ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ

ფეისბუქზე გაზიარება

დაბადების თარიღიდან გამომდინარე შესაძლებელია არამარტო ადამიანის ხასიათის და ბედის განსაზღვრა, არამედ იმის გაგებაც, თუ როგორი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს მას. ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა ახასიათებთ.

ტყუპები

მოცემული ზოდიაქოს წარმომადგენლები ძირითადად შემოქმედებითი ადამიანები არიან და მათ უმეტესობას არასტაბილური ფსიქიკა აქვთ. ვინც იცნობს ტყუპებს, დაკვირვებული იქნება, რომ ეს სრულიად განსხვავებული ორი ადამიანის ერთობაა. არასტაბილური ფსიქიკის გარდა, ტყუპებს ხშირად ახასიათებთ მომენტალური აფეთქება, ბრაზი და თვალთვალის მანია. თუმცა, მიუხედავად ამისა, სწრაფად ეცვლებათ ხასიათი და წყენაც მალე გასდით. ტყუპები ცდილობენ მოერიდონ ადამიანებს, რომლებიც ფუჭ გეგმებს ისახავენ და არ ცდილობენ რაიმეს მიღწევას.

თხის რქა

თხის რქებში ხშირად გვხვდება დეპრესია და სევდა. ისინი ძალიან მგრძნობიარე და დახვეწილი ბუნების არიან, ამიტომ ნებისმიერ სირთულეს გულთან ახლოს იღებენ. თხის რქებს ხშირად აქვთ ველური ფანტაზია. ბევრი მათგანი უყურებს სამყაროს ვარდისფერი სათვალით, რომელიც მიდრეკილია მსხვრევისკენ. ამის გამო ისინი მუდმივად იმედგაცრუებულნი არიან. ისინი მშვიდად და გონივრულად იქცევიან, სანამ ვინმე წყობიდან არ გამოიყვანთ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას. თუ ვინმე მათ უღალატებს, მაშინვე დაიწყებენ შურისძიების გეგმის შემუშავებას. ზოგჯერ თხის რქებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავის კონტროლი.

კირჩხიბი

კირჩხიბები ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულები, ბოროტი და სარკასტული არიან. ისინი თავს თვითნაბად ლიდერებად თვლიან, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ ეს საქმით დაუმტკიცონ ყველას. ადამიანებისთვის სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა, მაგრამ ასე იქნება მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე. თუ ვინმე კირჩხიბების წინააღმდეგ წავა, შურისძიებას ნამდვილად ვერ ასცდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნამდვილად შეუძლიათ გაგიჟებამდე მიგიყვანოთ.

ვერძი

ვერძი ხშირად განიცდის დაბალ თვითშეფასებას. მათი დღე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ ფეხზე ადგებიან დილით. მათ არ აქვთ ოქროს შუალედი, ამიტომ მათ შეუძლიათ იგრძნონ +100, ან -100. მათი ფსიქიკა ხშირად ზიანდება ამ ყველაფრით. ვერძის ცხოვრება შეიძლება შევადაროთ ნამდვილ ატრაქციონს. თუ ყველაფერი კარგად წავა პირად და პროფესიულ სფეროში, მაშინ მათ არ ექნებათ დაძაბულობა სხვებთან. თუ რაიმე სირთულე და გაუგებრობაა, ვერძს საერთოდ არ უნდა შეეხოთ, რადგან მათ აგრესია გადააქვთ იმაზე,  ვინც ამ წუთში ახლოს იქნება, თუნდაც ახლობელი ადამიანები იყვნენ.

სასწორი

სასწორი მუდმივად განიცდის დეპერსონალიზაციას ან დერეალიზაციას. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში არიან და ცდილობენ მის გაგებას და მიღებას. როცა საკუთარი თავის სხვებთან შედარებას იწყებენ და რაღაც ხარვეზებს ეძებენ, მათი უკმაყოფილება, სულ უფრო იზრდება. მათ ხშირად უჩნდებათ ეჭვი იმაზე გარშემომყოფებზე, ზოგად ვითარებაზე და საკუთარ თავზეც კი. სასწორები ხშირად სკანდალს აწყობენ წვრილმანების გამო. ისინი არასოდეს აღიარებენ, რომ ცდებიან და ბოლომდე იცავენ საკუთარ პოზიციას. სასწორები ზედმეტად შურისმაძიებლები არიან, ამიტომ უმჯობესია მათთან ფრთხილად იყოთ, რათა მტერი არ შეიძინოთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც საუკეთესო ბოსები არიან
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
სამყარომ ფავორიტად ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი აირჩია
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
დაშორების იდეალური მეთოდები
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს მორიელი
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
წუნია ზოდიაქოს ნიშნები
ბოლომდე ერთგულები: ამ ზოდიაქოს ნიშნებს ეზიზღებათ ღალატი
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
ნატალური რუკა
6 ყველაზე გულკეთილი ზოდიაქოს ნიშანი