ბლოგი

რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით

რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით

ფეისბუქზე გაზიარება

ერთხელ ბრძენთან მოვიდა მშვენიერი გოგონა. ის ცხარედ ტიროდა. როდესაც მოხუცმა ჰკითხა მას, რა მოხდა, გოგონამ მოუყვა თავისი ისტორია...

 

ვის არ დაგვმართნია ეს? ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, ეხმარები, მხარს უჭერ, მაგრამ ისინი თითქოს ვერ ამჩნევენ ამას. თანაც, ბევრი გულწრფელად დაგვცინის ჩვენ გულუბრყვილოებს: „გჭირდება ეს?“ რატომ ხდება ასე? ოდესმე დაფიქრებულხართ ამ კითხვაზე?

 

გთავაზობთ ისტორიის წაკითხვას, რომელიც შეიცავს პასუხს.

 

ერთხელ ბრძენ მოხუცთან მოვიდაცრემლებით სავსე მშვენიერი გოგონა. როდესაც მან ჰკითხა მას, რა მოხდა, გოგონამ მოუყვა თავისი ისტორია.

 

„ო, დიდებულო ბრძენო! მე უბრალოდ არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო ამის მერე,- ხმაში კანკალით დაიწყო მან თავისი მოთხრობა.- მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი ისეთი დამოკიდებულება მქონოდა ადამიანების მიმართ, როგორიც მინნდოდა, რომ ჩემ მიმართაც ჰქონოდათ. ვიყავი პატიოსანი და გულწრფელი... ჩემი გული ყოველთვის იყო ღია ყველასთვის, შიშის გარეშე ვუშვებდი მასში სხვა ადამიანებს.. არ ვტოვებდი ვინმესთვის სიკეთის გაკეთების მცირე შესაძლებლობას, და არაფერს ველოდი სამაგიეროდ. თუნდაც რომ მიწევდა რამის შეწირვა ამის გულისთვის. მე ნამდვილად ვიყავი გულწრფელი ჩემს ზრახვებში, მაგრამ საპასუხოდ მივიღე მხოლოდ დაცინვები და წყენა. მე უბრალოდ დამცინოდა ყველა. როგორ მტკიოდა! ბოროტი ადამიანები უბრალოდ ტყავს მაძრობდნენ, და ვერ ვიგებდი, რატომ. ახლა კი დავიღალე.. მე უბრალოდ ძალიან დავირალე.. გთხოვ, მითხარი, რა გავაკეთო?“

 

ბრძენმა ყურადღებით მოუსმინა გოგონას და მისცა შემდეგი რჩევა:

 

„აი რას გეტყვი: გაიხადე მთლიანად ტანსაცმელი და გადი გარეთ შიშველი“,- თქვა მან.

 

„ო, არა! ეს შეუძლებელია- მე ჯერ არ დავცემულვარ იმდენად, რომ თავს ამის უფლება მივცე! თქვენ დამცინით! მხოლოდ წარმომიდგენია გამვლელთა რეაქცია! მე ხომ ქვებს მესვრიან! ყველა დამცინის. მე ვერ გადავიტან ასეთ განსაცდელს“,- უპასუხა გოგონამ.

 

ბრძენი მოულოდნელად ადგა, დადგა მაგიდაზე სარკე, მივიდა კარებთან და ფართოდ გააღო ის:

 

„გასაოცარია, შენ გრცხვენია გარეთ შიშველი გასვლა, მაგრამ აბსოლუტურად მშვიდად აშიშვლებ შენს სულს თითოეული გამვლელის წინაშე ამ სამყაროში. შეხედე ამ გაღებულ კარებს. ზუსტად ასე უღებ შენს სულს. შენ მასში ნებისმიერს უშვებ. ხოლო ადამიანის სული- ეს არის სარკე, რომელშიც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ანარეკლს. საქმე ისაა, რომ სხვა ადამიანების სულები ცოდვილი და ბოროტია, და ისინი ხედავენ თავის ანარეკლს შენს სუფთა და უმანკო სულში. როგორ ფიქრობ, როგორია მათთვის? ბევრ მათგანს არ აქვს არც ძალა, არც გამბედაობა, ხოლოდ ხშირად არც აღიარების სურვილი, რომ შენ- ბევრად უკეთესი და სუფთა ხარ მათზე. რადგან თავისი თავისთვის სიმართლის თქმა მათთვის ნიშნავს იმის აღიარება, რომ უნდა შეიცვალონ. სამწუხაროდ, ეს ძალიან რთული ამოცანაა უმეტესობისთვის...“

 

„რა უნდა ვქნა? როგორ ვიცხოვრო ამით?- შესძახა გოგონამ.- როგორ შემიძლია რამის შეცვლა, თუ ჩემზე არაფერია დამოკიდებული?“

 

„წამოდი ჩემთან, რაღაცას განახებ,- უპასუხა ბრძენმა.- შეხედე ჩემს მშვენიერ ბაღს. და ამ შესანიშნავ და სურნელოვან ყვავილებს. მე ვრწყავ და ვზრუნავ მათზე არაერთი წელია. სიმართლე რომ ვტქვა, ამ დროის განმავლობაში ვერ დავინახე, თუ როგორ იფურჩქნება ეს ყვავილები. ყველაფერი, რასაც ვხედავ,- არის მათი ყვავილობის, სურნელის და სრულყოფილების  საოცარი სილამაზე.

 

შვილო ჩემო, ისწავლე ბუნებისგან, როგორ უნდა იცხოვრო. შეხედე ამ მშვენიერ ყვავილებს და იგივენაირად მოიქეცი- გააღე შენი სული ძალიან ფრთხილად, ისე რომ ვერც ერთმა ადამიანმა მთელ სამყაროში ვერ შეამჩნიოს ეს. გაუღე ის კარგ და კეთილ ადამიანებს. და გაიქეცი მათგან, ვინც გახევს შენს ფოთლებს, ყრის მიწაზე და თელავს თავისი ჭუჭყიანი ფეხებით. სარეველა ირგვლივ ხედავს მხოლოდ სარეველას და ვერასდროს დააფასებს ყვავილების სილამაზეს, ამიტომ არასდროს არ სცადო ბოროტი ადამიანების დახმარება. ყველაფერი, რასაც დაინახავენ შენს სუფთა სულში- თავისივე ანარეკლია.  

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
ფარული ნიშნები, რომლებსაც სამყარო გვიგზავნის, როდესაც გზას ვკარგავთ
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არასოდეს დაიდოთ ეს ყველაფერი საწოლის ქვეშ: ფენ-შუის მიხედვით
რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები?
ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?
5 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის მერწყული საუკეთესო პარტნიორი
ლამაზი კარგს არ ნიშნავს: არ დაუჯეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებს