ბლოგი

როგორი მხარჯველები არიან ზოდიაქოს ნიშნები?

როგორი მხარჯველები არიან ზოდიაქოს ნიშნები?

ფეისბუქზე გაზიარება

ფინანსები - ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილა და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანის კეთილდღეობის საკითხში. ფულის შოვნა რთულია, ხარჯვა კი მარტივი. ზოდიაქოს ყველა ნიშანს ახასიათებს ფულის შოვნისა და ხარჯვისადმი თავისებური დამოკიდებულება და ალბათ გაინტერესებთ, რომელი ნიშანი როგორი მხარჯველია. მოდი ერთად გავიგოთ ვინ როგორ ხარჯავს ფულს.

მაშ ასე, 

 

ვერძი

 

ვერძი ძალიან ხელგაშლილია. რაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, მით უფრო ნაკელები ფული აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ვერძი ფულის შოვნის საკთხშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც ხაჯვით ნაწილში, მაგრამ მისი მხარჯველობა უფრო მფლანგველობაა, რადგან ეს ვერძისთვის საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენის დემონსტრირების ერთ-ერთი საშუალებაცაა. 

 

კურო

 

ზოდიაქოს ამ ნიშანს იმდენად უყვარს ფული, რომ ყველაფერი გაწერილი და გათვლილი აქვს. კურო ძალიან მშრომელია, იცის ფული როგორ იშოვოს, იცის რის ფასად შოულობს და სწორედ ამიტომ, მფლანგველობა მისგან შორს არის. თუმცა ოჯახისთვის და საყვარელი ადამიანისთვის ფული არასოდეს ენანება. ასევე უყვარს სახლის მოსაყწობად საჭრო კომფორტული და ლამაზი ნივთების შეძენაც. 

 

ტყუპები

 

ფული ტყუპებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საგანს არ წარმოადგენს, თუმცა თავის მოხერხებულობისა და საზრიანობის წყალობით, ნებისმიერი ჰობისა და ინტერესის სფეროდან შეუძლია იშოვოს ფული. მიღებულ შემოსავალს ტყუპები ხარჯავს გააზრებულად და ფინანსების მოფრთხილება ნამდვილად ეხერხება. 

 

კიბო

 

კიბო საშინლად ძუნწია - ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას კარგად ახსოვს ყველა დეფოლტი და მისთვის გადაუხდელი ვალები. თუმცა, ლამაზი სამოსის და ნივთების სიყვარულის გამო, კიბოს უწევს საკუთარი ფინანსების ხარჯვა, ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტის, ვიდრე გათვლილი აქვს. 

 

ლომი

 

ფულის გარეშე ლომი არ არის ლომი. ამიტომ, ცხოვრების პირველ ნახევარს, ზოდიაქოს ეს ნიშანი ანდომებს ფულის შოვნის ავტომატური საშუალებების დანერგვას. შესაბამისად, ცხოვრების მეორე ნახევარში, ლომი სიამოვნებას იღებს მიღებული შემოსავლებით, რისთვისაც უკვე მინიმალური შრომა სჭირდება და ფულს დაუნანებლად ხარჯავს გართობაში, წვეულებებზე, საჩუქრებში საყვარელი ადამიანებისთვის. 

 

ქალწული

 

ქალწული - ეს სწორედ ის იდეალური მეოჯახეა, რომელსაც ყველა ხარჯი გათვლილი აქვს და ფულიც შესაბამისად გადანაწილებული და დახარისხებული. ქალწულს აზარტულობა არ ახასიათებს და არც ფინანსურ პირამიდებში იხლართებიან. საყიდლებზე მუდმივად სიით დადის და არასოდეს გაუთვალისწინებელ შენაძენს არ აკეთებს.

 

სასწორი

 

ზოდიაქოს ამ ნიშანს მარტივად შეუძლია მთელი ერთი თვის შემოსავალი დახარჯოს ერთ დღეში და დაიკმაყოფილოს შენაძენის გაკეთების ჟინი. ასევე ერთ დღეში შეუძლია დახარჯოს მთელი ფული რესტორანში და შემდეგ, მომდევნო ხელფასამდე ნახევარფაბრიკატებით იკვებოს... თუ სასწორს ბევრი ფული აქვს, ცხოვრებისეულ სიამოვნებებში მისი ხარჯვა არასოდეს დაენანება და არ იფიქრებს ფინანსურ მენეჯმენტსა და მომავალზე. დღევანდელი ცხოვრებით ტკბობა მისთვის უმნიშვნელოვანესია. 

 

მორიელი

 

ფული - ყველაზე საყვარელი სათამაშოა მორიელისთვის. ფული შეიძლება დააბანდო, გაამრავლო, დაკარგო, გამოიმუშაო, ისევ დააბანდო და ა.შ. მოძრაობა - აი ამ პროცესში ნახულობს მორიელი სიამოვნებას და არა ქაღალდის კუპიურებში. სწორედ ამის გამო, სანამ ზოდიაქოს სხვა ნიშნები ფიქრობენ გააკეთონ თუ არა ინვესტიცია, შეიძინონ თუ არა ძვირადღირებული ნივთი, მორიელი უბრალოდ სიამოვნებას იღებს ამ პროცესისგან - ყიდულობს და ყიდის, აბანდებს, ნახულობს მოგებას ან ზარალს და ისევ ცდის. 

 

მშვილდოსანი

 

ზოდიაქოს ამ ნიშანს ბევრი ფული არასოდეს აქვს. ამიტომ, ხარჯვით ნაწილში ხელგაშლილი ვერ იქნება ძალიანაც რომ უნდოდეს. ფულს მხოლოდ აუცილებელ ნივთებსა და საჭიროებებზე ხარჯავს. მაგრამ, როგორც კი გაუჩნდება ზედმეტი თანხა, მაშინვე განათლებაში, მოგზაურობასა და ქველმოქმედებაში ხარჯავს. 

 

თხის რქა

 

ამ ნიშანს ფულის ხარჯვა ზედმეტად არ უყვარს მანამ, სანამ საღ გონებაზეა. მას გათვლილად ცხვორება და ანგარიშგება მოსწონს. ფულის შოვნა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ძალიან რთული პროცესია და მისი მხრიდან გონივრული სიძუნწე ხარჯვით ნაწილში გასაგებიცაა. მის ხარჯზე ის ახარხებს ცოტაოდენი დანაზოგიც კი იქონიოს. 

 

მერწყული

 

მერწყული გიჟდება ფულის ხარჯვაზე და საერთოდ ვერ აკონტროლებს ამ პროცესში თავს. თანდაყოლილი ნიჭი მერწყულს ხელს უწყობს ფული ადვილად იშოვოს, შესაბამისად, იცის რა, რომ ეს პროცესი მისთვის მარტივია, ხარჯვით ნაწილში და ფინანსების კონტროლში სრულიად თავისუფლად გრძნობს თავს. 

 

თევზები

 

ზოდიაქოს ამ ნიშანს სურს მთელი სამყაროს კუთვნილი ფული მიითვისოს. ამიტომ, ყოველთვის, როცა გარვკვეულ თანხას ფლობენ, თევზები ცდილობენ გონივრული და გათვლილი ინვესტიციები გააკეთონ და მოკლე დროში დიდი ამონაგები მიიღონ. ეს მშვენივრად გამოსდით კიდეც. რაც შეეხება ხარჯვას, ძუნწები არ არიან, მაგრამ ზედმეტ ხელგაშლილობას არასოდეს ეძლევიან. ფულის დაგროვება - მათი დევიზია.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის
2023 წლის ფინანსური ჰოროკოპი: ვინ გამდიდრდება?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
2020 წლის ჰოროსკოპი
6 ზოდიაქოს ნიშნისთვის 2021 წელი ყველაზე ბედნიერი იქნება: ვინ მოხვდა სამყაროს თეთრ სიაში
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
ღვინის ჰოროსკოპი: ვარჩევთ სასმელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა აფეთქების ზღვრამდე მიდიან
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?
ტოპ-4 ყველაზე თვითშეყვარებული ზოდიაქოს ნიშანი
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე