ბლოგი

საუკეთესო აქტივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საუკეთესო აქტივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ადამიანის ყოველდღიურობა იმდენად დატვირთულია საქმიანობით, რომ ზოგჯერ არათუ განტვირთვის, არამედ დასვენების დროც არ რჩება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია გონება და სხეული ცოტა ხნით მაინც გადავრთოთ ყვოელდღიური რუტინიდან და შევეცადოთ რაიმე განსხვავებულით დავკავდეთ, მაგალითად ვარჯიშით, ჰობით და ა.შ.
საუკეთესო და ყველაზე მეტად შესაფერისი აქტივობის შერჩევა - ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. ასტროლოგი ლიზა გრინფილდის განმარტებით, საბედნიეროდ, ვარსკვლავები ამ საკთხშიც გვეხმარებიან.

მაშ ასე, თუ აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა, დასვენება და განტვირთვა, განსაკუთრებით დღევანდელ გარემო პირობებში, გამოგვყევით ბოლომდე და ერთად გავეცნოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის როგორი ფიზიკური აქტივობაა შესაფერისი.
 

ვერძი


გრინფილდის განმარტებით, ვერძი მზად არის მოსინჯოს ყველა ტიპის ვარჯიშის კომპლექსი, თუმცა, მისთვის განსაკუთრებით შესაფერისია საბრძოლო ელემენტების შემცველი ვარჯიში, რადგან მკაცრი დისციპლინის მქონე პროგრამა, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საშუალებას აძლევს სრულად ჩაერთონ პროცესში. ვერძებო, შეწყვიტეთ ფიქრი და სასწრაფოდ ჩაწერეთ კრივის გაკვეთილებზე, ან სულაც პირდაპირ მონაწილეობა მიიღეთ ბუთკემპში. ასტროლოგი აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ვარჯიში, ვერძს დაეხმარება გაითავისოს მისთვის მნიშვნელოვანი მოძრაობები. მათი ხასიათიდან გამომდინარე, ისინი ყოველთვის უარს აცხადებენ, რომ ლიდერს მიყვნენ, თუმცა, ლიდერების არსებობა, მათთვის მნიშვნელოვანია. ასევე აღსანიშანვია, რომ სპორტში ყველაზე მეტი ტრავმები სწორედ ვერძებს აქვთ, რადგან ხშირად არღვევენ წესებს.


კურო


ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესისთვის, მნიშვნელოვანია ნელი ტემპი და სტაბილურობა, ამიტომ, აზრი არ აქვს შრომატევადი და სწრაფი ილეთების მქონე ვარჯიშის წლიური აბონემენტის შეძენას. უმჯობესია, მოიძიოთ ჯგუფური სახის აქტიოვბები, სადაც მაგალითად მეგობართან ერთად მისვლასაც შეძლებთ, ან ახალ ადამიანებს გაიცნობთ. მორბენალთა კლუბი - საუკეთესო ვარიანტია კუროებისთვის.


ტყუპები


ტყუპები ძალიან ინტელექტუალურები არიან და მათთვის მნიშნველოვანია, რომ ვარჯიშში სხეულთან ერთად მონაწილეობას იღებდეს გონებაც. შესაბამისად, იოგა და პილატესი - მისწრებაა თქვენთვის. მოძებნეთ კარგი მწვრთვნელი, რომელიც ზედმიწევნით აგიხსნით ამა თუ იმ მოძრაობის აზრს. ტყუპების სტიქია არის ჰაერი, ისინი ინფორმაციით იკვებებიან და ძალიან მნიშვნელოვანია ესმოდეთ როგორ მუშაობს პროგრამა, რას და რატომ აკეთებენ.


კირჩხიბი


კირჩხიბების საკთხი ამ მხრივ ცოტა პრობლემურია, რადგან მათ სრუთ სახლის მყუდრო გარემოში ვარჯიშიც და ჯგუფში სიარულიც. ფიზიკური აქტივობა საკუთარ კომფორტის ზონაში, ანუ სახლში, საუკთესო ვარიანტია მათთვის, თუმცა, სხვების ყურებით მოტივაციის ამაღლებაც საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, შეზღუდვები ფაქტიურად არ არსებობს და კიბოებს ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება აქვთ. გამომდინარე იქედან, რომ კირჩხიბები თვითნაბადი ლიდერები არიან - ნუ გაგიკვირდებათ, როცა ფიზიკური აქტივობის მხრივ თქვენს სახელს მიღწევების ტოპ ჩამონათვალში ნახავთ!

 

ლომი


თუ რამე უყვართ ლომებს, ერთ-ერთი სწორედ საჯაროობა. ამაში ცუდი არაფერია. მიუხედავად ეგოისტის რეპუტაციის ქონია, ლომები დაბადებულები არიან იმისათვის, რომ იყვნენ ვარკვლავები. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ და თამამად ჩაეწერეთ სავარჯიშოდ ისეთ კლუბში, სადაც ყურადღების ცენტრში იქნებით. საცეკვაო პროგრამები, საიმპროვიზაციო გამოსვლები, საჯარო ღონისძიებები - თქვენ სწორედ ეს გჭირდებათ!

 

ქალწული


ნებისმიერი აქტივობის დაწყების წინ, ქალწულს ყოველთვის აინტერესებს, რა შედეგი ექნება. ასტროლოგ გრინფილდის განმარტებით, ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ესმოდეს, რას მოუტანს მაგალითად ფიზიკური ვარჯიში მის ჯანმრთელობას. ეს ქალწულს ხელს უწყობს დაიცვას რეჟიმი. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ასევე მნიშვნელოვანია სხეულის და გონების კავშირი, ასე რომ, მედიტაციის შემცველი ელემენტების მქონე ვარჯიში კარგი არჩევანია თქვენთვის.

 

სასწორი


ეს ზოდიაქოს ის ნიშანია, რომლის წარმომადგენელთათვის აგრესიული სახის ვარჯიში ნამდვილად შეუფერებელია, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. ამის ნაცვლად, ასტროლოგი გრინფილდის რჩევაა, რაიმე უფრო ესთეტიკურის შერჩევა, მაგალითად სამეჯლისო ცეკვების, სადაც პარტნიორი გეყოლებათ და მისი მხარდაჭერით და ერთობლივი მცდელობით, შეძლებთ ჰარმონიული ფიზიკური მდგომარეობის მიღწევას.

 

მორიელი


სასწორისგან განსხვავებით, მორიელისთვის აგრესიული ქცევა საკმაოდ ბუნებრივია. „ეს არის ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი და მის ამ ხარეს ყოველ ჯერზე ღიად ავლენს“ - აღნიშნავს გრინფილდი. ფიზიკური ვარჯიშიდან მორიელისთვის ყველაზე შესაფერისია - კრივი. თუმცა, ერთიანად ნუ გადაეშვებით აქტიურ ვარჯიშში. მორიელისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია თვითკონტროლი და არჩევანის საშუალება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ფიზიკურ აქტივობას შეცვლით პერიოდულად, მაგალითად, ერთი კვირა თუ კრივით დაკავდით, მომდევნო კვირა ველოსპორტს დაუთმეთ, შემდეგი კი იოგას. მიენდეთ შიანგან განცდებს და შეეცადეთ ყოველი კონკრეტული დღე ააგოთ მათზე.

 

მშვილდოსანი


ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის მნიშვნელოვანია დაკავებული იყოს ისეთი აქტივობით, რომლის დროსაც საშუალება ექნება მაღალი მიზნის მიღწევაც შეძლოს. მარათონი - ეს არის საუკეთესო ვარიანტი მშვილდოსნის ფიზიკური აქტივობისთვის. ასეთ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა, ასევე საშუალებას მოგცემთ საკუთარ საქმეში უფრო მეტი ადამიანი ჩართოთ ახალი ნაცნობობის წყალობთ.

 

თხის რქა


დისციპლინირებული, სანდო, მიზანმიმართული - ეს სამი სიტყვა ზუსტად აღნიშნავს თხის რქას ხასიათს და სრულიად გასაგები ხდება, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან პერფექციონისტები. არ არის საჭირო, რომ მოდური ფიტნეს-პროგრამებით დაკავდეთ, რადგან ერთდღიანი აქტივობა, სათქვენო საქმე ნამდვილად არაა. გრძელვადიანი პროგრამები, მარათონი ან ველო-გარბენი - ზუსტად ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. იმოქმედეთ და მიიღეთ ჯილდოები, ამას ნამდვილად იმსახურებთ.

 

მერწყული


ეს ადამიანები ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. „მერწყულები ფილანტროპები არიან და მხოლოდ ჯგუფური აქტივობა უყვართ. მათ რომ შეეძლოთ მუდმივ ფიზიკურ აქტივობაში იყვნენ და კაცობრიობის გადარჩენის მისიაც აიღონ თავის თავზე, ყველზე ბედნიერი ადამიანები იქნებოდნენ დედამიწაზე“ - აღნიშნავს ასტროლოგი გრინფილდი. პოლიტიკური მარში, ცხოველთა დამცველი ჰაიკინგ-კლუბი, საქელმოქმედო მარათონი ან ველო-გარბენი — ეს ყველაფერი თქვენთვის არის. აირჩიეთ ნებისმიერი და იაქტიურეთ.

 

თევზები


მნიშვნელობა არ აქვს, აქტიოვბის რა სახეს აირჩევს, თევზებისთვის მთავარია, რომ იყოს ძლიერი ლიდერი. „ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საჭიროა გამომწვევი მოდელი, რათა შეძლოს მოტივაციის შენარჩუნება“ - აცხადებს გრინფილდი. მწვრთნელთან და აქტივობის პროგრამასთან საერთო კავშირის ნახვის შემთხვევაში, ყოველთვის წარმატებას მიაღწევთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს ხელთ აღმოჩნდება შერჩეული აქტივობის შესახებ ინფორმაცია ან სტატისტიკა, თუ რა შედეგის მომცემი იქნება ის. კარგი იქნება თუ ცდით აქტივობას ისეთი ვარჯიშის კუთხით, რომლის დროსაც შესაძლებელია გულის რითმის გაკონტროლება.

 

გამოიყენეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები, იაქტიურეთ ფიზიკურად და მიეცით საკუთარ სხეულს და გონებას შეწყობილად იმუშაონ და სწორად შერჩეული ჯანსაღი ცხოვრების წესის დახმარებით, უფრო მეტი შედეგი, სიამოვნება და ბედნიერება მიიღოთ ცხოვრებისგან.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რას მალავს თქვენი ნიღაბი: ზოდიაქოს ნიშნების უდიდესი საიდუმლოები
როგორ აღიქვამს შეცდომებს ეს ნიშანი ?...
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ
სანამ მორიელს შეიყვარებთ…
ჯადოსნური სიტყვები მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს სასწორი
ეს ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად აკრიტიკებენ ყველას
რატომ არის თევზები ასეთი რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი არსება?
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით