ამ კვირაში ვერძი გარკვეულ წარმატებას მიაღწევს. ეს დრო გაძლევთ შესაძლებლობას, დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ურთიერთობაში და გარკვეულწილად როლების განაწილების სცენარიც შეცვალოთ. საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა არა მხოლოდ მისაღებია, არამედ სასურველიც - პრობლემური საკითხების გადასაჭრელად. თუ კონკურენტთან ან დაპირისპირებულ მხარესთან შეთანხმების მიღწევა ან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა გჭირდებათ, აუცილებლად ჩართეთ ორივე მხარის მიერ მისაღები მედიატორი. ეს კვირა ხელსაყრელი დროა მომსახურების სფეროში დამკვეთებთან აქტიურად სამუშაოდ. მათ მიმართ ყურადღებიანი და ტაქტიანი დამოკიდბეულება, გაზრდის თქვენს პოპულარობას და მოიზიდავს ახალ კლიენტებს. დატვირთული სამუშაო კვირის ბოლოს, გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ ისეთი პროფესიის მქონე პირები, როგორიცაა: კონსულტანტები, მენეჯერები, მარკეტოლოგები, საცალო მოვაჭრეები, ღონისძიებების და სპორტული შეჯიბრებების ორგანიზატორები.