ტექნიკური კრეატიულობისა და გამომგონებლობისკენ მიდრეკილი თევზებისთვის, ეს კვირა საკმაოდ პროდუქტიული იქნება. მარტივად შეძლებთ საინტერესო ტექნიკური გადაწყვეტების პოვნას და შრომის პროდუქტიულობის გაზრდას. რეკომენდებულია კვირის დასაწყისში მკაფიო სამოქმედო გეგმა-გრაფიკის გაწერა. თანმიმდევრულობა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ეს პერიოდი კარგი დროა მათთვის, ვინც სამსხურს ეძებს, რადგან მიიღებენ დასაქმების საუკეთესო შეთავაზებებს. საქმიანი კავშირების გამოყენებით და ინფორმაციის ნაკადების მართვით, თქვენი შრომა უფრო მეტი შედეგების მომტანი იქნება. კვირის ბოლოს, მარტივად მოხდება საქმიანი დოკუმენტაციის მომზადება-გაფორმება, ინფორმაციის დეტალურად დამუშავება და გაიზრდება სასაქონლო-ფულადი ბრუნვა ვაჭრობის სფეროში. წარმატებას მიაღწევენ საკონსულტაციო სფეროში დასაქმებული თევზები. თქვენს გარშემო, შესაძლოა გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც თანამშრომლობის ძალიან საინტერესო შემოთავაზებები ექნებათ.