ამ კვირაში, ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეებია შეყვარებული თევზებისთვის. ინტუიცია დაგეხმარებათ იპოვოთ სწორი სიტყვები საყვარელ ადამიანთან სასაუბროდ მაშინაც კი, თუ ფიზიკურად ერთმანეთისგან ძალიან შორს ხართ. ზოგადად, თევზებს ძალიან უჭირთ საკუთარ გრძნობებში გარკვევა, მიდრეკილნი არიან ნეგატიური და მელანქოლიური განწყობისკენ, ამიტომ, ეს პერიოდი მათთვის ერთგვარი გამოცდილების მიღებისა და პრაქტიკული აქტიოვბისთვის სრულიად შესაფერისი იქნება. კვირის ბოლოს, რეკომენდირებულია დაგეგმოთ პაემანი მშვიდ გარემოში, რათა საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი შეძლოთ.