ბლოგი

2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

2024 წელი მწვანე ხის დრაკონს ეკუთვნის. მისი წინამორბედი, შავი წყლის კურდღელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, იანვრის ბოლოს ტოვებს ასტროლოგიურ სივრცეს და წარსულში ინაცვლებს. ჩვენს ცხოვრებაში კი შემოდის ჩინური ჰოროსკოპის ყველაზე შთამბეჭდავი წელი - მწვანე ხის დრაკონის ნიშნით. ჩინელებისთვის დრაკონი წმინდა არსებაა და წარმოადგენს ძალაუფლებისა და იმპერატორის სიმბოლოს. შესაბამისად, ჩინური კალენდრით, ახალ წელს მოსალოდნელია ძველი ხელისუფლების ცვლილება და ახალი, უფრო ძლიერი და ქმედითუნარიანი ლიდერების მოსვლა ბევრ ქვეყანაში.

 

ჩინური წლის კალენდარიც ზოდიაქოს 12 ნიშანს მოიცავს. შესაბამისად, განვიხილავთ, თუ როგორი იქნება დრაკონის წელი თითოეული მათგანისთვის.

 

ვირთხა

 

წლები: 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020

 

კურდღლის წელი მძიმე იყო ვირთხისთვის. სამაგიეროდ, დრაკონის წელი გაცილებით წარმატებული იქნება. ამ ნიშანთან ვირთხა საკმაოდ ახლოს არის - ისინი იანის მონათესავები ნიშნები არიან, მათი ხასიათი აქტიურია, ამიტომ, ორივეს უმარტივდება ურთიერთობის დალაგება და საუკეთესო თვისებების ერთმანეთისთვის გაზიარება. დრაკონის წელი ვირთხას გახდის უფრო ინტუიციურსა და ბრძენს, ასწავლის სულგრძელობას. ამის წყალობით, ვირთხები შეძლებენ უკეთ გაუგონ პირველ რიგში საკუთარ თავს: რა მოტივები, სურვილები, ღირსებები და ნაკლოვანებები აქვთ. შემდეგ კი, უფრო ხარისხიანი ურთიერთობები ააგონ ახლობლებთან, მეგობრებთან და პარტნიორებთან.

 

ხარი

 

წლები: 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021

 

მწვანე ხის დრაკონი ხარში გააღვიძებს ფეთქებად გრძნობებს, ამბიციებს და ლიდერულ თვისებებს - რაც, როგორც წესი, ხარისთვის დამახასიათებელი არ არის. თუმცა, აღმოსავლური ჰოროსკოპით, ეს ნიშანი ეკუთვნის სხვადასხვა სტიქიას. ერთმანეთს ხარები ნეიტრალურად და პატივისცემით ეპყრობიან, არ კონკურირებენ და არ შედიან კონფლიქტში. ამიტომ, დრაკონი საშუალებას მისცემს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, გამოიყენონ საკუთარი იანური თვისებები და კარგი მოსწრება იქონიონ ისეთ სფეროებში, სადაც ჩვეულებრივ ძალიან უჭირთ განვითარება. მაგალითად, როგორიცაა: ბიზნესი, კარიერა, ძალაუფლება, საჯაროობა და ა.შ. ხარები ამ წელს უფრო პრინციპულები, გამბედავები აგხდებიან და შეძლებენ უფრო თვასაჩინოთ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები, ნიჭი და კომპეტენცია.

 

ვეფხვი

 

წლები: 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022

 

ბობოქარი და მსუყე წელი ელით ვეფხვებს. დრაკონს ისინი გვანან ცეცხლოვანი ტემპერამენტით, დიდი ამბიციებით და თავისუფლებისმოყვარეობით. ამიტომ, ვეფხვები უნდა ელოდონ კარიერულ წინსვლას, მოულოდნელ მოგზაურობას და ნათელ შთაბეჭდილებებს. თუმცა, ამ წყვილის თანხვედრაში, გარკვეული საფრთხეც იმალება - ემოციებზე აყოლისას კონტროლის დაკარგვა. შესაბამისად, დრაკონი არასოდეს შეუშლის ხელს ვერფხვს საკუთარი თავის ყველაზე ცუდი კუთხით წარმოჩენაშიც კი, როგორიცაა: ბრაზი, სიჯიუტე, ეგოიზმი, პატივმოყვარეობა, თავდაჯერებულობა და ა.შ. პირიქით, უფრო გაუმძაფრებს ამ მდგომარეობას, რამაც შეიძლება ვეფხვი ისეთ სიტუაციაში ჩააგდოს, სადაც საკუთარი ხელით დაანგრევს ყველაფერს, რაც კი შეუქმნია, უკეთებია და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციურად აფეთქდა. ამიტომ, ვარსკვლავების რჩევაა, რომ ვეფხვებმა მეტად მოუსმინონ ახლობლების და მეგობრების რჩევებს - ასე შეძლებენ შეინარჩუნონ და არ გაანადგურონ ის, რაც აქვთ.

 

კურდღელი

 

წლები: 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023

 

კურდღლები უნდა მოემზადონ, რადგან საკმაოდ რთული წელი ელით, სადაც მთავარი ლეიტმოტივი იქნება პირადი ინტერესების, სივრცის და საზღვრების დაცვა. დრაკონი თავისებური და ცოტა აგრესიული ნიშანია, რომელსაც პრეტენზიები გააჩნია სხვის ტერიტორიებზე როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, კურდღელი მზად უნდა იყოს ამ გამოწვევის მისაღებად და გვერდით გადადოს საკუთარი დელიკატურობა და დიპლომატიურობა. თავდაჯერებულად და მკფიოდ განაცხადოს საკუთარი უფლებების და სურვილების შესახებ და დაიცვას მისი სივრცე.

 

დრაკონი

 

წლები: 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024

 

დრაკონებისთვის ვარსკვლავური საათი დგება! ეს არის სრულიად მათი წელი. მისტიკური პერიოდი, ყველაზე დიდი სურვილების და ოცნებების ასასრულებლად, წარმატების პიკის და უსაზღვრო გამართლების გზა! 2024 წელს ამ ნიშნით დაბადებულებს ექნებათ ერთგვარი “მოსავლის აღების” პერიოდი ცხოვრებაში და რაც ბოლო 11 წლის მანძილზე იშრომეს, იწვალეს, ეცადნენ - ყველაფერი გაორმაგებულად დაუბრუნდებათ. ყველაფერი, რისთვისაც ცდილობდნენ, რისკენაც ილტვოდნენ და რის მიღწევაც უნდოდათ - ამ წელს განხორციელდება. ერთად-ერთი, რაც მათგან მოითხოვება, არის საკუთარი თავის რწმენა და სითამამე, რაც საჭიროა კუთვნილის მისაღებად.

 

გველი

 

წლები: 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025

 

გველი და დრაკონი ძალიან გვანან ერთმანეთს გამჭრიახობით და შინაგანი ძალით, ამიტომ, ეს წელი კიდევ უფრო განავითარებს და გაააქტიურებს ამ თვისებებს გველში. დრაკონის წელი გველს დაეხმარება კიდევ უფრო კარგად გააცნობიეროს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, გაიაზროს ის, რაც ადრე რთულად ეჩვენებოდა, არ ესმოდა ან აზრს ვერ იგებდა. კიდევ უფრო განმტკიცებული ხასიათი, გველს დაეხმარება ადვილად გაუმკლავდეს ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეს, რაც რეალურად არც ისე ბევრი იქნება.

 

ცხენი

 

წლები: 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026

 

კურდღლის მშვიდობიანი და მოდუნებული წლის შემდეგ, ცხენისთვის ბობოქარი წელი მოდის. დრაკონი მას ბევრ წარმატებას მოუტანს ყველა მიმართულებით, რადგან ამ ორ ნიშნას შორის, საუკეთესო თავსებადობაა. პირველ რიგში, დრაკონი დადებითად იმოქმედებს ცხენის ფინანსურ მდგომარეობაზე: ფულის შემოდინება იქნება მარტივი და დიდი რაოდენობით. თავის მხრივ, ეს ყველაფერი ცხენს მეტ გასაქანს, მეტ თავისუფალ დროს გაუჩენს და მეტად თავისუფალი მოქმედების საშუალებას მისცემს, რაც ცხენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი ამოცანაა - მიცემული შესაძლებლობების გონივრულად გამოყენება და რაც შეიძლება მეტი იდეის და მიზნის რეალიზება.

 

ცხვარი

 

წლები: 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027

 

კიდევ ერთი ნიშანი, ვისაც წარმატებული წელი ელის, არის - ცხვერი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნათან მიმართებაში, ეს ეხება კონკრეტულ სფეროებს, როგორიცაა: თვითრეალიზაცია და შემოქმედებით სფეროში განვითარება, და არა პირადი ურთიერთობები. დრაკონიც და ცხვარიც საკმაოდ არტისტული ნიშნები არიან, ეს მათ აერთიანებთ. ამიტომ, დრაკონი დაეხმარება ცოტა ნაკლები თვითრწმენის მქონე ცხვარს, დაამარცხოს შინაგანი კრიტიკოსი, გაიმყაროს საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა, და როგორც შედეგი, შეძლოს საკუთარი თავის და ნიჭის საჯაროდ წარმოჩენა.

 

მაიმუნი

 

წლები: 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028

 

დრაკონსა და მაიმუნს აერთიანებს შემოქმედთა ნათესაური სამკუთხედი. ამიტომ, 2024 წელი მაიმუნებისთვის ძალიან მარტივი და კარგი იქნება. თუ დრაკონი არის თვითნაბადი წინამძღოლი და მმართველი, მაიმუნი წარმოადგენს შთამაგონებელს და იდეების გენერატორს. ამრიგად, დრაკონი ხელს შეუწყობს მაიმუნის ნებისმიერი ჩანაფიქრის წარმატებას და განვითარებას. თუმცა, ვარსკვლავების რჩევაა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არ იჩქარონ გადაწყვეტილებების მიღებისას და ასევე, არ დაწვრილმანდნენ. მნიშვნელოვანია ერთ მიზანზე, პროექტზე, სურვილზე კონცენტრირება – ასე, მიღწეული შედეგი თქვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს.

 

მამალი

 

წლები: 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017, 2029

 

ბოლო ორი რთული წლის შემდეგ, მამლებისთვის დგება კარგი წელი და იხსნება გზა წარმატებისა და აყვავებისკენ, რამდენადაც, მეტალის სტიქია, რომელსაც ეკუთვნის მამალი, მბრძანებლობს ხის სტიქიაზე, რომელსაც დრაკონი ექვემდებარება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: მამალი იქონიებს გავლენას გარშემომყოფებზე, გარემოებებზე და საკუთარ ბედზეც 2024 წელს. მთავარია, რომ არ შეეშინდეს საკუთარი ძალაუფლების და თამამად გამოიყენოს ის, რადგან ასეთი შესაძლებლობა დიდი ხნის მანძილზე აღარ ექნება.

 

ძაღლი

 

წლები: 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018, 2030

 

თუკი კურდღლის წელი ძაღლისთვის გარკვეული უძრაობის და საკუთარ თავში ჩაღრმავების პერიოდი იყო, დრაკონის წელი პირიქით - აქტივობის და მოქმედების იქნება. ეს წელი ძაღლს დაეხმარება გამოყოს ის მთავარი ცხოვრებაში, რაზეც ენერგია უნდა მიმართოს. უმთავრესად, ეს იქნება განათლება, ფული ან სიყვარული - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკისაა ძაღლი და როგორი სოციალური სტატუსი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ძაღლებს ძალიან გამოადგებათ გამჭრიახი გონება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ზოგიერთი ძაღლი გახდება ძალიან გულჩვილი, ლმობიერი და მოსიყვარულე, რაც დაეხმარება პირადი ურთიერთობების აწყობაში.

 

ღორი

 

წლები: 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031

 

დრაკონი და ღორი მონათესავები სტიქიებს მიეკუთვნებიან, ამიტომ, მათ გაუმარტივდებათ დამეგობრება. დრაკონი ღორს თავდაჯერებულობას, ენერგიულობას, ლიდერულ თვისებებს შემატებს, რაც მას დაეხმარება სასურველი მიზნების მიღწევაში 2024 წელს. აღსანიშნავია, რომ ეს შინაგანი ტრანსფორმაციები წარიმართება სასიამოვნოდ და რბილად, აფეთქებების, მღელვარების და ზედმეტი ძალისხმევის გაწევის გარეშე. ასევე, ღორები უფრო ქარიზმატულები და აქტიურები გახდებიან, რითაც მიიზიდავენ გარშემომყოფების ყურადღებას. ამ ეფექტით აუცილებლად უნდა ისარგებლონ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა, რათა დაამყარონ ახალი კავშირები და ნაცნობობა, განავითარონ საკუთარი იდეები ან იპოვონ გავლენიანი სტატუსის მქონე პარტნიორი.

 

ასევე გამოიწერეთ: ჩვენი YouTube არხი

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც საწოლში არასდროს გაგიცრუებთ იმედს
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
ყველაზე პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშნები
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
რა ვაჩუქოთ თხის რქას
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კურო
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წყვილებს მომავალი არ აქვთ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს ვერ პატიობენ
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
ზოდიაქოს ეს ნიშნები არაფერს ივიწყებენ