ბლოგი

რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?

რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?

ფეისბუქზე გაზიარება

2022 წელი ჩაივლის ცისფერი (შავი) წყლის ვეფხვის მფარველობის ქვეშ, რომელსაც არ უყვარს ღია და გამომწვევი ფერები.

 

ამის გათვალისწინება აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახლის სადღესასწაულო დეკორის შერჩევისას. ასტროლოგები გვირჩევენ მკაცრად დავიცვათ დამდეგი ახალი წლის ნიშნის მოთხოვნები, რათა შევძლოთ სახლში წარმატების, ბედნირების და სიმშვიდის დამკვიდრება.

 

— ძირითადი, ყველაზე მისაღები ფერები ახალ წელს იქნება:

 

ოქროსფერი, ყვითელის ყველა ტონალობა, ლურჯი და მწვანე, ასევე თეთრი, მოვერცხლისფრო და შავი ფერი. ამ უკანასკნელის გამოყენებას ასტროლოგები გვირჩევენ ძალიან დოზირებულად.

 

2022 წელი რიცხვების ჰოროსკოპის გადათვლებით საბოლოოდ გვაძლევს 6-იანს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია პლანეტა ვენერასთან. ეს სწორედ ის ციური სხეულია, რომელიც გვჩუქნის წარმატებას, კეთილდღეობას, კომფორტს, სიმდიდრეს და სიყვარულს ცხოვრებაში. ამიტომ, დეკორში შესაძლებელია ზომიერად დავამატოთ ვარდისფერი, თეთრი და პასტელური ფერები.

 

ასტროლოგების რეკომენდაციაა საცხოვრებელი სახლის მორთვისას ერთმანეთს შევუხამოთ არაუმეტეს ხუთი ფერი, უმჯობესი იქნება სამი. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის მოსართავად გამოყენებული ფერი დაემთხვევა სახლის საერთო დეკორს. გარდა ამისა, ახალი წლის დადგომისას, რეკომენდირებულია შემოქმედებითი უნარების თამამად გამოვლენა და რაიმე ახლის დატესტვა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქალწული
ზოდიაქოს ნიშნები - როგორ იყენებს თითოეული Google-ს?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის იღებენ სასურველს
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
პლუტონი ჰოროსკოპში
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
ფრთხილად იყავით ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის მამაკაცთან!
მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება
რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ხდებიან საუკეთესო მამები
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ვერ იტყუებიან
ლომის ქვები