ის ძალიან მოძრავი და ენერგიულია. მაგალითად, კატები არიან ძალიან თავისუფლების მოყვარენი, დამოუკიდებლები და იზიდავთ ფლირტი. მსგავსი ნიშნები ძაღლებსაც ახასიათებთ. ძაღლები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, ცდილობენ ყველა გამვლელს და მოძრავ სხეულს დაუყეფონ, ვერძის ნიშნის მატარებელი ცხოველები მოუსვენრები არიან, ენერგიას აფრქვევენ გარშემო, რის გამო მათ პატრონებს ხშირად პრობლემები აქვთ. იმისათვის, რომ თქვენი აქტიური ოთხფეხა მეგობარი დაამშვიდოთ, საჭიროა მასთან ერთად ხშირად ისეირნოთ, ეთამაშოთ ბურთით და ჯოხით. მთავარია, გარეთ გასვლისას არ დაგავიწყდეთ საყელურის გაკეთება, რადაგნ მათი თავშეუკავებელი ხასიათიდან გამომდინარე, არავინ იცის რა მომენტში მოინდომებენ ხტომას ან სირბილს. სამწუხაროდ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ცხოველები ხშირად ხვდებიან მანქანის ბორბლებქვეშ ან იწამლებიან მავნე საკვებით. თუ თქვენ გადაწყვეტთ ვერძი ძაღლი გაწვრთნათ, გამოიყენეთ შეჯიბრის მეთოდის მქონე აქტიური თამაში, რადგან ეს მათთვის ყველაზე მისაღებია. ვერძი კატები ხშირად გარბიან სახლიდან, რათა თავისუფალი ცხოვრებით იცხოვრონ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცხოველები კარგად ეწყობიან პატრონებს, რომლებიც დაბადებულები არიან ვერძის, ტყუპების, სასწორის, მშვილდოსნის, მერწყულის და თევზების ნიშნების ქვეშ. არათავსებადები არიან - კუროს, კიბოს, ლომისა და ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ პატრონებთან.