრო სჭირდებათ, რომ წარმოიდგინონ ლამაზი მომავალი და შეეგუონ აზრს, რომ ის დადგება. ილუზიების მსხვრევა, სრულიად უსაფუძვლოსიც კი, თევზებს მელანქოლიასა და დეპრესიაში აგდებს.

კულინარიული მიდრეკილება

თევზები დიდ ყურადღებას არ აქცევენ კვებას. მათ შეუძლიათ მშიერი ისხნდნენ, ვიდრე მაცივარში არსებული პროდუქტით რაიმე მოამზადონ. თევზებმა არ უნდა გამოიყენონ ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვები, რაც მათი ორგანიზმისთვის ძალიან მძიმეა, ასევე ცხარე სოუსები და ზედმეტი ტკბილეული. კარგი იქნება თუ კარტოფილს ბრინჯით ან წიწიბურით ჩაანაცვლებთ. ასევე სასარგებლო იქნება მოხარშული ბოსტნეული (ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო).

თევზისთვის სასარგებლოა გარგარის ჩირი, ქიშმიში, ასევე თხილის ნაირსახეობები. რაციონიდან არ უნდა გამორიცხონ ნედლი ბოსტნეული.

საბავშვო ჰოროსკოპი

 

ბავშვი-თევზები - მეოცნებე და ფანტაზიორია დაბადებიდან. სახლში, სადაც ასეთი ბავშვია, არ იციან რა არის მოწყენილობა, ერთი დღე არ ჰგავს მეორეს, სულ რაღაც ხდება, რაც ადამიანებს სასწაულების არსებობას აჯერებს. ბავშვი-თევზები, თანატოლებისგან განსხვავებით, არ ჩქარობენ მალე გაიზარდონ, მათ ძალიან მოსწონთ, როცა მათზე ზრუნავენ. მოსწონთ, რომ არ აწუხებთ პასუხისმგებლობა. ჩვეულებრვი თევზები ცხოვრობენ ისე, როგორც მოსწონთ; ძალიან რთულია ბავშვი-თევზების დღის რეჟიმისა და სწორი კვების მიჩვევა. ასევე ხშირია თანატოლებთან ადაპტაციის პრობლემა - თევზები არ აღიარებენ საერთო წესებს. ასეთი ბავშები ცდილობენ უფროსებთან ახლოს ყოფნას, მაშინაც კი, როცა ზრდასრულ ასაკს აღწევენ და შეიძლება, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ. მხარდაჭერის გარეშე რწმენა აკლიათ და იბნევიან.

თევზების მშობლებმა ბავშვები უნდა მიაჩვიონ ყოველდღიური დავალებების შესრულებას, რაც თანატოლებთან ურთიერთობასაც გულისხმობს. თევზები ძალიან გულჩვილები არიან. უხეშად ნათქვამი სიტყვის გამო შეიძლება ცრემლად დაიღვარონ, კრიტიკული შენიშვნისთვის კი საშინელება ემართებათ. ასეთი ბავშვები მუდმივად ითხოვენ მშობლებისგან სიყვარულის დამტკიცებას, თან საქმე ძალიან ძვირადღირებულ მტკიცებულებებს ეხება.

თევზებს აქვთ მუსიკალული, სამხატვრო და ლიტერატურული მონაცემები; ზუსტი მეცნიერებების ათვისება უჭირთ. ადვილად ითვისებენ უცხო ენებს, წერით უნარებში კი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან - მშობლიურ ენაშიც კი. სწავლაში წარმატებები დამოკიდებულია სკოლაში არსებულ გარემოზე, რომლის კომფორტულობას თევზებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს; თევზების მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ როგორი ურთიერთობა აქვს მათ შვილს პედაგოგებთან და თანაკლასელებთან.

მიუხედავად გარეგნული სიგამხდრისა, ბავშვი-თევზები არც თუ ისე სუსტები არიან ჯანმრთელობის მხრივ. თუმცა მავნე ჩვევებს ადვილად ითვისებენ - ეს ეხება კვებას, ჩაცმას, კომპიუტერთან განუზომლად ჯდომას. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ბავშვი არ ვნებდეს თავის ჯანმრთელობას.