ბლოგი

აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები

აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები

ფეისბუქზე გაზიარება

თუ კი შენ 18 თებერვალსა და 20 მარტს შორის დაიბადე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მზის ზოდიაქოს ნიშანი არის თევზები. ნუ გაგაოცებს ის ფაქტი, თუ ამ ადამიანების ხასიათში წინამორბედი თერთმეტი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ თვისებებს აღმოაჩენ, ეს ხომ ზოდიაქოს ბოლო ნიშანია და... თევზები გარდასახვის საოცარი უნარით და უძლიერესი ინტუიციით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას ხშირად გამოგონილ სამყაროში ურჩევნია ცხოვრება, ვიდრე რეალურ ყოველდღიურობაში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...

აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები:

  1. თევზები უფრო ლოგიკაზე არიან ორიენტირებულები და არა ემოციებზე. სანამ რამე გააკეთებენ კარგად უფიქრდებიან. თუმცა მათ ცხოვრებაშიც დგება ის დღე, როდესაც იმპულსურად იღებენ გადაწყვეტილებას.
  2. ყოველთვის ახლის ძიებაში არიან. უყვართ თავგადასავლები და განსაკუთრებით ბედნიერები არიან თუ იპოვეს ისეთი ადამიანი, ვინც მათსავით იმოგზაურებს სიახლეების სამყაროში.
  3. თევზები მგრძნობიარეები არიან. არაერთხელ ნახავ მათ, რომელიმე თინეიჯერული მელოდრამის ყურებისას ატირებულს. მათ არ შეუძლიათ შენსავით გვერდით ჩაუარონ რომელიმე უსახლკაროს და ხურდით მაინც არ დაეხმარონ.
  4. იმდენად არიან თავიანთ გამოგონილ სამყაროში გადართულები უჭირთ რეალობისა და ფანტაზიის გარჩევა.
  5. სხვის პრობლემებს უფრო განიცდიან ვიდრე საკუთარს. არ ვიცი ცუდია თუ კარგი, მაგრამ ვერასოდეს იცლიან საკუთარი ცხოვრების დალაგებისთვის. გარშემო ხომ ამდენია დამიანის პრობლემაა, სად სცალიათ საკუთარისთის.
  6. იმიასთვის, რომ საკუთარი თავისთვისაც მოიცალოს უნდა განმარტოვდეს. გამოკეტე ის ოთახში და იქ იმდენს იფიქრებს, პატარა ოთახიდან მთელი სამყაროს დაფყრობის გეგმას გამოიტანს.
  7. ძალიან უყვართ, როცა საკუთარ თავზე უყვები. ამიტომ, როცა გთხოვს რაიმეს მოყოლას არ დაიზარო. რა ქნას, მართლა აინტერესებს ყველაფერი.
  8. ყველასთან მეგობრობა შეუძლიათ. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის საუკეთესოს ეძებენ ადამიანებში. სხვათაშორის კარგი ადვოკატები არიან. მათი დევიზია: ნუ დაადანაშაულებ ვინმეს, ფაქტებისა და სამხილების გარეშე.
  9. მანამ, სანამ რამეზე შენიშვნას მისცემ, თუნდაც იმაზე, რომ ბევრს ლაპარაკობს, კარგად დაფიქრდი! შეიძლება იმაზე მეტად ეწყინოს, ვიდრე შენ გეგონა.
  10. იმდენად მოსწონთ სამყარო და იმდენად მრავალფერებში ხედავენ ცხოვრებას, რომ ერთი სიცოცხლე არ ჰყოფნით. უნდათ, რომ ბევრნი იყვნენ, რისთვისაც ხშირად ირგებენ სხვადასხვა როლს. 

მოკლედ, ერთი (თუ ორი?) თევზები ყველას უნდა ჰყავდეს!

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ნატალური რუკა
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს გატკენენ
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
2025 წლის პროგნოზი - რას გვიმზადებს ახალი წელი თითოეულ ჩვენგანს!
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
თებერვლის სულიერი მნიშვნელობა: განწმენდის თვე
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები