ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპები

კვირის თვის
9 ნოემბერი - 15 ნოემბერი
ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, რომ ეს კვირა გამოიყენონ საქმიანი ურთიერთობების გასაძლიერებლად და გასავითარებლად. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გარშემო კონკრეტული ინფორმაციით ან თანამშრომლობის შეთავაზებებით გამოჩნდებიან. ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია შეიძლება მომავალში ძალიან სასარგებლო იყოს თქვენი კარიერული წინსვლისა და ბიზნესის გამვითარებისთვის. გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა და აქედან მიღებული შემოსავალი. ნაყოფიერად ჩაივლის საქმიანი დოკუმენტების მომზადების და გაფორმების პროცესი. შეძლებთ ბიზნეს-კავშირების განმტკიცებას და საჭირო ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას. თუ გავლენიანი მფარველი გყავთ, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ. კარგი პერიოდი ელის მათ, ვისი სამუშაოც უკავშირდება საზოგადოებასთან ურთიერთობას. ნაყოფიერი და შედეგიანი პერიოდისთვის, რეკომენდირებულია მშვიდ და განმარტოვებულ გარემოში მუშაობა.