კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

10 ნიშანი იმისა, რომ კარმულ ურთიერთობებში გაეხვიეთ

10 ნიშანი იმისა, რომ კარმულ ურთიერთობებში გაეხვიეთ

ფეისბუქზე გაზიარება

დასაწყისში ეს ურთიერთობები სავსეა სიყვარულით და ვნებით, თუმცა, მათი დასასრული ყოველთვის მტკივნეულია.

 

თუ თქვენ ურთიერთობები იწყებოდა ლამაზად, ხოლო სრულდებოდა გულის ტკენით, დიდი ლაბათობით კარმულ კავშირში იყავით გახვეული.

 

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი რწმენა, ეს არის განგაშის ზარი იმაზე დასაფიქრებლად, თუ როგორ გრძნობთ თავს საყვარელ ადამიანთან. ქვემოთ მოცემულია აშკარა ნიშნები იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა ტოქსიკურია.

 

1. ძლიერი ვნება

სექსუალურ მიზიდულობაზე აგებული ურთიერთობების უმეტეს შემთხვევაში, წყვილის კავშირი არ არის ღრმა ემოციურ გრძნობებზე დაფუძნებული, რაც დროთა განმავლობაში მათ შორის დამოკიდებულების არაჯანსაღად განვითარებას იწვევს და ნელ-ნელა ტოქსიკურ ფორმას იღებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მიხვდებით, რომ აღარ გინდათ ასე ცხოვრება, სწორედ ეს ცხოველური მიზიდულობის ძალა არ მოგცემთ პარტნიორთან დაშორების საშუალებას. თუმცა, ამის გაკეთება რეკოკმენდირებულია რაც შეიძლება სწრაფად.

 

2. მიჯაჭვულობა

კარმულ ურთიერთობაში ყოფნისას, პარტნიორით ხართ შეპყრობილი. გსურთ იცოდეთ რას აკეთებს, რას უყურებს, რას ფიქრობს და რას ამბობს. ამოწმებთ თითქმის ყოველ წუთს, რომელსაც თქვენ ცალ-ცალკე ატარებთ. მუდმივად ფიქრობთ მასზე, სად არის, რას აკეთებს, ვისთან არის. ეს არანორმალურია.

 

3. ნეგატიური გრძნობები

ისე მიეჩვიეთ საყვარელ ადამიანს, რომ მის გარეშე ცუდად გრძნობთ თავს? მონატრებისას მუცელში პეპლების გროვაც გიგრძვნიათ? - ეს კარგია, მაგრამ თუ პარტნიორთან ახლოს ყოფნისას თავს ცუდად გრძნობთ და ნეგატიური განცდები გიპყრობთ, მაშინ დროა შეცვალოთ რაიმე ან სხვადასხვა გზით წახვიდეთ.

 

4. ეჭვიანობა

აკვიატებას ყოველთვის მოყვება მისი საუკეთესო მეგობარი ეჭვიანობა. კარმულ ურთიერთობებში ეჭვიანობა სწორედ იმ მომენტში ჩნდება, როცა შიშს ვერ იშორებ.

ეჭვიანობა მცირე დოზებით შეიძლება ჯანსაღად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს შიში ხშირად ჩვენში მრავალი სხვა მავნე ზემოქმედებით აისახება, მაგალითად - ნევროზულობა, მესაკუთრეობის გრძნობის გამწვავება და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ისინი ურთიერთობას ართმევენ ყველაფერს კარგს.

ხდება პირიქითაც, შეიძლება თქვენი პარტნიორი იყოს ეჭვიანი და ცდილობდეს თქვენზე კონტროლის დამყარებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ტოქსკური და კარმული ურთიერთობაა.

 

5. კონტროლი

ეჭვიანობას მოსდევს კონტროლი. თქვენ და თქვენს პარტნიორს შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა გზები ერთმანეთის გასაკონტროლებლად - ეს შეიძლება იყოს თქვენი ახლობლის რეალური ან ვირტუალური მეთვალყურეობა ან მეგობრებთან და ოჯახის წევრების შეხვედრის აკრძალვა. როგორც წესი, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ მეგობრები და ნათესავები ღიად არ ეთანხმებიან თქვენს არჩევანს პარტნიორთან დაკავშირებით.

თუ თქვენი შეყვარებული ან პარტნიორი ცდილობს საყვარელი ადამიანებისგან თქვენს დისტანცირებას - უნდა დაშორდეთ.

 

6. ბრაზი

თუ წინა ცხოვრებაში გაბრაზებული იყავით პარტნიორზე, კარმის კონცეფციდან გამომდინარე, ახალ ურთიერთობაში პარტნიორი იქნება გაბრაზებული თქვენზე. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის გჯერათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ უნდა აღიაროთ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ ადამიანთან, რომელსაც არ შეუძლია ბრაზის მართვა. მისი ქცევა კი გამოიხატება ხმის ამაღლებაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ცუდ დამოკიდებულებაში.

 

7. შინაგანი გრძობა

თუ თქვენ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ, მაშინ თქვენი სხეულის, გონებისა და პიროვნების სამი ნაწილი: ტვინი, გული და შინაგანი გრძნობა - სავარაუდოდ, უკვე აცნობიერებს ამას. მოუსმინეთ ინტუიციას და შინაგან ხმას - ისინი იშვიათად ცდება. თუ ეს ორი გრძნობა გკარნახობთ, რომ რაღაც არ არის კარგად - გაიქეცით!

 

8. ძალადობა

თუ ძალადობა ერთხელ მოხდა ურთიერთობაში, დიდი ალბათობით ის განმეორდება. ძალადობა შერწყმულია აკვიატებასთან, ეჭვიანობასთან და კონტროლის წყურვილთან. თქვენმა პარტნიორმა შეიძლება გამოავლინოს ძალადობის სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი თავდასხმები. საქმე იმაშია, რომ ამით ცდილობს თავი არასრულფასოვნად იგრძნოთ და მასთან დარჩეთ რაც შეიძლება დიდხანს.

 

9. ნარკოტიკული/ალკოჰოლური დამოკიდებულება

ხშირად, კარმული ურთიერთობები ჰგავს მუდმივ წვეულებას - თუმცა, ეს ილუზიაა. თავიდან ეს სიმპტომი სასაცილოდ გამოიყურება, რადგან ცუდი ბიჭის ან გოგოს იმიჯს ქმნის.

ალკოჰოლი, ნარკოტიკები და გაუთავებელი წვეულებები ხშირად ძალადობრივ-კარმული ურთიერთობის ნიშნებია. სასმელსა და ნარკოტიკებში უბედურებისგან თავის დაღწევის მცდელობას „თვითმკურნალობა“ ჰქვია. თუ პარტნიორის გვერდით ამ ყველაფერში ეფლობით, ეს უკვე სერიოზული სიგნალი უნდა იყოს თქვენთვის.

 

10. ეგოიზმი

ურთიერთობები აგებულია გაცემასა და მიღებაზე. თუ აცხადებთ, რომ თქვენს შორის ყველაფერი სერიოზულია, მაგრამ ამავდროულად არ გაქვთ ემოციური უკუკავშირი, ეს უკვე კარმული კატასტროფაა. როცა პარტნიორები არ ეკითხებიან ერთმანეთს როგორ ჩაიარა დღემ, რამე ხომ არ აწუხებთ და ა.შ. აშკარა ნიშანია არაჯანსაღი ურთიერთობის.

ნუ მისცემთ უფლებას ამ ურთიერთობას დაეუფლოს თქვენს ცხოვრებას, რადგან იმსახურებთ უკეთეს პარტნიორს, ვიდრე იმას, ვის გვერდითაც მუდმივად იტანჯებით.
 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის
წუნია ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს გატკენენ
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მშვილდოსანი
მთვარე ჰოროსკოპში
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს ვერ პატიობენ
რომელი ზოდიაქოს ნიშანი არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე?
2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რა არის სინასტრია
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება
სატურნი ჰოროსკოპში
ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!