ბლოგი

12  საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ

12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

ქალწული - მიწის სტიქიის მეორე ნიშანია. სამართლიანობას და სიწმინდეს განასახიერებს. 24 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე პერიოდში დაბადებულ ადამიანებს დეტალებში მთლიანის ნახვა შეუძლიათ. ისინი სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან, მზად არიან, მთელი ცხოვრება ისწავლონ. თავის მოქმედებებში გონებით ხელმძღვანელობენ, და არა გრძნობებით.

 

ქალწულები დიდ ყურადღებას უთმობენ წესრიგს. ისინი თავისი ბუნებით ესთეტები არიან . უყვართ ყველაფრის გაკეთება ხარისხიანად და ლამაზად. შეიძლება ძალიან მომთხოვნი და პრეტენზიული იყვნენ. თავისი უკიდურესი და დაუნდობელი გულწრფელობის გამო ბევრი მოძულე ჰყავთ. იმისთვის რომ ქალწულს დაუმეგობრდეთ, უნდა იცოდეთ რამდენიმე ფაქტი ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების შესახებ.

 

საინტერესო ფაქტები:

 

1. ქალწულებს მუშაობა შეუძლიათ. ისინი თავის თავს საქმიანობის ნებისმიერ სფეროში გამოიჩენენ. ამაში მათ შესაშური გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა ეხმარებათ.

 

2. ქალწულები ძალიან ფრთხილად ეპყრობიან ყველაფერს, რაც ცხოვრებაში ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის განუსაზღვრელობა ძალიან ცუდია. არ შეუძლიათ უცნობ და გაუგებარ გარემოებებში მოხვედრა, არ უყვართ ეს და ალბათ ასე არასდროს გააკეთებენ.

 

3. ქალწულებს ნებისმიერი საიდუმლოს გაგება შეუძლიათ, თუ ამაში დაინტერესებული არიან. ისინი ბევრ დროს, ძალას და ნერვებს  დახარჯავენ, მაგრამ მაინც იპოვიან პასუხებს მათთვის საინეტერსო კითხვებზე.

 

4. ქალწულებს არ უყვართ ვარაუდები და ჰიპოთეზები. ისინი ვერ იტანენ მინიშნებებს. დადებითად აღიქვამენ მხოლოდ ფაქტებს და გულწრფელობას.

 

5. ქალწულებს ძალიან უყვართ ხელსაქმე. იმის მიუხედავად, რომ მათ ინტელექტუალურ სფეროში უწევთ მუშაობა, ისინი ნახავენ გატაცებას, რომელიც არ მოითხოვს მხოლოდ გონებრივ სამუშაოს.

 

6. ქალწულებს არ უყვართ დაგვიანება. ამას გარდა, მათ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ, ვისაც არ შეუძლია შეხვედრაზე მოსვლა დანიშნულ დროს. ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ლოდინი, მაგრამ არ უყვართ ამის გაკეთება. როდესაც ქალწული ელოდება, ის აღარ აკეთებს რამე სასარგებლოს. და ეს მას ანერვიულებს.

 

7. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფებში მხოლოდ კარგს ხედავენ. ქალწულები ასეთი არ არიან. ისინი ჯერ ცუდს ეძებენ, და მხოლოდ შემდეგ ცდილობენ დადებითი მომენტების შენიშვნას. ამის გამო, მათ უჭირთ მეგობრების ნახვა. ისინი ყველას ეჭვით უყურებენ. მაგრამ ქალწულებს შეუძლიათ მეგობრობა. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელმა იპოვა წლებით შემოწმებული მეგობარი, ის მას არასდროს უღალატებს.

 

8. ქალწულებს არ უყვართ რამეზე ჩივილი. ამ ზოდიაქოს ნიშნის ბევრი წარმომადგენელი არ უზიარებს თავის პრობლემებს ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი.

 

9. ქალწულები იშვიათად გამოავლენენ გრძნობებს. გადაჭარბებული ემოციურობა მათ არ ეხება. მაგრამ თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი არ იცინის თქვენს ხუმრობებზე, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ მოსწონხართ. უბრალოდ ემოციების გამოვლენაში აზრს ვერ ხედავს. ამის გამო, ქალწულები პერიოდულად ტირიან. მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც ისინი სრულიად მარტო არიან. მათ უბრალოდ ემოციებისგან გათავისუფლება სჭირდებათ, რომლებიც თვეების განმავლობაში დაგროვდა.

 

10. ქალწულები პირდაპირი და დაუნდობლად გულწრფელი არიან . მათ კრიტიკა  და თავისი აზრის გულწრფელად გამოთქმა შეუძლიათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა უბრალოდ თანამოსაუბრის გამხნევება. ამას ტკივილის მიყენებისთვის არ აკეთებენ. უბრალოდ ქალწულებს არ შეუძლიათ სინანულის გამოხატვა. ისინი თქვენს შეცდომებზე მიგანიშნებენ და რჩევებს მოგცემენ, თუ როგორ გამოასწოროთ ყველაფერი. თანაც, მათი რეკომენდაციები ძალიან ეფექტური და მოქმედი იქნება.

 

11. ბევრი ქალწული პერფექციონისტია. ისინი ყველაფრის იდეალურად გაკეთებას ცდილობენ. იმავეს გარშემომყოფებისგანაც ითხოვენ. ისინი ძალიან გაგაკრიტიკებენ ყველაზე უმნიშვნელო შეცდომის გამოც კი.

 

12. ქალწულებს უყვართ გაკრიტიკება. მაგრამ თავისი მისამართით კრიტიკის გაგონებაც არ უნდათ. ქალწულები საკუთარ შეცდომებს გარშემომყოფების შეცდომებზე უარესად აღიქვამენ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 3 ყველაზე მიმზიდველი ნიშანი
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლო
ფულის ენერგია: სიმდიდრისა და სიღარიბის რიცხვი
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
რომელი ზოდიაქოს ნიშანი არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე?
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში
ფულის ენერგეტიკის დამთრგუნველი მავნე ჩვევები
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი
რა აბრაზებს ქალწულებს?
უტკბესი, თან ძალიან საშიში - ზოდიაქოს 4 უდიდესი მანიპულატორი ნიშანი