კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ზოგადი ჰოროსკოპი

ვერძი

ზოგადი
საერთო აღწერა

«ვერძს» (Aries) პატივი აქვს გახსნას ზოდიაქოს ჰოროსკოპი გაზაფხულის ბუნიობის დღეს: როცა ზოდიაქოს ნიშნებმა მიიღეს ის სწორედ ამ თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. ამასთან, ადამიანებს, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, აქვთ საკმაო ძალა და მიზანდასახულობა იმისათვის, რომ წინ წავიდნენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარემოებები მათ საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ვერძების ენერგია და შეუპოვრობა ისეთივე ლეგენდარული გახდა, როგორც მათი სიჯიუტე, ასევე ხასიათის სრული მოუქნელობა. ვერძებს არ შეუძლიათ დათმობა ტაქტიკურ წარმოსახვაშიც კი, რითაც საკუთარ თავსაც არანაკლებ აზიანებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, როცა გამოცდილება არ აქვთ, რომელიც დაეხმარებათ დააცხროს ბუნებრივი სიფიცხე.

თანდაყოლილი ოპტიმიზმი ვერძებს საშუალებას არ აძლევს ხელები ჩამოუშვან ყველაზე უსიამოვნო სიტუაციებშიც კი, მაგრამ კრიტიკას, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანებისგან, შეუძლია მათი წყობიდან გამოყვანა: მომავალში წარმატებულებს, ყოველთვის სჭირდებათ გამხნევება და მათი დამსახურების აღიარება.

ქალი-ვერძის ძლიერი ხასიათი ცოტათი რბილდება ბუნებრივი სინაზით, რომელიც მდედრობით სქესს ახასიათებს, მაგრამ საკმარისია წინაღობა გაჩნდეს მათ გზაზე და ზოდიაქოს ნიშანი თავის თვისებებს ავლენს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს ხასიათი მამაკაცებზე უფრო მეტად ურთულდებათ, რაც გამოიხატება იდეალიზმში, ადამიანების სწორად შეფასების არცოდნასა და ცხოვრების მთელი სრულყოფილებით მიღებაში.

მამკაც-ვერძებს შეუძლიათ ყველა გააოგნონ გამტანობით და საქმეში გამჭრიახობით, მაგრამ გულის სიღრმეში, სიბერემდე ბავშვებად რჩებიან. ისინი თავის ენერგიას ხარჯავენ უმნიშვნელო პრობლემებზე და არ შეუძლიათ კონცენტრირდნენ რეალურ მიზანზე; ყურადღებას არ აქცევენ საქმიან რჩევებს, თუ წარუმატებლობას განიცდიან.

ცნობილი ადამიანები

ნაპოლეონ III, ოტო ფონ ბისმარკი, ადოლფ ჰიტლერი, ჯაკომო კაზანოვა, ნიკოლაი გოგოლი, რენე დეკარტი, ჰელმუტ კოლი, გერჰარდ შროდერი, კოლინ პაუელი, ვისენტ ვან გოგი, სერგეი რახმანინოვი, შარლ ბოდლერი, ერიხ ფრომი, აკირო კუროსავა, არტურ ჰეილი, რაფაელ სანტი, მონსერატ კაბალიე, დაიანა როსი, ჩარლი ჩაპლინი, ქვენთინ ტარანტინო, მარლონ ბრანდო, ჟან პოლ ბელმონდო, ერიკ კლაპტონი, ჯეკი ჩანი, რივალდო.

სტიქია

ვერძის სტიქია არის ცეცხლი, რომელიც ამ ნიშნით დაბადებულებს აჯილდოვებს ძალით, მისწრაფებით და შეუპოვრობით. ცეცხლის სამეულში(ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) - ვერძები გამოირჩევიან გარკვეული აგრესიულობით ყველაფერში, იქნება ეს საქმიანი თუ ემოციური ინტერესების სფერო, ახასიათებთ საკუთარი საქმიანობის სფეროს მომენტალურად შეცვლა, ასევე მარცხის შემდეგ ძალების სწრაფი აღდგენა.

ვერძებიდან ყველაზე სუსტებისთვის ცეცხლი დამღუპველია - მათ არ შეუძლიათ საკუთარ ენერგიასთან გამკლავება, ისინი საკუთარ თავს წვავენ, ძლიერებს კი აქვთ უნარი დაიმორჩილონ სხვების გონება, ძალაუფლებისკენ სწრაფვა და თავგადასავლების წყურვილი. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სწორედ ვერძები იღებენ ხშირად დამწვრობას, თან სერიოზულს. ეს ყველაზე კარგად ახდენს იმის ილუსტრაციას, რომ ბევრ მათგანს არ შეუძლია სწორად გამოიყენოს ის, რაც ბუნებით აქვთ მინიჭებული.

კარიერა და პროფესია

ვერძები საკმარის ძალას ფლობენ, რომ წარმატებას მიაღწიონ სხვადასხვა სფეროში, თუმცა მათთვის დამახასიათებელი პირდაპირობა შესაფერისია უფრო ჯარისთვის, ვიდრე პოლიტიკისთვის. ამ ნიშნით დაბადებულებს უბრალოდ არ ეყოფათ მოქნილობა და ეშმაკობა რომ საკუთარი ნიჭი დიპლომატიაში გამოავლინონ და არ შეუტიონ მტერს.

შემოქმედებითი ნატურის წყალობით, ვერძებს შეუძლიათ სამსახიობო კარიერის მოწყობა, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით; წარმატება ექნებათ როგორც თეატრის სცენაზე, ისე მოქანდაკის სახელოსნოში. ამ ნიშნის ადამიანების უმეტესობას ახალგაზრდობაში აბრმავებს ძალაუფლების და დიდების მოპოვების სურვილი, რაც მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს: ვერძები ოცნებობენ კარგ მომავალზე და არა შრომაზე, რომ მიზანს მიაღწიონ, მცირეოდენს მაინც, ოღონდ რეალურს. დაქვემდებარებულ თანამშრომელ ვერძებთან ხელმძღვანელებს საქმე ურთულდებათ.

ვერძები თავისუფლების მოყვარულნი არიან, აიგნორებენ სამუშაო დისციპლინას, ადვილად ინტერესდებიან საქმით, მაგრამ ასევე ადვილად ივიწყებენ მას. მეორეს მხრივ, რთულ სიტუაციაში ვერძები საკუთარ თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ: ისინი წარმოუდგენლად შრომისმოყვარენი და საზრიანნი ხდებიან, ერთი სიტყვით იდეალურ „კრიზის მენეჯერებად“ გვევლინებიან.

ქორწინება და თავსებადობა

ვერძებს შეუძლიათ ძლიერი ვნებები განიცადონ - სამწუხაროდ ზედმეტად ძლიერის, იმისათვის, რომ იყვნენ ბედნიერნი. ადვილად უყვარდებათ, აიდეალებენ პარტნიორს და მისი რაიმე ნაკლის აღმოჩენის პირველივე ჯერზე იმედგაცრუებას გრძნობენ და თვლიან, რომ მოტყუვდნენ.

ქალ-ვერძებს შეუძლიათ მოხიბლონ მამაკაცი თავისი დამოუკიდებლობით, მაგრამ მათი თავისუფლების სიყვარული აბსურდამდე დადის. ასევე ძალიან ეჭვიანები არიან, რის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევენ, არ პატიობენ პარტნიორს. სიყვარულში გაურკვეველი ქალის შთაბეჭდილებას დატოვებდნენ, რომანების დიდი ნაწილი მხოლოდ ოცნებებად რომ არ რჩებოდეს.

მამაკაცი-ვერძები მალევე იხიბლებიან და ძლიერ უყვართ. მათი რომანები ლამაზია, მაგრამ ხანმოკლე - ხშირად ეგოიზმის გამო, რომელიც მათ ახასიათებთ. მათ პარტნიორს საკმაოდ დიდი შრომა უწევს, რომ მათდამი ინტერესი არ დაიკარგოს, სამაგიეროდ შანსი აქვს, რომ ნამდვილი დაფასება მიიღოს. თავისივე ნიშანთან ურთიერთობა ბრწყინვალე შეიძლება იყოს, მაგრამ არამყარი. ორი ადამიანი, რომლებსაც ეგოიზმი ახასიათებს, ძალიან მალე იღლება ერთმანეთით. უფრო ჰარმონიულია ლომთან კავშირი. ასევე კარგად ეწყობა ვერძი მშვილდოსანს., რომლის თანდაყოლილი კეთილშობილება დადებითად მოქმედებს ვერძზე. ცუდი არ არის კავშირი ტყუპებთან; ნეიტრალურია კირჩხიბთან და თხის რქასთან: ორივე შემთხვევაში საქმე ეხება ინტელექტუალურ ჰარმონიას, ვიდრე სულიერ ერთობას. სასწორთან კავშირი წარუმატებელი იქნება, ხოლო დაშორება ორივესთვის მტკივნეული. ვერძები ასევე ვერ ეწყობიან თევზებს, მორიელს და კუროს. წარმატების გასაღები სიყვარულში ვერძის ნიშანი თავის პარტნიორს ავსებს ენერგეტიკით და პირველობის სურვილით. ამ ნიშნის ადამიანები უფრო მეტ დროს უთმობენ შეჯიბრებებში მონაწილეობას, ვიდრე თავის სფეროში განვითარებას, რაც უფრო მნიშვნელოვანია.

საკუთარი თავის სხვებთან შედარებით ვერძი დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ მის მიერ მიღწეული რეზულტატები არც ისე შთამბეჭდავია და მიისწრაფის იმის მისაღწევად რაც სხვებს აქვს და არა რაც მას სჭირდება. ვერძისთვის წარმატების საწინდარს, ანუ ცხოვრებით სიამოვნების განცდას წარმოადგენს მიზნის სწორად დასახვა და საკთუთარი ძალების რაციონალურად ხარჯვა. ვერძებს ხშირად ცხვორებას ურთულებს ის ფაქტორი, რომ არ შეუძლიათ დიდხანს შეინარჩუნონ ინტერესი ერთი რამის მიმართ. მოთმინებით და სტაბილურობით ამ ნიშნის ადამიანები არ გამოირჩევიან, ამის გამო მათ რომატიკული ურთიერთობების შენარჩუნებაც კი უჭირთ ხანგრძლივად. ზოგი ვერძებს იმდენად არაერთგულად თვლის, რომ არც კი განიხილავენ მათთან სერიოზულ კავშირს და ესეც ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ვერძების ბედნიერებისთვის.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

ვერძი მიეკუთვნება აქტიურ ნიშნებს, რომლებსაც ასევე უწოდებენ მამაკაცურს. ხასიათის შტრიხები, რომლებიც ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებს აქვთ, უფლებას არ აძლევს მათ მიმდინარე მოვლენებისგან განზე გადგნენ ან ჩაიკეტონ ოჯახში: ვერძები არამარტო სამყაროსთვის გახსნილები არიან, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო, რისთვისაც არც ძალებს და არც სახსრებს არ დაზოგავენ. ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, მთელი ცხოვრება ექვემდებარებიან იმ ემოციებს, რომლებსაც არც კი ფარავენ. თავიანთ ქცევასა და გრძნობებში ისინი სტაბილურები არ არიან, გაბრაზების და განრისხების შემდეგ მათ ამ გრძნობის ნატამალიც კი არ რჩებათ. კარგი განწყობა, ისევე როგორც ცუდი მომენტალურად ქრება.

ვერძები - ექსტრავერტები არიან, მაგრამ გარშემომყოფთა პრობლემები ნაკლებად აწუხებთ: სამყაროს ეს ადამიანები აღიქვამენ როგორც ფონს, რომელზეც ისინი გამორჩეულები უნდა იყვნენ და განსაკუთრებული ბრწყინვალებით უნდა გამოირჩეოდნენ. მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის გამო, ვერძებს ადამიანების ამოცნობა უჭირთ, ამიტომ ადვილად შეიძლება გახდნენ მანიპულატორების მსხვერპლი. შეუპოვრობისა და საკუთარ თავში ღრმა რწმენის მიუხედავად, ვერძებს შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ ლოგიკურ დასკვნებს, ამასთან თავად ხელმძღვანელობენ ინტუიციით, რომელიც მათ ძალიან განვითარებული აქვთ.

ჯანმრთელობა

ვერძები, რომლებიც მიჩვეულნი არიან საკუთარი ორგანიზმის სიძლიერეს და ამტანობას, ხშირად თავად ტყუიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებში. ისინი ზედმეტად ბევრს მუშაობენ, ცოტა სძინავთ, აიგნორებენ სწორი კვების პრინციპებს და რეგულარული ვარჯიშისთვის მოთმინება არ ჰყოფნით. ამ ნიშნის ადამიანები მიდრეკილნი არიან თვალების დაავადებისა და შაკიკისადმი. ექიმთან ვიზიტს ერიდებიან, თვითმკურნალობას იწყებენ იმ პრინციპით, რომ ყველაფერი „თავისით გაივლის“. გემრიელი, მაგრამ არა სასარგებლო საკვების მიმართ ლტოლვის გამო, მათი კანი, განსაკუთრებით სახეზე, ხშირად იფარება გამონაყარით.

ვერძს გაუმართლებს, თუ მის გვერდით იქნება ადამიანი, რომელიც ტაქტიკურად და არამომაბეზრებლად შეახსენებს დასვენების, სეირნობის, რეგულარულად და სწორად კვების შესახებ - მოკლედ ის, ვინც იზრუნებს მასზე.

სექსუალობა

სექსუალური ცხოვრების დაწყებისას, რასაც ადრეულ ასაკში აკეთებენ, ვერძები ზრდასრულ ასაკამდე თამამ ეროტიკულ ექსპერიმენტატორებად რჩებიან, ვიდრე გამოცდილ მოთამაშეებად. ვერძის ვნება ყოველთვის ახალია, ამიტომ ამ ნიშნის ადამიანებს ყველა პარტნიორი უყვართ როგორც პირველი - მისთვის კი უპირობოდ ერთად-ერთი უნდათ რომ იყვნენ. დავამატებთ, რომ ვერძების ბუნებრივი აქტივობა და ამტანობა მათ დაუღალავს ხდის.

სექსში, როგორც სხვა სფეროებში, ვერძები მუდმივ შექებას და მათი შესაძლებლობების რაც შეიძლება მაღალ შეფასებას მოითხოვენ. საქებარ სიტყვებს შეუძლიათ შთააგონონ ვერძები ახალი სექსუალური გმირობებისთვის.

ქალი ვერძი ძალიან თამამია სექსუალურ ექსპერიმენტებში, მამაკაცი უფრო ფრთხილია - მისთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ამ საკითხში ფიასკო. სამაგიეროდ მას არ ეშინია სასაცილო სიტუაციაში აღმოჩენის, ამიტომ შეუძლია მეწყვილე ქალბატონს შესთავაზოს ვნბების დაკმაყოფილება ყველაზე უცნაურ ადგილას. ვერძმა შეიძლება დააფრთხოს პარტნიორი თავისი მომთხოვნი ხასიათით, შემდეგ გააკვირვოს სინაზით და ყურადღებით, რაც გამაოგნებელი ფორმით მის ვნებიანობას ახლავს თან, უფრო კი ეს ყველაფერი აგრესიულობის ზღვარია.

კულინარიული მიდრეკილება

ვერძები უპირატესობას ანიჭებენ საკვებს, რომელიც მომზადებულია შუა ცეცხლზე და სულ ტყუილად ერიდებიან ცოცხალ ბოსტნეულს და ხილს. ვერძებისთვის აუცილებელია ვიტამინებით მდიდარი რაციონი. დიეტებთან ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. კალორიები მათთვის საჭიროა ძალების აღსადგენად.

ვერძებისთვის საჭიროა რაციონში მათთვის არასასურველი საკვები პროდუქტის - თევზის და სხვა ზღვის პროდუქტების დამატება.

საბავშვო ჰოროსკოპი

ბავშვი-ვერძები - ცნობილი ცელქები და გამომგონებლები არიან. მშობლების მუდმივი «თავის ტკივილი». მათ თავს ხდება ყველაფერი წარმოუდგენელი: ისინი გარეული არიან უაზრო ისტორიებში, სახლიდან გაქცევას ან სასკოლო მასშტაბის რევოლუციის მოწყობას ცდილობენ.

ბავშვი-ვერძის აღზრდა რთულია, მაგრამ საინტერესო. საჭიროა ზედმეტი სიმკაცრისგან თავის შეკავება, მაგრამ არც ლმობიერების გადამეტებაა კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერძი ვერ გაიგებს რა არის პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა.

მცდარია გავრცელებული აზრი, რომ ვერძები სულ ბავშვებად რჩებიან. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ისინი დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებენ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ თვისებებს - იდეალიზმს, სიფიცხეს, უკომპრომისობას, სამართლიანობის გამძაფრებულ გრძნობას, ასევე მგრძნობელობას და მოწყვლადობას, რასაც ცინიზმის ნიღბის ქვეშ მალავენ.