ტყუპებს სხვა ნიშნებისგან გამოარჩევს განსაკუთრებული გაორება და არამდგრადობა ბევრ ქცევაში. მათ შეუძლიათ სიტუაცია ორმხრივად შეაფასონ ერთდროულად, ერთი და იგივე მომენტში განიცადონ სიყვარული და სიძულვილი, ზოგჯერ თავადაც არ ესმით საკუთარი ბუნების სირთულე. ტყუპები ცვალებადი ამინდივით არიან. ისინი აუტანლები იქნებოდნენ, რომ არ ჰქონდეთ მომხიბვლელობა. მათ უყვართ ურთიერთობა, მათთან საუბარი სასიამოვნოა, ამასთან საინტერესოც, რადგან მათ ბევრი თავგადასავლები აქვთ. გარდა ამისა, ტყუპები ადვილად ითვისებენ ცოდნას, რომელიც მათთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარია და ადვილად უზიარებენ სხვებს.
ტყუები დაკვირვებულები არიან, თუმცა აქედან სარგებლობას ვერანაირს ვერ ნახულობენ; უარესიც, ისინი ხშირად საეჭვოდ გამოიყურებიან, როცა ყველა წვრილმას ყურადღებას აქცევენ და სრულიად არასწორად ახდენენ ამ ყველაფრის ინტერპრეტირებას.
ტყუპები მიდრეკილნი არიან შურიანობისკენ და თვლიან, რომ თავად ცხოვრობენ შურიანებს შორის. ზოგჯერ ყველაზე ახლო მეგობრებშიც კი მტერს ხედავენ. მათი გაგება რთულია და ბევრი მათ თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. ტყუპები თუ ვინმეს ატყუებენ, ეს პირველ რიგში საკუთარი თავია. ტყუპების ცხოვრებაში ყველაფერი გაორებულია, ვარსკვლავების მათდამი დამოკიდებულებაც კი: ერთის მხრივ ბედი მათ არასტაბილურობას აძლევს, ხოლო მეორეს მხრივ - დაუზარებლად უგზავნის ისეც გამოცდას, რომლის გავლის შემდეგ ტყუპები იძენენ შეუპოვრობასა და მიზანდასახულობას.
მამაკაცი-ტყუპები მთელი ცხოვრების მანძილზე ინვითარებენ საკუთარი ინტერესბის სფეროს, მაგრამ დასახული მიზნისკენ მიდიან არა პირდაპირი, არამედ უფრო ადვილი გზით - ეს მათ თავისთავად გამოსდით. ისინი შეიძლება დაინტერესდნენ სხვადასხვა საგნებით, მაგრამ სერიოზულად არც ერთი მათგანით, ასევე რისკავენ შიშის განცდის გარეშე.
ტყუპი-ქალბატონები ერუდირებულნი და ჭკვიანები არიან. ადვილად სწავლობენ და გამოირჩევიან პრაქტიკულობით. ტყუპი-ქალბატონი იშვიათად გამოარჩევს რაიმე მნიშვნელოვანს მეორეხარისხოვანისგან, ის დაბნეულად გამოიყურება, მაგრამ შეიძლება იყოს მომენტალური და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შეუძლია მოემზადოს ახალი ბიძგისთვის.
ალექსანდრე კალიოსტრო, როდრიგეს ველასკესი, არტურ კონან დოილი, თომას იუნგი, ერნესტო ჩე გევარა, კარლ ფაბერჟე, მერლინ მონრო, ჯონ კენედი, რობერტ შუმანი, რიჰარდ შტრაუსი, ჯეიმს ბელუში, პრინცი, პოლ მაკარტნი, ნაომი კემპბელი, კაილი მინოგი, ნიკოლ კიდმანი, შტეფი გრაფი.
ტყუპების სტიქია არის ჰაერი და მათი ხასიათი მოგვაგონებს ნიავს. ისინი მსუბუქი და მოუხელთებელი არსებები არიან, მათ აქვთ შესაძლებლობა აუცილებელნი გახდნენ ნებისმიერ გარემოცვაში, ამასთან თავს არ იტვირთავენ სხვისი პრობლემებით და საზრუნავით.
ტყუპების არსებობა ყოველთვის იგრძნობა - ყოველგვარი ძალ-ღონის ჩადების გარეშე «ქმნიან ამინდს». ჰაერის ყველა ნიშნებიდან (მერწყული, ტყუპები, სასწორი), ტყუპები გაცილებით არამდგრადები არიან, მაგრამ სწორედ მათ ხასიათში არსებული ხალასი მიმღეობა და ცოტა სიცივე ერთმანეთს საუკეთესოდ შეეფერება.
ტყუპების არსებობის აუცილებელი პირობაა - თავისუფლება. არ შეიძლება ქარის დაკავება, გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ გაგახარებთ მისი დაბრუნება თქვენს მხარეში.
ტყუპები არისტოკრატულები არიან და მათი ადგილი სცენაზეა, რამპის შუქზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ არ შეუძლიათ მოგონილი განცდების რეალურისგან გარჩევა, ამიტომ ტყუპებისთვის თეატრალური კარიერა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.
წარმატებულია ტყუპების მხრიდან სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობა, ძირითადად თეორეტიკულში. ამ ნიშნის ადამიანები ადვილად ითვისებენ ახალ ცოდნას, მათ იტაცებთ პროგრესული იდეები და არ უარყოფენ საკამათო თეზისებს მანამ, სანამ პრაქტიკაში არ გამოცდიან. ტყუპები კარგი ადვოკატები, ასევე კარგი მასწავლებლები ხდებიან. ზოგადად მათ ცხოვრების ყველა სფერო იტაცებთ, რაც დაკავშირებულია საჯარო გამოსვლებთან და ყურადღებას ითხოვს.
ტყუპები ჩვეულებრივ ტაქტიანი და დიპლომატიურები არიან, მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა პოლიტიკაში, თუმცა ბრწყინვალე კარიერა შეიძლება ჩამოიმსხვრეს ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომის გამო. ბირჟაზე თამაში - კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ტყუპები წარმატებას აღწევენ. ისინი თვლიან, რომ გადაწყვეტილებებს ინტუიციის კარნახით იღებენ, სინამდვილეში კი სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებენ, ხოლო გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ.
ტყუპები ხშირად შეუძლებელს ნატრობენ და მათი პირველი სიყვარული ჩვეულებრივ უბედურია. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ტყუპების რიცხვში არის ბევრი თაყვანისმცემელი და ცნობილი ადამიანების ფანატები, განსაკუთრებით მსახიობების; ამ უკანასკნელებთან ტყუპებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.
სასიყვარულო ფრონტზე მარცხისას ტყუპები გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის მანძლზე იტანჯებიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრობლემის დროს. ტყუპების გულის დატყვევება შეუძლია მხოლოდ ჭკვიან პარტნიორს, რომელიც კარგი მეგობარი და საინტერესო თანამოსაუბრეც იქნება. მას უნდა შეეძლოს მსოფლმხედველობის ისევე სწრაფად გაფართოვება, როგორც ამას აკეთებს ტყუპები. ტყუპები არ მიისწრაფიან ქორწინებისკენ, მათ არ უყვართ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, პანიკურად ეშინიათ რუტინის და ერთფეროვანი ოჯახური ცხოვრების. ამასთან, პარტნიორის მიმართ ერთგულება ტყუპებს დიდი ხნის მანძილზე შეუძლია, თუმცა მისთვის საკმარისია მცირედი შესაძლებლობაც კი, რომ სიტუაცია შეცვალოს. არის ტყუპების მეორე ნაწილი, რომლებიც სხვა უკიდურესობაში ვარდებიან, ისწრაფვიან საკურთხევლისკენ „მეორე ნახევართან“ რამოდენიმედღიანი ნაცნობიბის შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდება მხოლოდ „მორიგი“ სიყვარული. ასევე სწრაფად უყვარდებათ მათ და ცდილობენ შეცვალონ ცხოვრების წინა თანამგზავრი ახლით.
მამაკაცი-ტყუპები შეუდარებელი გამომგონებლები არიან, როცა ცდილობენ სასურველი ქალის გული მოიგონ, თუმცა ჩვეულებრივ მალე კარგავენ მის მიმართ ინტერესს. ისინი დაუღალავად ცდიან მის მოთმინებას, დაუსრულებლად მიდიან და ბრუნდებიან.
ქალი-ტყუპები არაპროგნოზირებადები არიან ახალგაზრდობაში და შეუდარებელი ზრდასრულ ასაკში. მათი არაჩვეულებრივი ცვალებადობა ხიბლავს ყველას, თუმცა ამ ნიშნის ქალბატონები შეზღუდვებს, რომელბიც ტრადიციულ ოჯახურ ცხოვრებას ახლავს, არანაირად არ აღიარებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შორის გაჩაღებული რომანი შეიძლება იყოს ბედნიერიც და უბედურიც.
დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - გრძნობა, რომელიც წყვილს აკავშირებს, არ იქნება მხოლო სიყვარული. ვერძთან კავშირი ხანმოკლე იქნება, თუ მასში ჩადებული არ იქნა საერთო ინტერესები. ჰარმონიული იქნება მერწყულთან კავშირი, მაგრამ საუბარია რომანზე, შესაძლოა ვნებიანზე, ოღონდ არა ქორწინებაზე. კარგია კავშირი თხის რქასთან, თუმცა, ამ უკანასკნელს მოუწევს შეეგუოს ტყუპების ცვალებად ხასიათს. საერთოდ, მიწის ნიშნებიდან ტყუპებისთვის უკეთესია აირჩიოს კურო. ერთმანეთში ეჭვის შეტანა დააშორებს ტყუპების და თევზების წყვილს, ხოლო დაუსრულებელი ყოყმანი ხელს შეუშლის ბედნიერი იყოს სასწორთან.
ტყუპები მომხიბვლელები არიან და შეუძლიათ განუმეორებელნი იყვნენ - ამაზე ვერავინ იდავებს. ისინი ადვილად აბამენ ახალ ურთიერთობებს, პოულობენ მეგობრებს, თაყვანისმცემლებს და ამისთვის ძალისხმევა სულაც არ სჭირდებათ. თითქოს ასეთმა ხასიათმა და შესაძლებლობებმა ტყუპებს გზა უნდა გაუხსნას ბედნიერებისკენ და რომანტიკული ურთიერთობებისკენ, მაგრამ ასეთი ადამიანებიც იტანჯებიან მარტოობით, სულიერი დისკომფორტით და სიცარიელის განცდით.
ტყუპებს ჩვეულებრივ მრავალმხრივი ინტერესები აქვთ, ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის აქტიურები არიან და არ იციან საზღვარი სიახლისკენ ლტოლვისას. მათთან ურთიერთობის დალაგება უჭირთ ადამიანებს, ვისაც სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს, ასევე უბრალოდ მშვიდობის მოყვარულ ადამიანებსაც, რადგან ტყუპებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ნებისმიერ წვრილმანში დიდი ჩხუბის საბაბი დაინახონ, ხოლო მათი განსჯის ლოგიკა ცოტა ვინმესთვის თუ არის გასაგები. არც თუ ისე ცუდი ორატორი ტყუპები, ლამის საუბრის შესაძლებლობას კარგავენ, როცა ვინმეს საკუთარი ქცევის მიზეზებს უხსნიან, თუმცა თავად მშვენივრად იციან რას, როდის და რატომ აკეთებენ. ამრიგად, ტყუპებს იშვიათად უგებს პარტნიორი, ჩვეულებრივ ის გამოცანად რჩება, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა.
სიყვარულში ამ ნიშნის ადამიანები უსაღვროდ ბედნიერები შეიძლება იყვნენ და ამავდროულად ძალიან უბედურებიც. მთავარი, რაც მათგან მოითხოვება - ეს არის საკუთარი მდგომარეობის კონტროლი, რადგან უბედური ტყუპები ტანჯავს არამატო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც და ნამდვილი განსაცდელი ხდებიან.
შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:
1. მას ჩემი არ ესმის
ყველა წყვილს აქვს ისეთი სიტუაცია, როცა ერთმანეთის შეხედულების გაზიარება ან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. ტყუპებს ასეთი პერიოდი ხშირად აქვთ, ვიდრე სხვა ნიშნებს და ეს ყველაფერი მათთან კიდევ უფრო ხანგრძლივად გრძელდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ტყუპები საკუთარ გრძნობებში ისე კარგად ვერ ერკვევივან, როგორც სურვილებში, ამიტომ არ შეუძლიათ აუხსნან სხვებს სინამდვილეში რა სჭირთ. ამის გამო გამოიყურებიან კაპრიზულ, გაუწონასწორებელ და არაპროგნოზირებად ადამიანად.
ტყუპებო, ნუ დაიშურებთ დროს თვითანალიზისთვის - ეს რომანტიკულ ურთიერთობებშიც გმოგადგებათ. მეორე რთული მომენტი დაკავშირებულია იმასთან, რომ თქვენ პარტნიორს იმაზე მეტს ესაუბრებით, ვიდრე უსმენთ და ხშირად არ შეგიძლიათ ღირსეულად შეაფასოთ მისი რჩევები, რომელთა გათვალისწინება სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებოდათ.
ისწავლეთ მოსმენა, გამოიყენეთ და გააანალიზეთ ინფორმაცია, რომელსაც რჩეულისგან იღებთ, ამით ძალიან გაუმარტივებთ ცხოვრებას მასაც და საკუთარ თავსაც . ასევე უნდა ითქვას, რომ ტყუპები იშვიათად არიან ერთი და იგივეზე კონცენტრირებულნი, ხშირად ავიწყდებათ ამა თუ იმ პრობლემის შესახებ მანამ, სანამ მას გადაჭრიან. ამის გამო პარტნიორმა შეიძლება ძალიან უჭკუობად ჩაგთვალოთ და სერიოზულად გაგინაწყენდეთ თქვენი «არასერიოზული» დამოკიდებულების გამო.
მაშ ასე, ტყუპებო, შეისწავლეთ საკუთარი გრძნობები და მიაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია პარტნიორს, მოუსმინეთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ სერიოზულად მიუდექით პრობლემებსაც.
2. ჩემი რომანტიკული გატაცებები არ გადადის სერიოზულ ურთიერთობაში
ტყუპები ძალიან მომხიბვლელნი არიან, ხოლო ფლირტი ან მსუფუქი გატაცება მათთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ ლამაზი რომანი არ მიდის ქორწინებამდე ან სტაბილურ წყვილად ჩამოყალიბებამდე, მისი შეცვლა კი შეიძლება იყოს გაცილებით დასამახსოვრებელი, მაგრამ არა უფრო «მყარი».
თავდაპირველად თქვენ უნდა გაერკვეთ სიტუაციის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაში. ხშირად ტყუპები ფიქრობენ, რომ მათთვის საკმარისია მსუბუქი, ზედაპირული ურთიერთობები, რაც ზედმეტად არ ეხება გრძნობებს. თუმცა თავადად გარკვეულ დისკომფორტს გრძნობენ მუდმივი პარტნიორის არყოლით.
გაერკვიეთ საკუთარ თავში და გაარკვიეთ სინამდვილეში რისკენ ისწრაფვით. გამოხატეთ გრძნობები, რომლებსაც განიცდით: სავსებით შესაძლებელია, რომ პარტნიორს თქვენი გული აუღებელ ციხესიმაგრედ ეჩვენება და სწორედ ამიტომ, დიდი ხნის ალყის შემდეგ მას ურჩევნია დაგტოვოთ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი - ტყუპების ჩვევა, რომლის გამოც არ ან ვერ ახერხებენ კონცენტრაცია გააკეთონ სწორი პარტნიორის არჩევაზე. ხშირად, საკუთარ გარემოცვაში ხალასი და მომხიბვლელი ადამიანის აღმოჩენისას, ტყუპები მიილტვიან მისკენ და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რომ მაგალითად ეს ადმაიანი დაქორწინებულია, ან არ განიცდის არანაირ ინტერესს მის მიმართ, შესაძლოა სულაც დროის გატარება უნდა ტყუპების კამპანიაში და არ აპირებს დათმოს თავისუფლება.
3. ურთიერთობა კარგად იწყება, მაგრამ მალევე ფუჭდება
შეყვარებული ტყუპები ან უზომოდ ბედნიერები არიან, ან უბედურები და მათი ჩვევა, დღეში რამოდენიმეჯერ შეიცვალონ ხასიათი, საშუალებას არ აძლევთ შეეგუონ ამ ყველაფერს. რა უნდა ქნან, თუ ბედნიერად სულ უფრო ნაკელბად გრძნობენ თავს, ხოლო პრობლემები ყოველდღიურად მეტი ხდება? ტყუპების სასიყვარულო ურთიერთობები ხშირად ირღვევა მანამ, სანამ ასე თუ ისე სერიოზულ დონეს მიაღწევს. თუ ყურადღებას არ მიაქცევენ პრობლემები მატულობს. ტყუპები სწორედ ასე იქცევიან - კონცენტრირდებიან სასიამოვნო ასპექტებზე და მხედველობიდან ეპარებათ მომენტები, რომლებზეც საჭიროა მუშაობა.
შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შექმნათ «იდეალური» ურთიერთობების ილუზია, დაკმაყოფილდნენ მისი მინიმალური სრულყოფილებით, მაგრამ სირთულეები თავს არ დამალავენ და დაარღვევენ იმას, რაც თქვენ ჰარმონიად მიგაჩნიათ. სწორედ ტყუპებს შეუძლიათ აირჩიონ არასწორი ადამიანი, მოიხიბლონ მისით და ვერც კი შეამჩნიონ, რომ საქმე აქვთ მატყუარა, მანიპულატორ და ტირან პიროვნებასთან.
ტყუპებო, შეეცადეთ რეალისტები იყოთ და არ მისცეთ საკუთარ თავს არსებული პრობლემების დავიწყების უფლება. ზოგჯერ ურთიერთობები «ირღვევა» სწორედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ არსებობა და მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს.
4. მე მიყვარს ის, მაგრამ სხვებიც მომწონს. მიჭირს ერთგული ვიყო ერთი პარტნიორის მიმართ
აუცილებელი არ არის საქმე ღალატს ეხებოდეს; მოცემული სიტუაცია ტყუპების მთავარი პრობლემის ერთ-ერთი ნაწილია, რაც გამოიხატება ერთი და იგივეზე კონცენტრაციის არქონაში. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ რამოდენიმე ადამიანის გრძნობით, შეგიძლიათ გული გაუტეხოთ, მაგრამ ამ ყველაფერს არ მოაქვს მთავარი - ბედნიერების განცდა.
ტყუპებს ეჩვენებათ ყველაზე საინტერესოდ ურთიერთობის დასაწყისი; ამ დროს ერთის მხრივ აქვთ მუდმივი პარტნიორის ყოლის სურვილი, ხოლო მეორეს მხრივ ეშინიათ სერიოზული ურთიერთობების, როგორც მოსაწყენის. დაგვიჯერეთ, რომანის გაგრძელება არანაკლებ მომხიბვლელი შეიძლება იყოს, ვიდრე მისი დაწყება, რა თქმა უნდა თუ თქვენი არჩევანი ღირსეულ ადამიანზე გაკეთდება.
თუ თქვენ ახალი პარტნიორის ძებნას იწყებთ არა იმიტომ, რომ რჩეულმა იმედები გაგიცრუათ, არამედ იმიტომ, რომ ურთიერთობები არასასურველად ვითარდება, შეჩერდით - თქვენ შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა და იმ ადამიანის შენარჩუნება, ვინც თქვენთვის ძვირფასია, ოღნდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად გამოიყენებთ საკუთარ განსაკუთრებულ ძალებს და შესაძლებლობებს, რომლებითაც ბუნებამ დაგაჯილდოვათ. რაც უფრო ყურადღებით იქნებით პარტნიორის მიმართ, მით უფრო მეტს გაიგებთ მისი ხასიათის შესახებ. გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელიც გიყვართ - ეს უდიდესი სამყაროა და მისი კვლევა შეიძლება დაუსრულებლად ისე, რომ მუდამ გაკვირვებული და გახარებული იყოთ.
5. მე არ შემიძლია პარტნიორის სწორად არჩევა
«უბედური სიყვარულის» რაოდენობით და მიჩვევით, რასაც მეტი უბედურება მოაქვს, ვიდრე ბედნიერება, ტყუპები სხვა ნიშნებზე მეტად გამოირჩევიან. ადვილად აყვარებენ თავს სხვებს და თავადაც ადვილად კარგავენ თავს, შემდეგ კი უკვირთ, რომ ვნების ობიექტი სულ უფრო ნაკლებ მიმზიდველი ხდება მათთვის.
როგორც წესი, ტყუპებს აღიზიანებს პარტნიორის მხრიდან პრაქტიკულ საკითხებზე კონცენტრაცია, მისი მაღალი მოთხოვნები, ქცევის კონტროლი. მეორეს მხრივ, თუ ტყუპებს უყვარდებათ ადამიანი, რომელიც მას ჰგავს, ურთიერთობა ძალიან კარგია, ხშირად ხანგრძლივად გრძელდება, არ განიცდის საყოფაცხოვრებო პრობლემებისგან და ყოველდღიური წვრილმანებისგან დისკომფორტს.
ტყუპებო, გახსოვდეთ, რომ პარტნიორის შერჩევას სერიოზულად უნდა მიუდგეთ. ისწავლეთ გარშემომყოფთა ქცევის და საკუთარი რეაქციის გაანალიზება - ასე თავს დაიზღვევთ სასიყვარულო ურთიერთობებში გაღიზიანებისგან. დაკვირვება შეგიძიათ არამარტო იმ ადამიანზე, ვინც მოგწონთ, არამედ კოლეგებზე და მეგობრებზეც; სხვების ქცევაზე საკუთარი რეაქციის გარკვევას რომ ისწავლით, თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ შეცდომებს, რაც დაკავშირებულია პარტნიორის არასწორ შერჩევასთან.
6. მე მარტოობით ვიტანჯები
გახსნილი, ქმედითი, მხირული ტყუპები იშვიათად აღიარებენ იმას, რომ მარტოობა სტანჯავთ და არ ჰყავთ ადამიანი, რომელსაც ენდობიან. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ მომხიბვლელ, მხიარულ და აქტიურ ტყუპებსაც კი უჭირთ წყვილის ნახვა. მათ გარემოცვაში მუდმივად არის ადამიანი, თან არა ერთი, ვინც განსაკუთრებულ ინტერესს გრძნობს მათ მიმართ, თუმცა ამას არ აღიარებს, რადგან ეშინია ტყუპების მომაკვდინებელი ირონიის მსხვერპლი არ გახდეს ან არ მიიღოს უარყოფითი და საწყენი პასუხი.
ტყუპებისთვის უმჯობესია იყვნენ ბუნებრივები, ეს სწორედ ის არის, რაც მათ აკლიათ. არ უნდა მოიწყინონ, მოითხოვონ დახმარება და მხარდაჭერა, წარმოაჩინონ დაინტერესება. ხშირად გარემოცვა ვერც კი ხვდება, რომ რამე აწუხებთ, ამიტომაც პირველ ნაბიჯს არავინ დგამს მათკენ.
ტყუპებს უნდა ახსოვდეთ, რომ ურთიერთობებში გულახდილობა და გარკვეული თემები მნიშვნელოვანია, ხოლო პრობლემების გადასაწყვეტად ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ ამ საკითხისადმი ინტერესის გამოვლენა.
7. დარწმუნებული არ ვარ ჩვენი ურთიერთობების სერიოზულობაში
არასერიოზული ტყუპები ხშირად ელიან სერიოზულ დამოკიდებულებას პარტნიორისგან. ისინი არ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას ურთიერთობის ოფიციალურად დარეგისტრირებას, მაგრამ მოხარული იქნებიან, თუ პარტნიორი ამას შესთავაზებს.
მიუხედავად დამცინავი დამოკიდებულებისა, ტყუპებს ახარებთ პარტნიორს გულახდილობა. ტყუპებო, თქვენი ქცევა საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ სიყვარული და რომანტიკა თქვენთვის მხოლოდ წუთიერი სიამოვნების მიღება და ხუმრობაა.
ერთი დღით ცხოვრების ჩვევა, მომავლისკენ ხედვის არ ქონა და დღეში რამოდენიმე გასართობის ქონა - ეს ის მომენტებია, რომლებზეც სავარაუდოდ უარის თქმა მოგიწევთ, თუ თვლით, რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად ხართ. შეეცადეთ პარტნიორისთვის უფრო პროგნოზირებადი და გასაგები იყოთ, აუხსენით თქვენი ქცევა და თავი არ აარიდოთ მის მოსმენას. ასევე მნიშვნელოვანია ემოციურ დონეზე გაუგოთ პარტნიორს. უნდა იცოდეთ როგორ გიყვარდეთ ის - ამ ყველაფერზე მუშაობა ღირს.
ტყუპები აქტიური ნიშანია, თუმცა მათ ძალას და ენერგიას არ აქვს მუდმივი ვექტორი, რაც აუცილებელია წარმატებისთვის. ტყუპებმა შეიძლება ვერ შეძლონ შორეული მიზნების მიღწევა, მაგრამ წვრილმანებში მათ ბადალი არ ჰყავთ. თანდაყოლილი პრაქტიკულობა ტყუპებს საშუალებას აძლევს მოხერხებულად გადაჭრან ყოველდღიური პრობლემები, გახადონ თავიანთი ცხოვრება კომფორტული და სასიამოვნო, თუმცა ზოგჯერ ამას გარშემომყოფთა ინტერესების ხარჯზე აკეთებენ.
აქტიური და ქმედითი ტყუპები უამრავ საქმეს ერთდროულად იწყებენ, მაგრამ ბოლომდე მიჰყავთ უფრო მარტივი და თავისთვის მნიშვნელოვანი ერთი-ორი მათგანი. ტყუპების უპირატესობა არის ის, რომ მათ კარგად იციან თავიანთი სუსტი წერტილები, ამიტომ არ ერიდებათ დახმარება ითხოვონ, თუ თავად ვერ უმკლავდებიან. ჩვეულებრივ ტყუპებს ბევრი მეგობარი ჰყავთ, ისინი გახსნილები, მეგობრულები არიან და შეუძლიათ სიმპათია დაიმსახურონ. ტყუპებს პარადოქსული აზროვნება აქვთ; თუმცა სწორედ მათ ახასიათებთ ნათელი და მოულოდნელი გამოსხივებები. ბოლოს დავამატებთ, რომ ტყუპები გონებამახვილები არიან, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ენამწარენი. მათ მეგობრებს კომპლიმენტების, ხოლო მტრებს მწარე სიტყვების მოსმენა უწევთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტყუპების მეგობარი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მისი მტერი.
ტყუპების ორმაგი ხასიათი ხშირად ახდენს კონფლიქტის პროვოცირებას მათ გარემოცვაში, მათ ჯანმრთელობაზე კი დამღუპველად მოქმედებს. ტყუპების ნერვული სისტემა ხშირად ვერ უძლებს დატვირთვას. ბევრ მათგანს მთელი ცხოვრება უძილობა ტანჯავს, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ კარგად დაისვენონ. საჭმლისადმი მიდრეკილების გამო აწუხებთ მომნელებელი სისტემა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისტემა.
ტყუპებს სჭირდებათ სუფთა ჰაერი და მზის შუქი, მაგრამ უმთავრესია აქტიური ცხოვრება, სპორტი და ურთიერთობა. იმის გამო, რომ ტყუპებს არ შეუძლიათ იყვნენ აკურატულები და ფრთხილები, მათ ხშირად ემართებათ უბედური შემთხვევები.
ტყუპების სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანია თუ პარტნიორების მრავალრიცხვიანობის გამო არა, იმის გამო მაინც, რომ ისინი მუდამ მიისწრაფვიან ახალი შეგრძნებებისკენ, თამამი ექსპერიმენტებისკენ და ყველაფერი ეგზოტიკურისკენ.
ტყუპებს შეუძლიათ სიმოვნება მიანიჭოს ნებისმიერ პარტნიორს, ამასთან გულის სიღრმეში დარჩეს აბსოლიტურად გულგრილი მის მიმართ. სამაგიეროდ პარტნიორისგან ტყუპები ითხოვენ გულახდილობას, ყურადღებას და თუ სიცივე იგრძნეს, მაშინ ურთიერთობაში ყველანაირ ინტერესს კარგავენ. ზემოთ ნახსენები ტყუპების ინტუიცია ძალიან სასიამოვნო პიროვნებებს ხდის მათ, რომლებსაც შეუძლიათ საყვარელი ადამიანის სურვილის გაგება ძალიან მცირედი მინიშნებების დონეზეც კი, ასევე ამ ყველაფრის განჭვრეტა.
ტყუპები მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, ვისთანაც შესაძლებელია რომანის გაჩაღება ერთი ღამით, ისინიც სწორედ ასეთი ურთიერთობებისკენ ილტვიან - ურთიერთობა ვალდებულებების, რუტინის და მოწყენილობის გარეშე, აი რას ელიან ტყუპები, რა სჭირდებათ მუდმივად და ეს მაშინაც კი, როცა ქორწინებაში არიან.
ტყუპებს გასტრონომიული კუთხით ძალიან გაუმართლათ - მათ უყვართ ის, რაც მათთვის სასარგებლოა და ინტუიციურად ირჩევენ მათთვის მეტად შესაფერის რაციონს. ამ ადმიანებს შეიძლება ცუდად დაუჯდეს ექსპერიმენტების სიყვარული, რამდენადაც ისინი აფასებენ სხვადასხვა ეგზოტიკურ კერძებს და უშიშრად შეისწავლიან შორეული ქვეყნების კულინარიას.
ტყუპების იდეალურ რაციონში შეზღუდული უნდა იყოს ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა, ხოლო ცილები, რომელბიც უხვადაა კვერცხში, ხიზილალაში, სოკოში - მათ ნამდვლად არ აწყენთ. სასარგებლოა ასევე ყველი, განსაკუთრებით დაწნული, ხაჭო, თევზი, ციტრუსი, თხილი.
ბავშვი-ტყუპი დაბადების დღიდანვე მშობლების სანერვიულო თემა ხდება. ის არამარტო მოძრავი და ცელქია, არამედ არაპროგნოზირებადიც - ამიტომ განსაზღვრა ძალიან რთულია, რას მოიმოქმედებს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვი შემდეგ ჯერზე. ასევე მის შეკითხვებს არ აქვს დასასრული. ტყუპები დაინტერესებულნი არიან ყველაფრით და თავიდან სწორედ მშობლებს აღიქვამენ, როგორც საუკეთესო ენციკლოპედიას - საჭირო ინფორმაცია წიგნებში რომ მოიძიონ, ამაზე ნებისყოფა არ ჰყოფნით.
ოჯახში, სადაც არის ბავშვი-ტყუპები, უფროსები იძულებულები არიან დაინტერესდნენ ბოლო გამოგონებებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, იყვნენ მოდის ტენდენციების, მუსიკალური მიმართულებების და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ვითარების საქმის კურსში – აღნიშნული ნიშნის წარმომადგენლებს პატარაობიდანვე ახასიათებთ სხვების «დაავადება» საკუთარი ინტერესებით.
ტყუპები ძალიან ადვილად სწავლობენ უცხო ენებს, განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის «დატვირთვის» მეთოდი. წიგნებთან ჯდომა ამ ნიშნას არ უყვარს, აი ურთიერთობა კი, ამიტომ, უცხო ენის მატარებელ გარემოცვაში აღმოჩენისას, სწრაფად იმახსოვრებენ საჭირო სიტყვებს და გამოთქმებს. სკოლაში ტყუპები საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნიან მასწავლებლებს. ისინი არ უწევენ ანგარიშს დადგენილ წესებს, თუმცა ძალიან მომხიბვლელები არიან, ამიტომ ნებისმიერი წესის დარღვევა გამოსდით ხელიდან. გაკვეთილზე ტყუპები მასწავლებელს არ უსმენენ, თანაკლასელებთან საუბრობენ, ავიწყდებათ საშინაო დავალებები, სამაგიეროდ დაუღალავად იგონებენ დავალების გადასაწერ ახალ ტექნოლოგიებს და წვრილმან სასკოლო ხულიგნობებს. თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვები სხვებზე უკეთ უმკლავდებიან ამოცანებს, რომელბიც არასტანდარტულ მიდგომას საჭიროებენ.
ბავშვი-ტყუპები ადვილად პოულობენ მეგობრებს, თუმცა დანანების გარეშე წყვეტენ მათთან ურთიერთობასაც: ვინმეს მიმართ მუდმივი მიჩვევა მათ არ ახასიათებთ, ასევე მათი ნათქვამი ან ნამოქმედარი ბევრს საწყენად მიაჩნია. მშობლებს მოუწევთ მოთმინების ქონა იმისათივს, რომ მოზარდ-ტყუპებს ასწავლონ სხვა ადამიანებისთვის ანგარიშის გაწევა და პატივისცემა. არ შეიძლება აღნიშვნის გარეშე დარჩეს ის ფაქტიც, რომ ბავშვ ტყუპებს ფანტაზიორობა უყვართ და არ ავლებენ მკვეთრ ზღვარს საკუთარ გამოგონილსა და რეალობას შორის. ხშირად ეს სიცრუისა და არაგულახდილობის მიზეზი ხდება. საჭიროა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდა-ტყუპები იშვიათად იტყუებიან ბოროტი ზრახვით - ისინი უბრალოდ ჯერ საკუთარი თავს აბნევენ, შემდეგ კი გარშემომყოფებსაც. მშობლებმა უნდა მოახერხონ, რომ როგორმე მოაშლევინონ თავიანთ შვილებს ეს საშიში ჩვევა.